bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 6
John 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 7 →
1
ამის შემდეგ გავიდა იესო გალილეის, ანუ ტიბერიის ზღვის გადაღმა.
2
დიდძალი ხალხი მიჰყვებოდა მას, რადგან იხილეს სასწაულები, რომლებსაც ის ახდენდა სნეულებზე.
3
ავიდა იესო მთაზე და დაჯდა იქ თავის მოწაფეებთან ერთად.
4
ახლოვდებოდა პასექი, იუდეველთა დღესასწაული.
5
იესომ გაიხედა და დაინახა, რომ უამრავი ხალხი მოდიოდა მისკენ და ეუბნება ფილიპეს: „სად ვიყიდოთ პური, ამათ რომ ჭამონ?“
6
ამას გამოსაცდელად ეუბნებოდა, რადგან თვით იცოდა, რაც უნდა ექნა.
7
მიუგო მას ფილიპემ: „200 დინარის პურიც არ ეყოფათ, რომ თითოეულ მათგანს ცოტაოდენი მაინც შეხვდეს.“
8
ეუბნება მას ერთი მისი მოწაფეთაგანი, ანდრია, სიმონ-პეტრეს ძმა:
9
„აქ არის ერთი ბიჭი, რომელსაც ხუთი ქერის პური და ორი თევზი აქვს, მაგრამ რა არის ეს ამდენი ხალხისათვის?“
10
იესომ თქვა: „დასხით ეს ხალხი.“ ხოლო იმ ადგილას ხშირი ბალახი იყო. და დასხდა ასე, რიცხვით თითქმის 5 ათასამდე კაცი.
11
აიღო პურები იესომ, მადლი შესწირა და დაურიგა იქ მსხდომთ, ასევე თევზიც, ვისაც რამდენი უნდოდა.
12
და როდესაც დანაყრდნენ, უთხრა თავის მოწაფეებს: „მოაგროვეთ ნამუსრევი, რომ არაფერი დაიკარგოს.“
13
მოაგროვეს და აავსეს 12 გოდორი იმ ხუთი ქერის პურის ნატეხებით, რაც ჭამის შემდეგ დარჩა.
14
მაშინ იესოს მიერ მოხდენილი სასწაულის მხილველმა ხალხმა თქვა: „ესაა ჭეშმარიტად ის წინასწარმეტყველი, რომელიც ქვეყნიერებაზე უნდა მოსულიყო.“
15
მიხვდა იესო, რომ აპირებენ მოსვლას მის მოსატაცებლად და გასამეფებლად, და კვლავ განმარტოვდა მთაზე.
16
როდესაც მოსაღამოვდა, მისი მოწაფეები ჩავიდნენ ზღვაზე.
17
შევიდნენ ნავში და გაემართნენ ზღვის გადაღმა, კაპერნაუმისკენ. უკვე ბნელდებოდა და იესო კი ჯერ არ მისულიყო მათთან.
18
ზღვა ძლიერი ქარისაგან ღელავდა.
19
25 თუ 30 სტადიონი რომ გაცურეს, დაინახეს ზღვაზე მომავალი იესო, რომელიც ნავს უახლოვდებოდა, და შეეშინდათ.
20
მან კი უთხრა მათ: „მე ვარ, ნუ გეშინიათ.“
21
უნდოდათ ნავზე აეყვანათ იგი; და ნავი მაშინვე მიადგა ხმელეთს იმ ადგილას, სადაც მიდიოდნენ.
22
მეორე დღეს ზღვის გაღმა მდგომმა ხალხმა დაინახა, რომ იქ სხვა ნავი არ იყო, გარდა ერთისა, რომელშიც მისი მოწაფეები ჩასხდნენ, და რომ იესო არ ჩამჯდარა ნავში თავის მოწაფეებთან ერთად, არამედ მხოლოდ მოწაფეებმა გაცურეს.
23
სხვა ნავებიც მოვიდნენ ტიბერიიდან იმ ადგილის მახლობლად, სადაც ჭამეს პური მას შემდეგ, რაც უფალმა მადლი შესწირა.
24
როდესაც დაინახა ხალხმა, რომ იქ არც იესოა და არც მისი მოწაფეები, ჩასხდნენ ნავებში და მივიდნენ კაპერნაუმში იესოს საძებრად.
25
და ნახეს იგი ზღვის გაღმა და უთხრეს მას: „რაბი, როდის მოხვედი აქ?“
26
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: იმიტომ კი არ მეძებთ, რომ სასწაული იხილეთ, არამედ იმიტომ, რომ პური ჭამეთ და გაძეხით.
27
ნუ ირჯებით ხრწნადი საზრდოსათვის, არამედ იმ საზრდოსათვის გაისარჯეთ, რომელიც რჩება საუკუნო სიცოცხლისათვის, რომელსაც კაცის ძე მოგცემთ თქვენ, რადგან მას დაასვა ბეჭედი მამა ღმერთმა.“
28
უთხრეს მას: „როგორ მოვიქცეთ, რომ ღმერთის საქმენი ვაკეთოთ?“
29
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ღმერთის საქმე ის არის, რომ ირწმუნოთ იგი, ვინც მან მოავლინა.“
30
უთხრეს მას: „რა ნიშანს იძლევი, რომ დავინახოთ და გერწმუნოთ? რას მოიმოქმედებ?
31
ჩვენი მამები მანანას ჭამდნენ უდაბნოში, როგორც დაწერილია: ‘პური ზეციდან მისცა მათ საზრდოდ.’“
32
უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოსემ კი არ მოგცათ პური ზეციდან, არამედ ჩემი მამა გაძლევთ ჭეშმარიტ პურს ზეციდან.
33
რადგან ღმერთის პური ისაა, რომელიც ზეციდან ჩამოდის და სიცოცხლეს აძლევს ქვეყნიერებას.“
34
უთხრეს მას: „უფალო, მუდამ გვაძლიე ეს პური.“
35
უთხრა მათ იესომ: „მე ვარ პური სიცოცხლისა. ჩემთან მომსვლელს არ მოშივდება და ვინც მე მირწმუნებს, არასოდეს მოსწყურდება.
36
მაგრამ გეუბნებით, რომ კიდევაც მიხილეთ, მაგრამ არ მიწამეთ.
37
ყველა, ვინც მამამ მომცა, ჩემთან მოდის; ჩემთან მოსულს კი არ გავაძევებ.
38
რადგან ზეციდან ჩემი ნების აღსასრულებლად კი არ გადმოვედი, არამედ მისი ნებისა, ვინც მე მომავლინა.
39
ეს არის ჩემი მომავლინებლის ნება, რომ რაც მე მომცა, არაფერი დავკარგო იქიდან, არამედ აღვადგინო უკანასკნელ დღეს.
40
ჩემი მამის ნება ისაა, რომ ყველას, ვინც ძეს იხილავს და ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.“
41
იუდევლები დრტვინავდნენ მის გამო, რომ თქვა: „მე ვარ პური, ზეციდან გადმოსული.“
42
თქვეს: „განა ეს იესო არ არის, იოსების ძე, რომლის მამას და დედას ვიცნობთ? როგორღა ამბობს, ზეციდან გადმოვედიო?“
43
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ნუ დრტვინავთ ერთმანეთს შორის.
44
არავის შეუძლია ჩემთან მოსვლა, თუ იგი ჩემმა მომავლინებელმა მამამ არ მოიყვანა, და მე აღვადგენ მას უკანასკნელ დღეს.
45
წინასწარმეტყველებს უწერიათ: ‘და ყველა განისწავლება ღმერთის მიერ.’ ყველა, ვინც უსმენს მამას და განისწავლება, ჩემთან მოდის.
46
არავის უხილავს მამა, მხოლოდ მან, ვინც ღმერთთანაა, იხილა მამა.
47
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვისაც ჩემი სწამს, მას საუკუნო სიცოცხლე აქვს.
48
მე ვარ პური სიცოცხლისა.
49
თქვენმა მამებმა ჭამეს მანანა უდაბნოში და მოკვდნენ.
50
ხოლო ეს არის პური, რომელიც ზეციდან გადმოვიდა და ვინც შეჭამს მას, არ მოკვდება.
51
მე ვარ ცოცხალი პური, რომელიც ზეციდან გადმოვედი; ვინც ამ პურს შეჭამს, უკუნისამდე იცოცხლებს. პური, რომელსაც მე გავცემ, ჩემი ხორცია, რომელსაც ქვეყნიერების სიცოცხლისათვის გავცემ.“
52
იუდეველები ერთმანეთს ედავებოდნენ და ამბობდნენ: „როგორ უნდა მოგვცეს თავისი ხორცი საჭმელად?“
53
უთხრა მათ იესომ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: თუ არ შეჭამთ კაცის ძის ხორცს და არ შესვამთ მის სისხლს, არ გექნებათ სიცოცხლე თქვენში.
54
ჩემი ხორცის მჭამელს და ჩემი სისხლის შემსმელს საუკუნო სიცოცხლე აქვს. და მე მას აღვადგენ უკანასკნელ დღეს.
55
რადგან ჩემი ხორცი ჭეშმარიტი საჭმელია და ჩემი სისხლი ჭეშმარიტი სასმელი.
56
ჩემი ხორცის მჭამელი და ჩემი სისხლის შემსმელი ჩემში რჩება, და მე – მასში.
57
როგორც მე მომავლინა ცოცხალმა მამამ და მე მამაში ვცოცხლობ, ასევე ჩემი მჭამელი იცოცხლებს ჩემში.
58
ეს არის პური, რომელიც ციდან გადმოვიდა. ისე კი არა, თქვენმა მამებმა რომ ჭამეს მანანა და დაიხოცნენ. ამ პურის მჭამელი უკუნისამდე იცოცხლებს.“
59
ამას ამბობდა სინაგოგაში, როცა კაპერნაუმში ასწავლიდა.
60
ბევრმა მისმა მოწაფემ ამის გაგონებაზე თქვა: „მკაცრია მისი სიტყვა, ვინ გაუძლებს ამის მოსმენას?“
61
თვითონ იესოც ამჩნევდა, რომ მისი მოწაფეები დრტვინავდნენ ამის გამო, და უთხრა მათ: „ეს გაცდუნებთ თქვენ? –
62
მაშინ როგორ იქნება, თუ იხილავთ კაცის ძეს აღმავალს იქ, სადაც იყო პირველად?
63
სული ცხოველმყოფელია, ხოლო ხორცი უსარგებლო. სიტყვები, რომლებიც გითხარით, სული და სიცოცხლეა.
64
მაგრამ თქვენ შორის არიან ისეთებიც, რომელთაც არ სწამთ.“ რადგან იესომ თავიდანვე იცოდა, ვინ არიან ურწმუნონი და ვინ არის მისი გამცემი.
65
და თქვა: „ამიტომ გეუბნებოდით, რომ ჩემთან არავის შეუძლია მოსვლა, თუ მამისგან არ ექნება მიცემული.“
66
ამის შემდეგ ბევრი მისი მოწაფეთაგანი გაბრუნდა უკან და აღარ გაჰყვა მას.
67
მაშინ უთხრა იესომ თორმეტს: „თქვენც ხომ არ გინდათ წასვლა?“
68
მიუგო მას სიმონ-პეტრემ: „უფალო, ვისთან უნდა წავიდეთ? შენ გაქვს საუკუნო სიცოცხლის სიტყვები.
69
და ჩვენ ვიწამეთ და შევიცანით, რომ შენ ხარ ღმერთის წმიდა.“
70
მიუგო მათ იესომ: „თორმეტი არ ამოგირჩიეთ? და ერთი თქვენგანი ეშმაკია.“
71
ეს თქვა იუდა სიმონის ძეზე, ისკარიოტელზე, რადგან იგი, ერთი თორმეტთაგანი, აპირებდა მის გაცემას.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21