bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 19
Revelation 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 20 →
1
ამის შემდეგ გავიგონე ზეცაში დიდი ხმა, როგორც ხმა ბევრი ხალხისა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! ხსნა, დიდება და ძალა ჩვენს ღმერთს!
2
რადგან ჭეშმარიტი და სამართლიანია მისი განსჯანი, რადგან მან განსაჯა დიდი მეძავი, რომელმაც გახრწნა დედამიწა თავისი მეძაობით, და მან იძია თავის მონების სისხლი მისი ხელიდან.“
3
და განმეორებით თქვეს: „ალილუია! და მისი კვამლი ადის უკუნითი უკუნისამდე.“
4
და დაემხნენ 24 უხუცესი და ოთხი ცხოველი და თაყვანი სცეს ტახტზე მჯდომარე ღმერთს და ამბობდნენ: „ამინ! ალილუია!“
5
და გამოვიდა ტახტიდან ხმა, რომელიც ამბობდა: „აქებდეთ ჩვენს ღმერთს, ყველა მისი მონები, მისი მოშიშები, პატარები და დიდები.“
6
და გავიგონე ხმა, როგორც დიდძალი ხალხის ხმა და როგორც ადიდებულ წყალთა ხმა, როგორც ძლიერ ქუხილთა ხმა, რომელიც ამბობდა: „ალილუია! რადგან გამეფდა ჩვენი უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი.
7
გავიხაროთ და ვიმხიარულოთ და დიდება მივაგოთ, რადგან მოვიდა კრავის ქორწილი და მისმა სასძლომ გაიმზადა თავი.
8
და მიეცა მას, რომ შეიმოსოს ნათელი და წმიდა ბისონი, რადგან წმიდა ბისონი წმიდების სიმართლეა.“
9
და მითხრა მე: „დაწერე: ნეტარ არიან კრავის საქორწინო ნადიმზე მიწვეულნი.“ და მითხრა მე: „ეს არის ღმერთის ჭეშმარიტი სიტყვები.“
10
და დავემხე მის ფეხებთან, რომ თაყვანი მეცა მისთვის. და მეუბნება: „ამას ნუ იზამ. მე თანამსახური ვარ შენი და შენი ძმებისა, რომელთაც აქვთ იესოს მოწმობა. თაყვანი ეცი ღმერთს, რადგან იესოს მოწმობა წინასწარმეტყველების სულია.“
11
და ვიხილე გახსნილი ცა, და აჰა, თეთრი ცხენი და მისი მხედარი, რომელსაც ეწოდება სარწმუნო და ჭეშმარიტი, რომელიც სიმართლით განსჯის და იბრძვის.
12
და მისი თვალები როგორც ცეცხლის ალი, თავზე მრავალი დიადემა ადგას და ზედ წარწერილი აქვს სახელი, რომელიც მის გარდა არავინ იცის.
13
მოსავს სისხლით შეღებილი სამოსი და სახელად წოდებული აქვს: „ღმერთის სიტყვა.“
14
და ციური ლაშქარი მისდევს მას თეთრი ცხენებით, თეთრი და წმიდა ბისონით შემოსილი.
15
მისი პირიდან გამოდის ბასრი მახვილი, რომელიც შემუსრავს ერებს. და ის დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით. ის წურავს ყოვლისმპყრობელი ღმერთის მძვინვარე რისხვის ღვინის საწნახელს.
16
და მის სამოსზე და მის თეძოზე დაწერილია სახელი: „მეფეთა მეფე და უფალთა უფალი.“
17
და ვიხილე მზეზე მდგარი ერთი ანგელოზი. და დაიყვირა დიდი ხმით და უთხრა ყოველ ფრინველს, რომელიც კი დაფრინავდა ზეცაში: „მოდით, შემოკრბით ღმერთის დიდ სერობაზე,
18
რომ ჭამოთ მეფეთა ხორცი, ათასისთავთა ხორცი, ძლიერთა ხორცი, ცხენთა და მხედართა ხორცი, ყველა თავისუფლისა და მონის, დიდისა და პატარის ხორცი.“
19
ვიხილე მხეცი და დედამიწის მეფენი და მათი ლაშქარი შეკრებილი, რათა შებმოდნენ მხედარსა და მის ლაშქარს.
20
და შეპყრობილ იქნა მხეცი და მასთან ერთად ცრუწინასწარმეტყველი, რომელიც სასწაულებს ახდენდა მის წინაშე, რომლითაც აცდუნა მხეცის ნიშნის მიმღებნი და მისი ხატის მოთაყვანენი; და ორივე ცოცხლად იქნა ჩაგდებული ცეცხლის ტბაში, რომელიც გოგირდით იწვოდა.
21
დანარჩენები დაიხოცნენ მახვილით, რომელიც ცხენზე ამხედრებულის პირიდან გამოდიოდა, და ყველა ფრინველი გაძღა მათი ხორცით.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22