bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 13
John 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 14 →
1
პასექის დღესასწაულის წინ იცოდა იესომ, რომ დადგა ქვეყნიერებიდან მამასთან მისი გადასვლის ჟამი, შეიყვარა რა თავისიანები, რომლებიც ამ ქვეყნად იყვნენ, და ბოლომდე შეიყვარა ისინი.
2
სერობის დროს, როდესაც ეშმაკმა უკვე ჩაუდო გულში იუდას, სიმონ ისკარიოტელის ძეს, მისი გაცემა,
3
იესომ, იცოდა რა, რომ მამამ ყველაფერი მისცა მას ხელთ და რომ ღმერთისაგან გამოვიდა და ღმერთთან მიდის,
4
წამოდგა სერობიდან, გაიხადა ზედა სამოსი, აიღო ტილო და წელზე შემოირტყა.
5
შემდეგ ჩაასხა წყალი საბანელში და დაუწყო მოწაფეებს ფეხთა ბანა და იმ ტილოთი შემშრალება, წელზე რომ ერტყა.
6
როდესაც მივიდა სიმონ-პეტრესთან, მან უთხრა: „უფალო, შენ უნდა დამბანო ფეხები?“
7
მიუგო იესომ და უთხრა მას: „რასაც ვაკეთებ, ახლა ვერ მიხვდები, მერე კი გაიგებ.“
8
ეუბნება მას პეტრე: „უკუნისამდე არ დამბან ფეხებს!“ მიუგო იესომ: „თუ არ დაგბან, ჩემთან არ გექნება წილი.“
9
ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, მარტო ფეხები კი არა, არამედ ხელებიც და თავიც!“
10
ეუბნება მას იესო: „განბანილს აღარ სჭირდება დაბანა, მხოლოდ ფეხებისა, რადგან ის მთლიანად სუფთაა და თქვენც სუფთანი ხართ, ოღონდ ყველა არა.“
11
რადგან იცოდა, ვინც გასცემდა. ამიტომ თქვა: „ყველანი არა ხართ სუფთა.“
12
ფეხები რომ დაბანა მათ და თავისი სამოსი აიღო და კვლავ დაჯდა, უთხრა მათ: „იცით რა გიყავით?
13
თქვენ მე მიწოდებთ მოძღვარს და უფალს, და სწორად ამბობთ, რადგან მე ვარ.
14
ამიტომ, თუკი მე, უფალმა და მოძღვარმა, დაგბანეთ ფეხები, თქვენც ერთმანეთს უნდა დაბანოთ ფეხები.
15
რადგან მაგალითი მოგეცით, რათა, როგორც მე მოგექეცით, თქვენც ისე მოიქცეთ.
16
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: არ არის მონა თავის ბატონზე დიდი და მოვლინებული – მომავლინებელზე დიდი.
17
რაკი ეს იცით, ნეტარნი ხართ, თუ ამას აღასრულებთ.
18
ყველა თქვენგანზე არ ვამბობ. მე ვიცი, ვინც ამოვირჩიე, მაგრამ უნდა აღსრულდეს წერილი: ‘ჩემთან პურის მჭამელმა აღმართა ჩემზე ქუსლი.’
19
ახლა გეუბნებით, სანამ ეს ახდებოდეს, რათა, როდესაც ახდება, ირწმუნოთ, რომ მე ვარ.
20
ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ვინც მიიღებს იმას, ვისაც მე მივავლენ, მე მიმიღებს, ხოლო ვინც მე მიმიღებს, ჩემს მომავლინებელს მიიღებს.“
21
ამის თქმის შემდეგ აღიძრა იესო სულით, დაამოწმა და თქვა: „ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნებით თქვენ: ერთი თქვენგანი გამცემს მე.“
22
გადახედეს მოწაფეებმა ერთმანეთს გაოგნებულებმა, ვისზე თქვაო.
23
იესოს უბეს მიყრდნობოდა ერთი მოწაფეთაგანი, რომელიც უყვარდა იესოს.
24
სიმონ-პეტრემ ანიშნა მას, რათა ეკითხა, ვინ არის, ვისზეც თქვა.
25
ხოლო იგი მიეყრდნო იესოს მკერდზე და ეუბნება: „უფალო, ვინ არის?“
26
მიუგო იესომ: „ეს ისაა, ვისაც ამოვუწებ ლუკმას და მივცემ.“ ამოაწო ლუკმა, აიღო და მისცა იუდას, სიმონის ძეს, ისკარიოტელს.
27
ამ ლუკმის შემდეგ სატანა შევიდა მასში. ეუბნება მას იესო: „რასაც აკეთებ, მალე გააკეთე.“
28
მაგრამ მეინახეთაგან ვერავინ მიხვდა, რად უთხრა ეს.
29
რაკი ყულაბა ჰქონდა იუდას, ზოგიერთმა იფიქრა, რომ იესო ეუბნება: „სადღესასწაულოდ გვიყიდე, რაც გვჭირდება;“ ან: „ღარიბებს დაურიგე.“
30
ის კი ლუკმის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ გავიდა. და იყო ღამე.
31
ხოლო როდესაც გავიდა, იესომ თქვა: „ახლა განდიდდა კაცის ძე და ღმერთი განდიდდა მასში.
32
რაკი ღმერთი განდიდდა მასში, ღმერთიც განადიდებს მას თავისთან და მალე განადიდებს მას.
33
შვილებო, კიდევ მცირე ხანსღა ვარ თქვენთან. ძებნას დამიწყებთ და როგორც იუდეველებს ვუთხარი: ‘სადაც მივდივარ, თქვენ ვერ შეძლებთ იქ მოსვლას,’ – თქვენც იმასვე გეუბნებით ახლა.
34
ახალ მცნებას გაძლევთ თქვენ: გიყვარდეთ ერთმანეთი. როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, თქვენც ისე გიყვარდეთ ერთმანეთი.
35
იმით გაიგებს ყველა, რომ ჩემი მოწაფენი ხართ, თუ ერთმანეთის სიყვარული გექნებათ.“
36
ეუბნება მას სიმონ-პეტრე: „უფალო, სად მიდიხარ?“ მიუგო მას იესომ: „ახლა ვერ გამომყვები მე, სადაც მივდივარ, მერე კი გამომყვები.“
37
ეუბნება მას პეტრე: „უფალო, ახლავე რატომ ვერ გამოგყვები? სულს დავდებ შენთვის.“
38
მიუგო იესომ: „სულს დადებ ჩემთვის? ჭეშმარიტად, ჭეშმარიტად გეუბნები შენ: ჯერ მამალს ნაყივლი არ ექნება, რომ სამჯერ უარმყოფ მე.“
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21