bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 17
John 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 18 →
1
ეს თქვა იესომ, ცას მიაპყრო თვალი და თქვა: „მამაო, დადგა ჟამი, განადიდო შენი ძე, რათა ძემ განგადიდოს შენ.
2
რადგან შენ მიეცი მას ხელმწიფება ყველა ხორციელზე, რათა ყველას, ვინც მას მიეცი, საუკუნო სიცოცხლე მისცეს.
3
ესაა საუკუნო სიცოცხლე, რომ შეგიცნონ შენ, ერთი ჭეშმარიტი ღმერთი, და ის, ვინც შენ მოავლინე – იესო ქრისტე.
4
შენ მე განგადიდე დედამიწაზე იმ საქმის აღსრულებით, რომელიც მომეცი, რომ გამეკეთებინა.
5
ახლა კი შენ განმადიდე მე, მამაო, იმავე დიდებით, რაც მქონდა შენთან სამყაროს გაჩენამდე.
6
შენი სახელი გამოვუცხადე ადამიანებს, რომლებიც შენ მომეცი ქვეყნიერებისგან. შენები იყვნენ ისინი და მე მომეცი, და შენი სიტყვა დაიცვეს მათ.
7
ახლა შეიცნეს, რომ ყველაფერი, რაც მომეცი, შენგანაა.
8
რადგან სიტყვები, რომლებიც შენ მომეცი, გადავეცი მათ. და მიიღეს მათ და ცნეს ჭეშმარიტად, რომ მე შენგან გამოვედი, და ირწმუნეს, რომ შენ მომავლინე.
9
მათთვის გევედრები; ქვეყნიერებისთვის კი არ გევედრები, არამედ მათთვის, რომლებიც მომეცი მე, რადგან შენები არიან ისინი.
10
ყველაფერი ჩემი – შენია, შენი კი – ჩემი, და მე მათში განვდიდდი.
11
მე აღარა ვარ ქვეყნიერებაზე, მაგრამ ესენი არიან ქვეყნიერებაზე. მე კი შენთან მოვდივარ. წმიდაო მამაო, დაიცავი შენი სახელით ისინი, რომლებიც მე მომეცი, რათა ჩვენსავით ერთნი იყვნენ.
12
როდესაც მათთან ვიყავი, ვიცავდი მათ შენი სახელით. ისინი, რომლებიც შენ მომეცი, დავიფარე, და არავინ დაღუპულა მათგან, დაღუპვის ძის გარდა, რათა აღსრულდეს წერილი.
13
ახლა კი შენთან მოვდივარ და ამას ამ ქვეყნად ვამბობ, რათა ჰქონდეთ ჩემი სიხარული სრულად.
14
მე მათ მივეცი შენი სიტყვა, და ქვეყნიერებამ მოიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერებისანი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერებისა.
15
არ გევედრები, რომ ქვეყნიერებიდან წაიყვანო ისინი, არამედ დაიცვა ბოროტისაგან.
16
ქვეყნიერებისანი არ არიან, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერებისა.
17
განწმიდე ისინი ჭეშმარიტებით. შენი სიტყვა არის ჭეშმარიტება.
18
როგორც შენ მომავლინე მე ქვეყანაზე, მეც ასევე მივავლენ მათ ქვეყანაზე.
19
ჩემს თავს განვიწმედ მათთვის, რათა ისინიც წმიდები იყვნენ ჭეშმარიტებაში.
20
მე მხოლოდ ამათთვის არ გთხოვ, არამედ იმათთვისაც, ვინც ჩემი მორწმუნე გახდება მათი სიტყვით.
21
რათა ყველა ერთი იყოს, როგორც შენ ჩემში, მამაო, და მე შენში, რათა ისინიც ერთიანნი იყვნენ ჩვენში, რათა ირწმუნოს ქვეყნიერებამ, რომ შენ მე მომავლინე.
22
და დიდება, რომელიც შენ მე მომეცი, მათ მივეცი, რათა ერთნი იყვნენ, როგორც ჩვენ ვართ ერთნი.
23
მე მათში და შენ ჩემში, რათა მათი ერთიანობა სრულყოფილი იყოს, და რათა იცოდეს ქვეყნიერებამ, რომ შენ მომავლინე და ისე შეიყვარე ისინი, როგორც მე შემიყვარე.
24
მამაო, მსურს, რომ იქ, სადაც მე ვარ, ისინიც ჩემთან იყვნენ, რომელნიც შენ მე მომეცი, რათა ნახონ ჩემი დიდება, რომელიც მე მომეცი, რადგან შემიყვარე სამყაროს შექმნამდე.
25
მამაო მართალო, ქვეყნიერებამ არ გიცნო, მე კი შეგიცან და ამათაც შეიცნეს, რომ შენ მომავლინე მე.
26
მე ვაუწყე მათ შენი სახელი, და კვლავაც ვაუწყებ, რათა სიყვარული, რომლითაც შემიყვარე, იყოს მათში და მე მათში ვიყო.“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21