bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 19
John 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 20 →
1
მაშინ წაიყვანა პილატემ იესო და გაამათრახებინა.
2
ჯარისკაცებმა დაწნეს ეკლის გვირგვინი და თავზე დაადგეს, და ძოწეულით შემოსეს,
3
და მიდიოდნენ მასთან და ეუბნებოდნენ: „გიხაროდეს, იუდეველთა მეფეო! და სახეში სცემდნენ.“
4
კვლავ გამოვიდა პილატე გარეთ და უთხრა მათ: „აჰა, მე გამომყავს იგი თქვენთან, რათა იცოდეთ, რომ ვერავითარ ბრალს ვერ ვპოულობ მასში.“
5
გამოვიდა იესო გარეთ, ეკლის გვირგვინით და ძოწეულით შემოსილი, და უთხრა მათ პილატემ: „აი, ადამიანი!“
6
როდესაც იხილეს იგი მღვდელმთავრებმა და მსახურებმა, იყვირეს: „ჯვარს აცვი! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: „თქვენ თვითონ წაიყვანეთ და აცვით ჯვარს, რადგან მე ვერ ვპოულობ მასში ბრალს.“
7
მიუგეს მას იუდეველებმა: „ჩვენ გვაქვს რჯული და ჩვენი რჯულით უნდა მოკვდეს, რადგან ღმერთის ძედ დასახა თავი.“
8
როდესაც მოისმინა პილატემ ეს სიტყვა, უფრო შეეშინდა.
9
შევიდა კვლავ პრეტორიუმში და უთხრა იესოს: „საიდან ხარ? მაგრამ იესომ არ გასცა პასუხი.“
10
ეუბნება მას პილატე: „მე არ მელაპარაკები? განა არ იცი, რომ ხელმწიფება მაქვს შენი გათავისუფლებისა და ხელმწიფება მაქვს შენი ჯვარცმისა?“
11
მიუგო იესომ: „არ გექნებოდა არავითარი ხელმწიფება ჩემზე, მაღლიდან რომ არ მოგცემოდა. ამიტომ შენს ხელთ ჩემს გადმომცემს უფრო დიდი ცოდვა აქვს.“
12
ამის შემდეგ პილატე შეეცადა მის გათავისუფლებას, მაგრამ იუდეველები აყვირდნენ და თქვეს: „თუ ამას გაათავისუფლებ, არა ხარ კეისრის მეგობარი, რადგან, ვინც მეფედ სახავს თავს, კეისარს ეწინააღმდეგება.“
13
პილატემ რომ ეს სიტყვები მოისმინა, იესო გარეთ გამოიყვანა და დაჯდა სამსჯავროს ტახტზე, იმ ადგილას, რომელსაც ქვაფენილი ეწოდებოდა, ებრაულად კი გაბბათა.
14
პასექის პარასკევი იყო, იქნებოდა მეექვსე საათი, და უთხრა იუდეველებს: „აჰა, თქვენი მეფე!“
15
მათ კი იყვირეს: „შორს, შორს! ჯვარს აცვი!“ ეუბნება მათ პილატე: „თქვენი მეფე ვაცვა ჯვარს?“ მიუგეს მღვდელმთავრებმა: „ჩვენ არ გვყავს მეფე, კეისრის გარდა!“
16
მაშინ გადასცა ის მათ ჯვარზე საცმელად. და წაიყვანეს მათ იესო,
17
და ჯვარაკიდებული წავიდა იგი თხემის ადგილას, რომელსაც ებრაულად გოლგოთა ჰქვია.
18
იქ ჯვარს აცვეს იგი და მასთან ერთად ორი სხვაც, აქეთ და იქით, ხოლო შუაში იესო.
19
და დაწერა პილატემ წარწერა და მიამაგრა ჯვარს. დაწერილი იყო: „იესო ნაზარეველი, მეფე იუდეველთა.“
20
ბევრი იუდეველი კითხულობდა ამ წარწერას, რადგან იესოს ჯვარცმის ადგილი ახლოს იყო ქალაქთან და დაწერილი იყო ებრაულად, რომაულად და ბერძნულად.
21
უთხრეს პილატეს იუდეველმა მღვდელმთავრებმა: „ნუ დაწერ: ‘იუდეველთა მეფე,’ არამედ, მან თქვა: ‘მე ვარ იუდეველთა მეფე.’“
22
მიუგო პილატემ: „რაც დავწერე, დავწერე.“
23
ჯარისკაცებმა, როდესაც ჯვარს აცვეს იესო, აიღეს მისი სამოსი და ოთხ წილად გაიყვეს, თითოეულ ჯარისკაცს თავისი წილი ერგო, და კვართი; კვართი კი შეკერილი არ იყო, არამედ იყო თავიდან ბოლომდე ნაქსოვი.
24
უთხრეს ერთმანეთს: „ნუ დავხევთ, წილი ვყაროთ მასზე, ვნახოთ, ვის შეხვდება.“ რათა აღსრულებულიყო წერილი: „გაიყვეს ჩემი სამოსი, და წილი იყარეს ჩემს კვართზე.“ ჯარისკაცებმაც ასე გააკეთეს.
25
იდგნენ იესოს ჯვართან მისი დედა, დედამისის და მარიამი – კლეოპას ცოლი – და მარიამ მაგდალელი.
26
იესომ დაინახა იქ მდგომი დედა და მოწაფე, რომელიც უყვარდა, და ეუბნება დედას: „ქალო, აჰა, შენი ძე!“
27
მერე მოწაფეს ეუბნება: „აჰა, დედა შენი!“ და მოწაფემ მაშინვე თავისთან წაიყვანა იგი.
28
ამის შემდეგ, როდესაც დაინახა იესომ, რომ უკვე დასრულდა ყველაფერი, რათა აღსრულდეს წერილი, თქვა: „მწყურია!“
29
იდგა იქ ძმრით სავსე ჭურჭელი. ძმრით გაჟღენთილი ღრუბელი უსუპზე წამოაცვეს და პირთან მიუტანეს.
30
როდესაც მიიღო ძმარი იესომ, თქვა: „აღსრულდა!“ მიიდრიკა თავი და განუტევა სული.
31
იუდეველებმა, რაკი პარასკევი იყო, და გვამები შაბათამდე არ უნდა დარჩენილიყო ჯვარზე, რადგან ის შაბათი დიდი დღე იყო, სთხოვეს პილატეს, წვივები დაემტვრიათ მათთვის და ჩამოეხსნათ.
32
მივიდნენ ჯარისკაცები და წვივები გადაუმტვრიეს მასთან ერთად ჯვარცმულებს, ერთსაც და მეორესაც.
33
იესოსთან მისულებმა, როდესაც დაინახეს, რომ უკვე მომკვდარიყო, აღარ დაუმტვრიეს წვივები.
34
მაგრამ ერთმა ჯარისკაცმა შუბით გაუგმირა ფერდი და მყისვე გადმოვიდა სისხლი და წყალი.
35
მხილველმა დაამოწმა ეს და მისი მოწმობა ჭეშმარიტია. მან იცის, რომ ჭეშმარიტებას ამბობს, რათა თქვენ ირწმუნოთ.
36
რადგან ეს მოხდა, რათა აღსრულებულიყო წერილი: „მისი ძვალი არ შეიმუსრება.“
37
ასევე სხვა წერილიც ამბობს: „იხილავენ მას, რომელსაც უგმირეს.“
38
ამის შემდეგ იოსებ არიმათიელმა, რომელიც იუდეველთა შიშის გამო იესოს ფარული მოწაფე იყო, სთხოვა პილატეს, ნება მიეცა გარდამოეხსნა იესოს გვამი. პილატემ დართო ნება. მივიდა იგი და გარდამოხსნა მისი გვამი.
39
და მოვიდა ნიკოდემოსიც, ადრე რომ ღამით ეწვია იესოს, და მოიტანა ას ლიტრამდე მურისა და ალოეს ნაზავი.
40
აიღეს და შეგრაგნეს იესოს სხეული ტილოებში ნელსაცხებლებითურთ, როგორც მოითხოვს იუდეველთა დამარხვის წესი.
41
იმ ადგილას, სადაც ჯვარს ეცვა, ბაღი იყო, ბაღში კი ახალი სამარხი, რომელშიც ჯერ არავინ დაესვენებინათ.
42
იქ დაასვენეს იესო, იუდეველთა პარასკევის გამო, რადგან ახლოს იყო სამარხი.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21