bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 1
Revelation 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 2 →
1
გამოცხადება იესო ქრისტესი, რომელიც მისცა მას ღმერთმა, რათა აჩვენოს თავის მსახურთ, რაც უნდა მოხდეს მალე, და აუწყა და გაუგზავნა თავისი ანგელოზის მიერ თავის მსახურს, იოანეს,
2
რომელმაც დაამოწმა ღმერთის სიტყვა და იესო ქრისტეს მოწმობა და რაც იხილა.
3
ნეტარია წამკითხველი და მსმენელი ამ წინასწარმეტყველების სიტყვისა და მასში დაწერილის დამცველი, რადგან ახლოა ჟამი.
4
იოანე ასიაში მყოფ შვიდ ეკლესიას: მადლი თქვენ და მშვიდობა მისგან, რომელიც არის, იყო და მოდის, და შვიდი სულისაგან, რომლებიც მისი ტახტის წინაშე არიან,
5
და იესო ქრისტესაგან, რომელიც არის სარწმუნო მოწმე, პირმშო მკვდართაგან და დედამიწის მეფეთა მთავარი, რომელმაც შეგვიყვარა და საკუთარი სისხლით გვიხსნა ჩვენი ცოდვებისაგან
6
და გაგვხადა ჩვენ მეფეებად და მღვდლებად ღმერთისა და თავისი მამისა. დიდება მას და ძალმოსილება უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
7
აჰა, მოდის ის ღრუბლებზე და იხილავს მას ყოველი თვალი, და ისინიც, რომელთაც განგმირეს; და დაიწყებს გოდებას მის წინაშე დედამიწის ყველა ტომი. დიახ, ამინ.
8
მე ვარ ალფა და ომეგა, – ამბობს უფალი ღმერთი, – ის, ვინც არის, ვინც იყო და ვინც მოდის, ყოვლისმპყრობელი.
9
მე, იოანე, თქვენი ძმა და თანამოზიარე გასაჭირში, მეუფებასა და იესო ქრისტეს მოთმინებაში, ვიყავი კუნძულზე, რომელსაც ეწოდება პატმოსი, ღმერთის სიტყვისათვის და იესო ქრისტეს მოწმობისათვის.
10
და ვიყავი სულში უფლის დღეს და ჩემს უკან მომესმა დიდი ხმა, საყვირის მსგავსი,
11
რომელიც ამბობდა: „რასაც ხედავ, დაწერე წიგნში და გაუგზავნე შვიდ ეკლესიას – ეფესოში, სმირნაში, პერგამოსში, თიატირაში, სარდეში, ფილადელფიაში და ლაოდიკეაში.“
12
და მივბრუნდი, რომ დამენახა ხმა, რომელიც მელაპარაკებოდა, და მიბრუნებისას ვიხილე შვიდი ოქროს სასანთლე.
13
და შვიდი სასანთლეს შუაში ვიხილე მსგავსი კაცის ძისა, რომელსაც ემოსა გრძელი სამოსი და გულმკერდზე ოქროს სარტყელი ერტყა.
14
მისი თავი და თმა თეთრი იყო, როგორც სპეტაკი მატყლი, როგორც თოვლი. და თვალები მისი, როგორც ცეცხლის ალი.
15
და მისი ფეხები, როგორც ქურაში გამოწრთობილი ბრინჯაო. და მისი ხმა, როგორც მრავალ წყალთა ხმა.
16
და ეპყრა მარჯვენა ხელში შვიდი ვარსკვლავი, და მისი პირიდან ორლესული მახვილი გამოდიოდა; სახე მისი იყო როგორც მზე, მთელი ძალით რომ ანათებს.
17
და როცა ვიხილე იგი, მკვდარივით დავეცი მის ფეხთით. ხოლო მან დამადო თავისი მარჯვენა და მითხრა: „ნუ გეშინია, მე ვარ პირველი და უკანასაკნელი
18
და ცოცხალი. მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალი ვარ უკუნითი უკუნისამდე. და მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი.
19
მაშ დაწერე, რაც იხილე, რაც არის და რაც იქნება ამის შემდეგ.
20
შვიდი ვარსკვლავის საიდუმლო, რომელიც შენ იხილე ჩემს მარჯვენაში, და შვიდი ოქროს შანდალი არის ეს: შვიდი ვარსკვლავი შვიდი ეკლესიის ანგელოზებია, და შვიდი სასანთლე შვიდი ეკლესიაა.
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22