bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 5
John 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 6 →
1
ამის შემდეგ იუდეველთა დღესასწაული იყო და ავიდა იესო იერუსალიმში.
2
იერუსალიმში, ცხვრის კარიბჭესთან, არის საბანელი, რომელსაც ებრაულად ბეთზათა ეწოდება, და მას აქვს ხუთი სტოა.
3
ისხდა იქ მრავალი სნეული: ბრმა, ხეიბარი და ჩამომხმარი, რომლებიც წყლის ამღვრევას ელოდნენ,
4
რადგან უფლის ანგელოზი გადმოდიოდა დროდადრო და ამღვრევდა წყალს. ხოლო ვინც პირველი ჩადიოდა წყლის ამღვრევის შემდეგ, იკურნებოდა, რა სენითაც არ უნდა ყოფილიყო შეპყრობილი.
5
იყო იქ კაცი, რომელსაც 38 წელი გაეტარებინა სნეულებაში.
6
იესომ იხილა იგი მწოლარე და შეატყო, რომ უკვე დიდი ხნის სნეულია და უთხრა: „გსურს, განიკურნო?“
7
მიუგო მას სნეულმა: „უფალო, კაცი არა მყავს, წყლის ამღვრევისას რომ ჩამიშვას აუზში. სანამ მე მივალ, სხვა მასწრებს.“
8
ეუბნება მას იესო: „ადექი, აიღე შენი საწოლი და წადი!“
9
და მაშინვე განიკურნა ის კაცი. აიღო თავისი საწოლი და გაიარა. ხოლო ის დღე შაბათი იყო.
10
უთხრეს იუდეველებმა განკურნებულს: „დღეს შაბათია, ნება არა გაქვს საწოლის აღებისა.“
11
მან მიუგო მათ: ვინც განმკურნა, მითხრა: „აიღე შენი საწოლი და წადი.“
12
ჰკითხეს მას: „ვინ არის ის კაცი, ვინც გითხრა, აიღე და წადი?“
13
განკურნებულმა არ იცოდა, ვინ იყო იგი, რადგან იესო იქ მყოფ ხალხში გაუჩინარდა.
14
ამის შემდეგ იესომ ტაძარში ნახა ის და უთხრა: „აჰა, შენ განიკურნე, ნუღარ შესცოდავ, რათა უარესი რამ არ დაგემართოს.“
15
ის კაცი წავიდა და იუდეველებს უთხრა: „იესოა, ვინც მე განმკურნა.“
16
და დაუწყეს იუდეველებმა იესოს დევნა იმის გამო, რომ შაბათს აკეთებდა ამას.
17
იესომ მიუგო მათ: „მამაჩემი აქამდე აკეთებს და მეც ვაკეთებ.“
18
ამიტომ იუდეველებმა უფრო მეტად დაუწყეს ძებნა მოსაკლავად, რადგან არა მარტო შაბათის წესი დაარღვია, არამედ ღმერთს მამა უწოდა, და თავი ღმერთს გაუტოლა.
19
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ძე თავის თავად ვერაფერს გააკეთებს, თუ არ იხილავს, რასაც მამა აკეთებს, რადგან რასაც ის აკეთებს, ძეც იმასვე აკეთებს.
20
რადგან მამას უყვარს ძე და ყველაფერს, რასაც აკეთებს, უჩვენებს მას. ამაზე უფრო დიდ საქმეებსაც უჩვენებს, ისეთებს, რომ გაგიკვირდებათ.
21
რადგან, როგორც მამა აღადგენს მკვდრებს და სიცოცხლეს ანიჭებს მათ, ასევე ძეც, ვისი გაცოცხლებაც სურს, გააცოცხლებს.
22
რადგან მამა არავის განსჯის, არამედ მთელი განსასჯელი ძეს გადასცა,
23
რათა ყველამ პატივი მიაგოს ძეს, როგორც მამას მიაგებენ პატივს. ვინც ძეს არ მიაგებს პატივს, ის არც მამას მიაგებს პატივს, რომელმაც იგი მოავლინა.
24
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და ჩემს მომავლინებელს იწამებს, საუკუნო სიცოცხლე ექნება და არ განისჯება, არამედ გადავა სიკვდილიდან სიცოცხლეში.
25
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: მოდის ჟამი, და უკვე მოსულია, როდესაც მკვდრები გაიგონებენ ღმერთის ძის ხმას და ვინც გაიგონებს, იცოცხლებს.
26
რადგან, როგორც მამას აქვს სიცოცხლე თავის თავში, ასევე ძესაც მისცა, რომ ჰქონდეს სიცოცხლე თავის თავში.
27
განსჯის ხელმწიფებაც მისცა მას, რადგან კაცის ძე არის იგი.
28
ნუ გაგიკვირდებათ ეს, რადგან მოდის ჟამი, როდესაც ყველა, ვინც საფლავებში არის, მის ხმას გაიგონებს.
29
და კეთილის მოქმედნი სიცოცხლის აღდგომისთვის გამოვლენ, სიავის მოქმედნი კი განკითხვის აღდგომისათვის.
30
ჩემთავად არაფრის გაკეთება არ შემიძლია. როგორც ვისმენ, ისე განვსჯი, და ჩემი სამართალი მართალია, რადგან მე ჩემს ნებას კი არ ვეძებ, არამედ ჩემი მომავლინებლის ნებას.
31
მე რომ ვმოწმობდე ჩემს თავზე, ჩემი მოწმობა არ იქნებოდა ჭეშმარიტი.
32
სხვა არის დამმოწმებელი ჩემზე და ვიცი, რომ ჭეშმარიტია ის მოწმობა, რომლითაც ის ამოწმებს ჩემზე.
33
თქვენ მიავლინეთ იოანესთან და მან დაამოწმა ჭეშმარიტება.
34
თუმცა ადამიანისგან არ ვიღებ მოწმობას, მაგრამ ამას იმიტომ ვამბობ, რომ თქვენ გადარჩეთ.
35
იგი ანთებული და მანათობელი სანთელი იყო და თქვენ გინდოდათ გეხარათ ერთხანს მის ნათელში.
36
მე კი უფრო დიდი მოწმობა მაქვს, ვიდრე იოანესია, რადგან საქმენი, რომელნიც მამამ მომცა აღსასრულებლად, თვით ჩემს მიერ ქმნილი საქმენი, მოწმობენ ჩემზე, რომ მამამ მომავლინა.
37
და მამა, რომელმაც მე მომავლინა, მოწმობს ჩემზე, თქვენ კი არასოდეს გსმენიათ მისი ხმა და არც მისი ხატი გიხილავთ.
38
მისი სიტყვა ვერ დამკვიდრდა თქვენში, რადგან არა გწამთ მისი, რომელიც მან მოავლინა.
39
იკვლევთ წერილებს, რადგან გგონიათ, რომ მათში გაქვთ საუკუნო სიცოცხლე. ისინი კი ჩემზე მოწმობენ.
40
თქვენ ჩემთან მოსვლა არა გსურთ, რათა სიცოცხლე გქონდეთ.
41
არ ვიღებ დიდებას ადამიანთაგან,
42
მაგრამ მე გიცნობთ თქვენ – ღმერთის სიყვარული არ არის თქვენში.
43
მე მოვედი ჩემი მამის სახელით და არ მიღებთ. სხვა თუ მოვა თავისი სახელით, მას მიიღებთ.
44
როგორ შეგიძლიათ ირწმუნოთ, როდესაც ერთმანეთისაგან იღებთ დიდებას, ხოლო ერთი ღმერთის დიდებას არ ეძებთ?
45
ნუ გგონიათ, რომ მე დაგდებთ ბრალს მამის წინაშე. თქვენი ბრალმდებელი მოსეა, ვისიც თქვენ გწამთ.
46
რადგან, თქვენ რომ მოსესი გწამდეთ, მეც მიწამებდით, რადგან მან ჩემზე დაწერა.
47
ხოლო თუ მისი დაწერილისა არ გწამთ, როგორღა იწამებთ ჩემს სიტყვებს?“
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21