bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 14
John 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 15 →
1
„ნუ შეკრთება თქვენი გული. იწამეთ ღმერთი და მიწამეთ მე.
2
ჩემი მამის სახლში ბევრი სავანეა. ასე რომ არ იყოს, არ გეტყოდით: მე მივდივარ, რათა ადგილი გაგიმზადოთ თქვენ.
3
და როდესაც წავალ და ადგილს გაგიმზადებთ, ისევ მოვალ და წაგიყვანთ ჩემთან, რათა, სადაც მე ვარ, თქვენც იქ იყოთ.
4
სადაც მე მივდივარ, თქვენ იცით გზა.“
5
ეუბნება მას თომა: „უფალო, არ ვიცით, სად მიდიხარ, და როგორ გვეცოდინება გზა?“
6
ეუბნება მას იესო: „მე ვარ გზა, ჭეშმარიტება და სიცოცხლე. ვერავინ მივა მამასთან, თუ არა ჩემი მეშვეობით.
7
მე რომ მიცნობდეთ, ჩემი მამაც გეცოდინებოდათ. ამიერიდან იცით ის და გინახავთ იგი.“
8
ეუბნება მას ფილიპე: „უფალო, გვიჩვენე მამა და საკმარისია ჩვენთვის.“
9
ეუბნება მას იესო: „ფილიპე, ამდენი ხანია თქვენთან ვარ და ვერ მიცნობ მე? ვინც მე მიხილა, მან მამაც იხილა. როგორღა ამბობ, გვიჩვენე მამა?
10
არა გწამს, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია? სიტყვებს, რომელთაც გეუბნებით, ჩემგან არ ვამბობ, არამედ მამა, რომელიც ჩემშია, აკეთებს თავის საქმეებს.
11
მერწმუნეთ, რომ მე მამაში ვარ და მამა ჩემშია. თუ არა და, თვით საქმეებს მაინც ერწმუნეთ.
12
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, იმ საქმეებს, რასაც მე ვაკეთებ, თავადაც გააკეთებს, და მათზე დიდსაც გააკეთებს, რადგან მე მამასთან მივდივარ.
13
და რასაც ითხოვთ ჩემი სახელით, იმას ვიქმ, რათა განდიდდეს მამა ძეში.
14
თუ რამეს ითხოვთ ჩემი სახელით, გავაკეთებ.
15
თუ მე გიყვარვართ, ჩემი მცნებანი დაიცავით.
16
და მე შევევედრები მამას და ის მოგივლენთ სხვა ნუგეშისმცემელს, რათა თქვენთან იყოს საუკუნოდ,
17
ჭეშმარიტების სულს, რომლის მიღებაც არ შეუძლია ქვეყნიერებას, რადგან ვერ ხედავს და არ იცნობს მას. თქვენ კი იცნობთ მას, რადგან თქვენთან დარჩება და თქვენში იქნება.
18
ობლად არ დაგტოვებთ, მოვალ თქვენთან.
19
კიდევ ცოტაც, და ქვეყნიერება ვეღარ მიხილავს მე, თქვენ კი მიხილავთ მე, რადგან მე ცოცხალი ვარ და თქვენც იცოცხლებთ.
20
იმ დღეს გაიგებთ, რომ მე ჩემს მამაში ვარ და თქვენ ჩემში, და მე თქვენში.
21
ვისაც ჩემი მცნებები აქვს და იცავს მათ, მას ვუყვარვარ მე, ჩემს მოყვარულს კი ჩემი მამაც შეიყვარებს. მეც შევიყვარებ მას და მე თავად გამოვეცხადები მას.“
22
ეუბნება მას იუდა, არა ისკარიოტელი: „უფალო, რას ნიშნავს ეს, რომ შენ ჩვენ გამოგვეცხადები და არა ქვეყნიერებას?“
23
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ვისაც მე ვუყვარვარ, ის ჩემს სიტყვას დაიცავს და ჩემი მამაც შეიყვარებს მას. და ჩვენ მივალთ და მასთან დავივანებთ.
24
ვისაც არ ვუყვარვარ, არ იცავს ჩემს სიტყვებს. სიტყვა, რომელსაც ისმენთ, ჩემი კი არ არის, არამედ ჩემი მომავლინებელი მამისა.
25
ეს გითხარით თქვენ თქვენთან ყოფნისას,
26
ხოლო ნუგეშისმცემელი – სულიწმიდა – რომელსაც ჩემი სახელით მოავლენს მამა, გასწავლით ყველაფერს და ყველაფერს გაგახსენებთ, რაც თქვენთვის მითქვამს.
27
მშვიდობას გიტოვებთ თქვენ, ჩემს მშვიდობას გაძლევთ თქვენ. ისე კი არ გაძლევთ, ქვეყანა რომ იძლევა. ნუ შეკრთება თქვენი გული და ნურც შეშინდება.
28
თქვენ ისმინეთ ჩემი ნათქვამი: მივდივარ და დავბრუნდები თქვენთან. რომ გიყვარდეთ, გაგეხარდებოდათ, რომ მამასთან მივდივარ, რადგან მამა ჩემზე დიდია.
29
ახლა გითხარით ეს, სანამ ახდებოდეს, რათა როდესაც ახდება, ირწმუნოთ.
30
ბევრს აღარ ვილაპარაკებ თქვენთან, რადგან მოდის ქვეყნიერების მთავარი და არაფერი არა აქვს ჩემში.
31
მაგრამ, რათა გაიგოს ქვეყანამ, რომ მიყვარს მამა და ისე ვაკეთებ, როგორც მამამ მიბრძანა, ადექით, წავიდეთ აქედან!“
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21