bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 11
John 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 12 →
1
იყო ვინმე ავადმყოფი, ლაზარე ბეთანიდან, მარიამისა და მისი დის, მართას, დაბიდან.
2
ეს ის მარიამი იყო, რომელმაც უფალს ნელსაცხებელი სცხო და ფეხები თავისი თმებით შეუმშრალა; და მისი ძმა, ლაზარე, ავად იყო.
3
გაუგზავნეს მისმა დებმა კაცი და შეუთვალეს: „უფალო, აჰა, ვინც შენ გიყვარს, ავადაა.“
4
როდესაც იესომ ეს მოისმინა, თქვა: „ეს სნეულება სასიკვდილო არ არის, არამედ ღმერთის სადიდებლადაა, რათა განდიდდეს ძე ღმერთისა მისგან.“
5
იესოს უყვარდა მართა, მისი და და ლაზარე.
6
როდესაც გაიგო, რომ ავად იყო, ორი დღე დარჩა იმ ადგილზე, სადაც იმყოფებოდა.
7
ამის შემდეგ ეუბნება მოწაფეებს: „ავდგეთ და კვლავ იუდეაში წავიდეთ.“
8
უთხრეს მას მოწაფეებმა: „რაბი, იუდეველები ახლახანს შენს ჩაქოლვას ცდილობდნენ და კიდევ იქ მიდიხარ?“
9
მიუგო იესომ: „თორმეტი საათი არ არის დღეში? ვინც დღისით დადის, არ წაიბორძიკებს, რადგან ქვეყნიერების ნათელსა ხედავს.
10
ღამით მოარული კი წაიბოძიკებს, რადგან ნათელი არ არის მასში.“
11
ეს თქვა და მერე ეუბნება მათ: „ლაზარემ, ჩვენმა მეგობარმა, დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ.“
12
უთხრეს მას მოწაფეებმა: „უფალო, თუ დაიძინა, გამოკეთდება.“
13
იესომ მის სიკვდილზე თქვა, მათ კი ეგონათ, რომ ძილით დაძინებაზე ამბობდა.
14
მაშინ უთხრა მათ იესომ ცხადად: „ლაზარე მოკვდა.
15
და მიხარია თქვენს გამო, რომ იქ არ ვიყავი, რათა ირწმუნოთ. მაგრამ მოდით, წავიდეთ მასთან.“
16
მაშინ უთხრა თომამ (რომელსაც ტყუპი ერქვა) თანამოწაფეებს: „ჩვენც წავყვეთ, რათა მასთან ერთად დავიხოცოთ.“
17
და როდესაც იესო მივიდა, ნახა, რომ ის უკვე ოთხი დღის დამარხული იყო.
18
ბეთანია ახლოს იყო იერუსალიმიდან, თხუთმეტიოდე სტადიონის მანძილზე.
19
და ბევრნი მოვიდნენ იუდეველთაგან მართასთან და მარიამთან, რათა ენუგეშებინათ ისინი ძმის გამო.
20
როდესაც გაიგო მართამ, იესო მოდისო, შეეგება მას. მარიამი კი შინ იჯდა.
21
მართამ უთხრა იესოს: „უფალო, აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.
22
მაგრამ ახლაც ვიცი, რომ რასაც სთხოვ ღმერთს, მოგცემს.“
23
ეუბნება მას იესო: „შენი ძმა აღდგება.“
24
ეუბნება მას მართა: „ვიცი, რომ აღდგება აღდგომისას, უკანასკნელ დღეს.“
25
უთხრა მას იესომ: „მე ვარ აღდგომა და სიცოცხლე. ვინც მე მიწამებს, კიდეც რომ მოკვდეს, იცოცხლებს.
26
ყველა, ვინც ცოცხალია და მე მიწამებს, არ მოკვდება უკუნისამდე. გწამს ეს?“
27
ეუბნება მას: „დიახ, უფალო, მწამს, რომ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმერთისა, ამ ქვეყნად მომავალი.“
28
ეს რომ თქვა, წავიდა, მოუხმო თავის დას, მარიამს, და ჩუმად უთხრა: „მოძღვარი აქ არის და გიხმობს შენ.“
29
როგორც კი ეს გაიგონა მან, სასწრაფოდ წამოდგა და წავიდა მასთან.
30
იესო ჯერ დაბაში არ იყო შესული, იმავე ადგილას იდგა, სადაც მართა შეეგება.
31
იუდეველები, რომლებიც მასთან იყვნენ სახლში და ანუგეშებდნენ, როდესაც დაინახეს, რომ მარიამი სასწრაფოდ წამოდგა და გავიდა, გაჰყვნენ უკან, ეგონათ, სამარხისკენ მიდიოდა სატირლად.
32
მარიამი მივიდა იქ, სადაც იესო იყო და რომ იხილა იგი, დაემხო მის ფეხთით და უთხრა: „უფალო, შენ აქ რომ ყოფილიყავი, არ მოკვდებოდა ჩემი ძმა.“
33
როდესაც იესომ დაინახა, რომ ტიროდა იგი და მასთან ერთად მოსული იუდეველებიც ტიროდნენ, სულით შეიძრა და აღელდა,
34
და უთხრა: „სად დაასვენეთ იგი?“ ეუბნებიან: „უფალო, მოდი და ნახე.“
35
და აცრემლდა იესო.
36
თქვეს იუდეველებმა: „ნახე, როგორ ჰყვარებია.“
37
ზოგიერთმა მათგანმა კი თქვა: „ნუთუ ბრმის თვალის ამხელს არ შეეძლო ისე გაეკეთებინა, რომ ეს არ მომკვდარიყო?“
38
იესო კი, კვლავაც სულით შეძრული, მივიდა სამარხთან. ეს იყო გამოქვაბული, რომელსაც ლოდი ჰქონდა მიფარებული.
39
ამბობს იესო: „აიღეთ ლოდი.“ ეუბნება მას მიცვალებულის და, მართა: „უფალო, უკვე ყარს, რადგან მეოთხე დღეა, რაც დავმარხეთ.“
40
ეუბნება მას იესო: „განა არ გითხარი, თუ ირწმუნებ, ღმერთის დიდებას იხილავ?“
41
აიღეს ლოდი. იესომ თვალები მაღლა აღაპყრო და თქვა: „მამაო, გმადლობ, რომ მისმინე.
42
მე ვიცოდი, რომ ყოველთვის მისმენ. მხოლოდ გარს შემოკრებილი ხალხის გასაგონად ვთქვი, რათა ირწმუნონ, რომ შენ მომავლინე მე.“
43
ეს თქვა და დიდი ხმით შესძახა: „ლაზარე, გამოდი გარეთ!“
44
გამოვიდა მიცვალებული, ხელ-ფეხი სახვევებით ჰქონდა შეკრული და სახეც სუდარით ჰქონდა დაფარული. ეუბნება მათ იესო: „გახსენით და გაუშვით, იაროს.“
45
მაშინ იუდეველთაგან ბევრმა, რომლებიც მოვიდნენ მარიამთან და იხილეს, რაც მან მოახდინა, ირწმუნა იგი.
46
ზოგიერთი მათგანი კი წავიდა ფარისევლებთან და უამბო, რაც მოახდინა იესომ.
47
შეკრიბეს მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა სინედრიონი და თქვეს: „რა ვქნათ, ეს კაცი რომ ბევრ სასწაულს ახდენს?
48
თუ მივუშვებთ თავის ნებაზე, ყველა ირწმუნებს მას. მოვლენ რომაელები და წაგვართმევენ ჩვენს მიწასაც და ხალხსაც.“
49
ერთმა მათგანმა, კაიაფამ, რომელიც მღვდელმთავრობდა იმ წელიწადს, უთხრა მათ: „თქვენ არაფერი გაგეგებათ,
50
ვერ მოგიფიქრებიათ, რომ გვიჯობს ერთი ადამიანი მოკვდეს ხალხისთვის, ვიდრე მთელი ერი დაიღუპოს.“
51
ეს თავისით არ უთქვამს, არამედ მღვდელმთავარი იყო იმ წელიწადს და იწინასწარმეტყველა, რომ იესო ერისთვის მოკვდებოდა.
52
და არა მარტო ერისთვის, არამედ იმისთვისაც, რომ ღმერთის გაფანტული შვილები შეეკრიბა ერთად.
53
იმ დღიდან გადაწყვიტეს, მოეკლათ იგი.
54
ამის შემდეგ აღარ უვლია იესოს იუდეველთა შორის გაცხადებულად, არამედ გაეცალა იქაურობას უდაბნოს მახლობელ მხარეში, ქალაქში, რომელსაც ეფრაიმი ეწოდება, და დარჩა იქ მოწაფეებთან ერთად.
55
ახლოვდებოდა იუდეველთა პასექი და მთელი ქვეყნიდან ბევრნი პასექამდე ავიდნენ იერუსალიმში განსაწმედად.
56
და ეძებდნენ იესოს და ტაძარში მდგომნი ერთმანეთს ეუბნებოდნენ: „როგორ ფიქრობთ, არ მოვა ის დღესასწაულზე?“
57
მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა კი განკარგულება გასცეს, რომ ვინც შეიტყობდა, სად იყო, ეცნობებინათ, რათა შეეპყროთ იგი.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21