bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
John 15
John 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 16 →
1
„მე ვარ ვაზი ჭეშმარიტი, ჩემი მამა კი მევენახეა.
2
ყოველ უნაყოფო ლერწს ჩემზე მოაშორებს და ყოველ ნაყოფიერს გაწმენდს, რათა მეტი ნაყოფი გამოიღოს.
3
თქვენ უკვე განწმედილნი ხართ სიტყვით, რომელიც გითხარით.
4
დარჩით ჩემში და მე თქვენში. როგორც ლერწი ვერ მოისხამს ნაყოფს თვითონ, თუ ვაზზე არ დარჩება, ისევე თქვენც, თუ ჩემში არ დარჩებით.
5
მე ვარ ვაზი, თქვენ კი ლერწები. ვინც ჩემში რჩება და მე მასში, იგი ბევრ ნაყოფს გამოიღებს, რადგან უჩემოდ არაფრის კეთება არ შეგიძლიათ.
6
ვინც ჩემში არ დარჩება, გარეთ გადაიგდება, როგორც ლერწი, და დაჭკნება. ისინი მოგროვდება, ცეცხლში ჩაიყრება და დაიწვება.
7
თუ ჩემში დარჩებით და ჩემი სიტყვები თქვენში დარჩება, ითხოვეთ, რაც გსურთ, და გექნებათ.
8
ამით განდიდდება ჩემი მამა, თუ ბევრ ნაყოფს გამოიღებთ და ჩემი მოწაფენი იქნებით.
9
როგორც მამამ შემიყვარა მე, მეც ასევე შეგიყვარეთ თქვენ. დარჩით ჩემს სიყვარულში.
10
თუ ჩემს მცნებებს დაიცავთ, ჩემს სიყვარულში დარჩებით, როგორც მე დავიცავი ჩემი მამის მცნებები და ვრჩები მის სიყვარულში.
11
ეს ყველაფერი იმიტომ გითხარით, რომ ჩემი სიხარული იყოს თქვენში და თქვენი სიხარული სრული იყოს.
12
ეს არის ჩემი მცნება: გიყვარდეთ ერთმანეთი, როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ.
13
არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვიდრე მას, ვინც თავს სწირავს თავისი მეგობრებისათვის.
14
თქვენ ჩემი მეგობრები ხართ, თუ აკეთებთ იმას, რასაც გაძლევთ მცნებად.
15
აღარ გიწოდებთ მონებს, რადგან მონამ არ იცის, რას აკეთებს მისი ბატონი. არამედ მეგობრებს გიწოდებთ, რადგან ყველაფერი, რაც ჩემი მამისგან მოვისმინე, გამცნეთ თქვენ.
16
თქვენ არ აგირჩევივართ მე, არამედ მე აგირჩიეთ თქვენ და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ და თქვენი ნაყოფი დარჩეს. მაშინ რასაც სთხოვთ მამას ჩემი სახელით, მოგცემთ თქვენ.
17
ამას გიდებთ მცნებად, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი.
18
თუ თქვენ ქვეყნიერებას სძულხართ, იცოდეთ, რომ თქვენზე ადრე მე მომიძულა.
19
თქვენ რომ ქვეყნიერებისანი იყოთ, ქვეყნიერებას ეყვარებოდა თავისიანები. და რაკი არა ხართ ქვეყნიერებისანი, არამედ მე გამოგირჩიეთ ქვეყნიერებიდან, ამიტომ სძულხართ ქვეყნიერებას.
20
გაიხსენეთ სიტყვა, რომელიც გითხარით: ‘მონა არ არის თავის ბატონზე დიდი.’ მე თუ მდევნიდნენ, თქვენც გდევნიან; თუ ჩემი სიტყვა დაიცვეს, თქვენსასაც დაიცავენ.
21
მაგრამ ყოველივე ამას ჩემი სახელის გამო გაგიკეთებენ, რადგან არ იცნობენ ჩემს მომავლინებელს.
22
მე რომ არ მოვსულიყავი და არ მეთქვა მათთვის, არ ექნებოდათ ცოდვა. ახლა კი არა აქვთ გამართლება თავიანთი ცოდვებისათვის.
23
ვისაც მე ვძულვარ, მას ჩემი მამაც სძულს.
24
მე რომ არ მეკეთებინა მათ შორის საქმეები, რომლებიც სხვას არავის გაუკეთებია, ცოდვა არ ექნებოდათ. ახლა კი იხილეს და შეგვიძულეს მეც და ჩემი მამაც.
25
მაგრამ აღსრულდება მათ რჯულში დაწერილი სიტყვა: ‘უმიზეზოდ მომიძულეს მე.’
26
როდესაც მოვა ნუგეშისმცემელი, რომელსაც მე მოგივლენთ მამისაგან – ჭეშმარიტების სული – რომელიც მამისგან გამოდის, ის დაამოწმებს ჩემზე.
27
და თქვენც ხართ ჩემი მოწმენი, რადგან თავიდანვე ჩემთან ხართ.“
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21