bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 7
John 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 8 →
1
ამის შემდეგ იესო გალილეაში დადიოდა და არ უნდოდა ევლო იუდეაში, რადგან იუდეველნი მოსაკლავად დაეძებდნენ.
2
ახლოვდებოდა იუდეველთა დღესასწაული – კარვობა.
3
უთხრეს მას მისმა ძმებმა: „წადი და მიდი იუდეაში, რათა შენმა მოწაფეებმა იხილონ შენი საქმეები, რომელთაც აკეთებ,
4
რადგან ფარულად არავინ არაფერს აკეთებს, არამედ თავის გამოჩენას ეძებს. რაკი ასეთ საქმეებს იქმ, გამოეცხადე ქვეყნიერებას.“
5
რადგან მის ძმებსაც არ სწამდათ მისი.
6
ეუბნება მათ იესო: „ჩემი ჟამი ჯერ არ დამდგარა, თქვენი დრო კი მუდამ მზად არის.
7
ქვეყნიერებას არ შეუძლია თქვენი მოძულება, მე კი ვძულვარ იმის გამო, რომ მე ვმოწმობ მასზე, რომ მისი საქმეები ბოროტია.
8
თქვენ ადით დღესასწაულზე, მე კი არ ავალ ამ დღესასწაულზე, რადგან ჩემი ჟამი ჯერ არ აღსრულებულა.“
9
ეს უთხრა მათ და დარჩა გალილეაში.
10
და როდესაც მისი ძმები ავიდნენ დღესასწაულზე, მაშინ თვითონაც ავიდა, მხოლოდ არა ცხადად, არამედ ფარულად.
11
იუდეველნი კი ეძებდნენ მას დღესასწაულზე და ამბობდნენ: „სად არის ის?“
12
ხალხში ბევრი მითქმა-მოთქმა იყო მასზე: ერთნი ამბობდნენ, კეთილიაო. მეორენი ამბობდნენ, არა, ხალხს აცდუნებსო.
13
მაგრამ ცხადად არავინ არ ლაპარაკობდა მასზე, რადგან იუდეველებისა ეშინოდათ.
14
უკვე შუა დღესასწაულზე ავიდა იესო ტაძარში და ასწავლიდა.
15
უკვირდათ იუდეველებს და ამბობდნენ: „როგორ იცის წერილები უსწავლელად?“
16
მიუგო მათ იესომ და თქვა: „ჩემი მოძღვრება ჩემი კი არაა, არამედ ჩემი მომავლინებელისა.
17
ვისაც სურს აღასრულოს მისი ნება, გაიგებს ამ მოძღვრების შესახებ – ღმერთისგან არის ის თუ ჩემით ვლაპარაკობ.
18
ვინც თავისით ლაპარაკობს, საკუთარ დიდებას ეძებს; ხოლო ვინც ეძებს იმის დიდებას, ვინც იგი მოავლინა, ჭეშმარიტია და უსამართლობა არ არის მასში.
19
განა მოსემ არ მოგცათ რჯული? მაგრამ არც ერთი თქვენგანი არ ასრულებს რჯულს. რატომ მეძებთ მოსაკლავად?“
20
მიუგო ხალხმა: „ეშმაკია შენში! ვინ გეძებს მოსაკლავად?“
21
მიუგო იესომ და უთხრა მათ: „ერთი საქმე გავაკეთე და ყველას გიკვირთ.
22
მოსემ მოგცათ წინადაცვეთა – თუმცა იგი მოსესგან კი არ არის, არამედ მამებისგან – და შაბათობით წინადასცვეთთ კაცს.
23
თუ კაცი წინადაცვეთას იღებს შაბათს, რათა მოსეს რჯული არ დაირღვეს, მე რაღად მრისხავთ იმის გამო, რომ მთელი ადიმიანი განვკურნე შაბათს?
24
ნუ განსჯით გარეგნობით, არამედ მართალი სამართლით განსაჯეთ.“
25
თქვეს ზოგიერთებმა იერუსალიმელთაგან: „განა ეს ის არაა, რომელსაც მოსაკლავად ეძებენ?
26
აჰა, აშკარად ლაპარაკობს და ვერაფერს ეუბნებიან. ხომ არ დარწმუნდნენ მთავრები, რომ იგი ნამდვილად ქრისტეა?
27
მაგრამ ჩვენ ხომ ვიცით, საიდანაცაა იგი. ხოლო ქრისტე რომ მოვა, არავის ეცოდინება, საიდან არის.“
28
ხმა აიმაღლა იესომ ტაძარში სწავლებისას და თქვა: „მიცნობთ მე და იცით, საიდან ვარ. მაგრამ მე თვითონ კი არ მოვსულვარ, არამედ ჭეშმარიტია ჩემი მომავლინებელი, რომელსაც თქვენ არ იცნობთ.
29
მე ვიცნობ მას, რადგან მისგან ვარ და მან მომავლინა მე.“
30
ცდილობდნენ მის შეპყრობას, მაგრამ ხელი ვერავინ დაადო მას, რადგან მისი ჟამი არ იყო დამდგარი.
31
ხალხიდან ბევრი ერწმუნა მას და თქვეს: „როდესაც ქრისტე მოვა, განა იგი იმაზე მეტ სასწაულებს მოახდენს, რაც ამან მოახდინა?“
32
გაიგეს ფარისევლებმა ხალხის ასეთი მითქმა-მოთქმა და მღვდელმთავრებმა და ფარისევლებმა მსახურები გაგზავნეს მის შესაპყრობად.
33
თქვა იესომ: „მე კიდევ მცირე ხანს ვარ თქვენთან და წავალ ჩემს მომავლინებელთან.
34
ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით; სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ.“
35
უთხრეს ერთმანეთს იუდეველებმა: „სად უნდა წავიდეს, რომ ვერ ვიპოვოთ? ბერძენეთა შორის განთესილებთან ხომ არ წავა და ბერძნებს ხომ არ დაუწყებს სწავლებას?
36
ეს რა სიტყვაა, რომელიც თქვა: ‘ძებნას დამიწყებთ და ვერ მიპოვით და სადაც მე ვიქნები, იქ ვერ მოხვალთ?’“
37
დღესასწაულის უკანასკნელ დიდ დღეს ადგა იესო, შეღაღადა და თქვა: „ვისაც სწყურია, მოვიდეს ჩემთან და შესვას;
38
ვისაც ჩემი სწამს, როგორც წერილი ამბობს, მისი წიაღიდან იდენენ ცოცხალი წყლის მდინარეები.“
39
ეს მან იმ სულზე თქვა, მის მორწმუნეებს რომ უნდა მიეღოთ. ჯერ კიდევ არ იყო მოცემული სული, რაკი იესო ჯერ არ იყო განდიდებული.
40
ხალხიდან ბევრმა თქვა ამ სიტყვების გაგონებაზე: „ეს ჭეშმარიტად წინასწარმეტყველია.“
41
სხვებმა თქვეს: „ეს ქრისტეა.“ სხვები ამბობდნენ: „განა გალილეიდან მოვა ქრისტე?
42
განა წერილი არ ამბობს, რომ ქრისტე არის დავითის ნაშიერი და მოდის ბეთლემიდან, იმ დაბიდან, საიდანაც დავითი იყო?“
43
და ჩამოვარდა ხალხში განხეთქილება მის გამო.
44
ზოგიერთ მათგანს მისი შეპყრობა უნდოდა, მაგრამ ხელი ვერავინ მიჰყო.
45
დაბრუნდნენ მსახურნი მღვდელმთავრებთან და ფარისევლებთან. მათ უთხრეს: „რატომ არ მოიყვანეთ იგი?“
46
მიუგეს მსახურებმა: „არასოდეს კაცს ისე არ ულაპარაკია, როგორც ეს კაცი ლაპარაკობს.“
47
მიუგეს მათ ფარისევლებმა: „ნუთუ თქვენც გაცდუნათ?
48
განა მთავართაგან ან ფარისეველთაგან ვინმემ იწამა იგი?
49
მაგრამ ეს რჯულის უმეცარი ხალხი დაწყევლილია.“
50
ეუბნება მათ ნიკოდემოსი, რომელიც ღამით მივიდა მასთან და ერთი იმათთაგანი იყო:
51
„განა განიკითხავს ჩვენი რჯული ადამიანს, თუ წინასწარ არ მოუსმინა და არ გაიგო, რა ჩაიდინა მან?“
52
მიუგეს და უთხრეს მას: „შენც გალილეიდანა ხარ? გამოიკვლიე და ნახე, რომ გალილეიდან წინასწარმეტყველი არ აღდგება.“
53
და ყველანი თავიანთ სახლებში წავიდნენ.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21