bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 16
Revelation 16
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 17 →
1
და გავიგონე ტაძრიდან დიდი ხმა, რომელიც ეუბნებოდა შვიდ ანგელოზს: „წადით და გადაღვარეთ დედამიწაზე ღმერთის რისხვის შვიდი ფიალა.“
2
წავიდა პირველი და გადმოღვარა დედამიწაზე თავისი ფიალა. და გაუჩნდათ სასტიკი და საზარელი ჭრილობები ადამიანებს, რომელთაც მხეცის ნიშანი ჰქონდათ და მის ხატს ეთაყვანებოდნენ.
3
და მეორემ გადმოღვარა თავისი ფიალა ზღვაზე და იქცა სისხლად, როგორც მკვდრისა, და დაიხოცა ყოველი სულდგმული ზღვაში.
4
და მესამემ გადმოღვარა თავისი ფიალა მდინარეებსა და წყალთა წყაროებზე, და იქცნენ სისხლად.
5
და გავიგონე, წყლების ანგელოზი რომ ამბობდა: „მართალი ხარ შენ, რომელიც ხარ და იყავი, წმიდაო, რომ ასე განსაჯე.
6
რადგან მათ დაღვარეს წმიდათა და წინასწარმეტყველთა სისხლი და შენ მიეცი მათ სისხლი სასმელად, ღირსნი არიან!“
7
და გავიგონე სამსხვერპლო რომ ამბობდა: „დიახ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, ჭეშმარიტი და სამართლიანია შენი სასჯელნი.“
8
და მეოთხემ გადმოღვარა თავისი ფიალა მზეზე და მიეცა მას ხელმწიფება, რომ ცეცხლში დაეწვა ადამიანები.
9
იწვოდნენ ადამიანები დიდი მცხუნვარებით და გმობდნენ ღმერთის სახელს, რომელსაც ხელმწიფება აქვს ამ წყლულებზე, და არ მოინანიეს და არ მიაგეს.
10
და გადმოღვარა მეხუთემ თავისი ფიალა მხეცის ტახტზე და დაბნელდა მისი სამეფო და ტკივილისაგან ენებს იჭამდნენ.
11
გმობდნენ ზეციერ ღმერთს თავიანთი ტკივილებისა და ჭრილობების გამო და არ მოინანიეს თავიანთი საქმეები.
12
და გადმოღვარა მეექვსემ თავისი ფიალა დიდ მდინარე ევფრატზე და დაშრა მისი წყალი, რათა გამზადებული ყოფილიყო გზა იმ მეფეთათვის, რომლებიც მზის აღმოსავალიდან მოდიან.
13
და ვიხილე ურჩხულის, მხეცის, და ცრუწინასწარმეტყველის პირიდან გამოსული სამი უწმიდური სული, როგორც ბაყაყები.
14
ესენი დემონური სულები არიან, რომლებიც ახდენენ სასწაულებს, გამოდიან მთელი მსოფლიოს მეფეებთან, რათა შეკრიბონ ისინი საომრად ყოვლისმპყრობელი ღმერთის დიდი დღისათვის.
15
აჰა, მოვდივარ, როგორც მპარავი. ნეტარია, ვინც ფხიზლობს და იცავს თავის სამოსს, რათა შიშველმა არ იაროს და არ დაინახონ მისი სირცხვილი.
16
და შეკრიბა ისინი ადგილზე, რომელსაც ებრაულად არმაგედონი ეწოდება.
17
და მეშვიდემ გადმოღვარა თავისი ფიალა ჰაერში და ტაძრიდან გამოვიდა დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აღსრულდა!“
18
და იქმნა ელვანი და ქუხილნი და ხმანი, და მოხდა დიდი მიწისძვრა, როგორიც არ მომხდარა, რაც ადამიანი გაჩნდა დედამიწაზე. ისეთი დიდი იყო ის მიწისძვრა.
19
და გაიყო დიდი ქალაქი სამად და წარმართთა ქალაქები დაემხო და გახსენებულ იქნა დიდი ბაბილონი ღმერთის წინაშე, რომ მისცემოდა მას მისი მძვინვარე ვნების ღვინის თასი.
20
და ყველა კუნძული გაიქცა და მთები აღარ იპოვებოდა.
21
და დიდი სეტყვა, ტალანტის წონის, წამოვიდა ციდან ადამიანებზე, და დაგმეს ადამიანებმა ღმერთი სეტყვის წყლულების გამო, რადგან ძალიან დიდი იყო მისგან წყლულები.
← Chapter 15
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 17 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22