bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 4
Revelation 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 5 →
1
ამის შემდეგ ვიხილე, და, აჰა, ღია კარი ცაში და პირველი ხმა, რომელიც გავიგონე, მსგავსი საყვირისა, დამელაპარაკა და მითხრა: ამოდი აქ და გაჩვენებ, რაც უნდა მოხდეს ამის შემდგომ.
2
და მყისვე აღმოვჩნდი სულში, და, აჰა, ტახტი იდგა ცაში და ტახტზე იჯდა ვინმე.
3
და მჯდომარე შესახედაობით ჰგავდა იასპის ქვას და სარდიონს. ხოლო ცისარტყელა ტახტის ირგვლივ შესახედაობით ზურმუხტსა ჰგავდა.
4
ტახტის ირგვლივ 24 ტახტი იყო, ხოლო ტახტებზე იჯდა 24 უხუცესი, რომელთაც ემოსათ თეთრი სამოსი და თავზე ოქროს გვირგვინები ედგათ.
5
და ტახტიდან გამოდიან ელვანი, ხმანი და ქუხილნი. ტახტის წინ ცეცხლის შვიდი ლამპარი იწვის, რომლებიც ღმერთის შვიდი სულია.
6
და ტახტის წინ არის მსგავსი შუშის ზღვისა, მსგავსი ბროლისა. ტახტის შუა და ტახტის ირგვლივ არის ოთხი ცხოველი, სავსე თვალებით წინიდან და უკანიდან.
7
პირველი ცხოველი ლომის მსგავსი იყო, მეორე ცხოველი კუროს მსგავსი იყო, მესამე ცხოველს კაცივით სახე ჰქონდა, მეოთხე ცხოველი გაფრენილი ორბის მსგავსი იყო.
8
და ოთხ ცხოველს, თითოეულს ექვსი ფრთა ჰქონდა ირგვლივ, შიგნით კი თვალებით იყო სავსე. არც დღისით, არც ღამით არ ჰქონდათ მოსვენება და ამბობდნენ: „წმიდაა, წმიდაა, წმიდაა უფალი ღმერთი, ყოვლისმპყრობელი, რომელიც იყო, რომელიც არის და რომელიც მოვა.“
9
და როცა ცხოველები დიდებას, პატივს და მადლობას უძღვნიდნენ ტახტზე მჯდომს, უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს,
10
24 უხუცესი დაემხო ტახტზე მჯდომის წინ და თაყვანი სცა უკუნითი უკუნისამდე ცოცხალს, და დაყარეს თავიანთი გვირგვინები ტახტის წინ და თქვეს:
11
„ღირსი ხარ შენ, უფალო და ღმერთო ჩვენო, რომ მიიღო დიდება, პატივი და ძალა, რადგან შენ შექმენი ყოველივე და შენი ნებით იყვნენ და შეიქმნენ.“
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22