bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 4
John 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 5 →
1
როდესაც შეიტყო იესომ, რომ ფარისევლებს ესმათ, რომ იესო უფრო მეტ მოწაფეებს იძენს და ნათელს სცემს, ვიდრე იოანე,
2
– თუმცა ნათელს სცემდა არა თვით იესო, არამედ მისი მოწაფეები –
3
დატოვა იუდეა და კვლავ გალილეაში წავიდა.
4
ხოლო მას სამარიაზე უნდა გაევლო.
5
და მივიდა სამარიელთა ქალაქში, რომელსაც ეწოდება სიქარი, იმ მიწის მახლობლად, რომელიც იაკობმა მისცა იოსებს, თავის ძეს.
6
იყო იქ იაკობის ჭა. გზით დაღლილი იესო წყაროსთან ჩამოჯდა. იქნებოდა ასე მეექვსე საათი.
7
და მოვიდა ქალი სამარიიდან წყლის ასავსებად. ეუბნება მას იესო: „მასვი მე წყალი!“
8
რადგან მისი მოწაფეები ქალაქში იყვნენ წასული საჭმელის საყიდლად.
9
ეუბნება მას სამარიელი ქალი: „როგორ, შენ, იუდეველი, წყალს მთხოვ მე, სამარიელ ქალს?“ (რადგან იუდეველებს არა აქვთ ურთიერთობა სამარიელებთან.)
10
მიუგო იესომ და უთხრა მას: „შენ რომ იცოდე ღმერთის ნიჭი და ვინ არის ის, ვინც გეუბნება, წყალი შემასვიო, მაშინ თვითონ შენ სთხოვდი მას და ისიც მოგცემდა ცოცხალ წყალს.“
11
ეუბნება მას ქალი: „უფალო, არც ჯამი გაქვს და ეს ჭაც ღრმაა. საიდანა გაქვს ცოცხალი წყალი?
12
ნუთუ შენ მეტი ხარ ჩვენს მამა იაკობზე, რომელმაც ეს ჭა მოგვცა? და თვითონაც აქედან სვამდა, მისი ძენიც და მისი პირუტყვიც?“
13
მიუგო იესომ და უთხრა მას: „ყველას, ვინც ამ წყალს დალევს, კვლავ მოსწყურდება,
14
ხოლო ვინც შესვამს წყლიდან, რომელსაც მე მივცემ მას, საუკუნოდ არ მოსწყურდება. რადგან წყალი, რომელსაც მე მივცემ, გადაიქცევა მასში წყაროდ, რომლიდანაც წყალი საუკუნო სიცოცხლედ იდენს.“
15
ეუბნება მას ქალი: „ბატონო, მომეცი ის წყალი, რომ აღარ მომწყურდეს და აღარც წყლის ამოსაღებად მოვიდე აქ.“
16
ეუბნება მას: „წადი, შენს ქმარს მოუხმე და მოდი აქ.“
17
მიუგო ქალმა და უთხრა: „არა მყავს ქმარი.“ ეუბნება მას იესო: „კარგად თქვი: ქმარი არა მყავს, –
18
რადგან ხუთი ქმარი გყავდა და, ვინც ახლა გყავს, არც ისაა შენი ქმარი. მართალი თქვი.“
19
ეუბნება მას ქალი: „უფალო, ვხედავ, რომ წინასწარმეტყველი ხარ.
20
ჩვენი მამები ამ მთაზე სცემდნენ თაყვანს, თქვენ კი ამბობთ, რომ იერუსალიმშია თაყვენისცემის ადგილი.“
21
ეუბნება მას იესო: „ქალო, მერწმუნე, დგება ჟამი, როდესაც არც ამ მთაზე და არც იერუსალიმში აღარ სცემთ თაყვანს მამას.
22
თქვენ არ იცით, რას სცემთ თაყვანს, ჩვენ კი ვიცით, რას ვცემთ თაყვანს, რადგან ხსნა იუდეველთაგანაა.
23
მაგრამ დგება ჟამი და დადგა კიდეც, როდესაც ჭეშმარიტი თაყვანისმცემელნი თაყვანს სცემენ მამას სულითა და ჭეშმარიტებით, რადგან მამა ასეთ თაყვანისმცემლებს ეძებს.
24
ღმერთი არის სული და მისი თაყვანისმცემელნი თაყვანს უნდა სცემდნენ მას სულითა და ჭეშმარიტებით.“
25
ეუბნება მას ქალი: „ვიცი, რომ მოდის მესია, რომელსაც ჰქვია ქრისტე. როდესაც ის მოვა, ყველაფერს გაგვიცხადებს.“
26
ეუბნება მას იესო: „მე ვარ, ვინც შენ გელაპარაკები.“
27
ამ დროს მოვიდნენ მისი მოწაფეები და გაუკვირდათ, რომ ქალთან საუბრობდა, მაგრამ არც ერთს არ უთქვამს: „რას ეძიებ?“ ან: „რას ელაპარაკები მას?“
28
ქალმა დატოვა თავისი ჭურჭელი, წავიდა ქალაქში და უთხრა ხალხს:
29
„წადით, ნახეთ ადამიანი, რომელმაც ყველაფერი მითხრა, რაც კი ჩამიდენია. ის ხომ არ არის ქრისტე?“
30
ისინი გამოვიდნენ ქალაქიდან და მისკენ წამოვიდნენ.
31
ამასობაში მოწაფეებმა სთხოვეს მას და უთხრეს: „რაბი, ჭამე!“
32
მან უთხრა მათ: „მე მაქვს საკვები, რომელიც თქვენ არ იცით.“
33
მოწაფეებმა ერთმანეთს გადაულაპარაკეს: „ნუთუ ვინმემ მოუტანა მას საჭმელი?“
34
ეუბნება მათ იესო: „ჩემი საკვებია – ვქმნა ჩემი მომავლინებლის ნება და აღვასრულო მისი საქმე.
35
განა თქვენ არ ამბობთ, რომ კიდევ ოთხი თვე და დადგება მკა? და აჰა, მე გეუბნებით თქვენ: თვალი აახილეთ და შეხედეთ ყანებს, როგორ გადათეთრებულან სამკალად.
36
მომკელი უკვე იღებს თავის საზღაურს და აგროვებს ნაყოფს საუკუნო სიცოცხლისათვის, ისე რომ, მთესველი და მომკელი ერთად გაიხარებენ.
37
ამგვარად, ჭეშმარიტია ანდაზა: ‘ერთი თესავს და სხვა იმკის.’
38
მე თქვენ მიგავლენთ იმის მოსამკელად, რაზეც არ გიშრომიათ. სხვებმა იშრომეს, თქვენ კი მათ ნამუშაკევში შეხვედით.“
39
ბევრმა იმ ქალაქში მცხოვრებმა სამარიელმა ირწმუნა იგი იმ ქალის სიტყვით, რომელიც ამოწმებდა: „ყველაფერი მითხრა, რაც ჩამიდენია.“
40
ამიტომ, როდესაც მივიდნენ მასთან სამარიელები და სთხოვეს, მათთან დარჩენილიყო, იგი ორ დღეს დარჩა იქ.
41
და კიდევ მრავალმა ირწმუნა მისი სიტყვით.
42
უთხრეს ქალს: „უკვე შენი ნათქვამის გამო კი არა გვწამს, არამედ თვითონ მოვუსმინეთ და ვიცით, რომ ჭეშმარიტად ის არის ქვეყნიერების მხსნელი.“
43
და ორი დღის შემდეგ გამოვიდა იქიდან და გალილეაში წავიდა.
44
რადგან თავად იესო მოწმობდა, რომ წინასწარმეტყველს თავის სამშობლოში არა აქვს პატივი.
45
როდესაც გალილეაში მივიდა, გალილეველებმა მიიღეს იგი, რაკი ყველაფერი ნახეს, რაც მოიმოქმედა იერუსალიმში დღესასწაულზე, რადგან ისინიც ესწრებოდნენ დღესასწაულს.
46
კვლავ მივიდა იესო გალილეის კანაში, სადაც წყალი ღვინოდ აქცია. და იყო იქ ერთი მეფისკაცი, რომელსაც ძე ჰყავდა ავად კაპერნაუმში.
47
მან გაიგო, რომ იესო იუდეიდან გალილეაში იყო მისული; მივიდა მასთან და შეევედრა, წაჰყოლოდა და განეკურნა მისი ძე, რომელიც სიკვდილის პირას იყო.
48
უთხრა იესომ მას: „თუ ნიშნებსა და სასწაულებს არ იხილავთ, ისე არა გწამთ.“
49
ეუბნება მას მეფისკაცი: „უფალო, წამოდი, სანამ ჩემი ძე არ მომკვდარა.“
50
ეუბნება მას იესო: „წადი, ცოცხალია შენი ძე.“ ირწმუნა კაცმა სიტყვა, რომელიც უთხრა იესომ და წავიდა.
51
შინ რომ ბრუნდებოდა, მისი მსახურები მიეგებნენ მას და უთხრეს: „ცოცხალია შენი ძე.“
52
ჰკითხა მათ: „რომელ საათზე გამომჯობინდა?“ უთხრეს: „გუშინ მეშვიდე საათზე გაუარა სიცხემ.“
53
ამით მიხვდა მამა, რომ ეს ის დრო იყო, როდესაც იესომ უთხრა: „ცოცხალია შენი ძე.“ და ირწმუნეს მან და მთელმა მისმა სახლეულმა.
54
ეს მეორე სასწაული მოახდინა იესომ მას შემდეგ, რაც იუდეიდან გალილეაში დაბრუნდა.
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21