bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 18
Revelation 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 19 →
1
ამის შემდეგ ვიხილე სხვა ანგელოზი, ციდან გარდამომავალი, რომელსაც დიდი ხელმწიფება ჰქონდა. და განათდა დედამიწა მისი დიდებით.
2
და დაიძახა ძლიერი ხმით და თქვა: „დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, და გახდა ეშმაკთა სამკვიდრო და ყოველი უწმიდური სულის თავშესაფარი, და ყოველი უწმიდური და საძაგელი ფრინველის თავშესაფარი,
3
რადგან მისი მეძაობის ვნების ღვინისაგან შესვა დედამიწის ყველა ერმა. დედამიწის მეფეები მეძაობდნენ მასთან და ვაჭრები მათი ფუფუნების წყალობით გამდიდრდნენ.“
4
და გავიგონე სხვა ხმა ციდან, რომელიც ამბობდა: „გაერიდე მას, ჩემო ხალხო, რათა არ ეზიარო მის ცოდვებს და წილს ნუ დაიდებ მის წყლულებში,
5
რადგან მისმა ცოდვებმა ცას უწია და გაიხსენა ღმერთმა მისი უსამართლობანი.
6
მიუზღეთ მას, როგორც მან მოგიზღოთ, და ორმაგად მიაგეთ მის საქმეთამებრ. თასში, რომელშიც აზავებდა ღვინოს, ორმაგად შეუზავეთ.
7
რა ზომითაც განდიდდებოდა და ფუფუნებდა, იმ ზომით მიაგეთ ტანჯვა და წუხილი, რადგან ამბობდა თავის გულში: ‘დედოფლად ვზივარ, ქვრივი არა ვარ და წუხილს არ ვიხილავ.’
8
ამიტომ ერთ დღეს მოვა მისი წყლულები და სიკვდილი, წუხილი და შიმშილი, და ცეცხლში დაიწვება, რადგან ძლიერია უფალი ღმერთი, მისი მსაჯული.
9
იტირებენ და იგოდებენ მასზე დედამიწის მეფეები, რომლებიც მეძაობდნენ და ფუფუნებდნენ მასთან, როცა დაინახავენ მისი ხანძრის კვამლს.
10
მისი ტანჯვის შიშით შორს გამდგარნი იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო ბაბილონო, ძლიერო ქალაქო! რადგან ერთ საათში მოვიდა შენი სასჯელი.’
11
დედამიწის ვაჭრები იტირებენ და იგლოვებენ მასზე, რადგან აღარავინ იყიდის მათ საქონელს,
12
ოქროსა და ვერცხლის საქონელს, პატიოსან თვლებსა და მარგალიტებს, ბისონსა და პორფირს, აბრეშუმსა და ძოწეულს, ყოველგვარ სურნელოვან ხეს და სპილოს ძვლის ყოველგვარ ჭურჭელს, არც ძვირფასი ხის, ბრინჯაოს, რკინისა და მარმარილოს ნაირგვარ ჭურჭელს,
13
დარიჩინსა და სურნელს, საკმეველსა და ნელსაცხებელს, გუნდრუკს, ღვინოსა და ზეთს, ფქვილსა და ხორბალს, საქონელსა და ცხვარს, ცხენებსა და ეტლებს, ადამიანთა სხეულებსა და სულებს.
14
შენი სულის სასურველი ნაყოფები წაგივიდა, ყველაფერი დიდებული და ბრწყინვალე დაგეკარგა და მათ ვეღარავინ იპოვის.
15
ყოველივე ამით მოვაჭრენი, რომლებიც მისგან გამდიდრდნენ, შორს დადგებიან მისი ტანჯვის შიშით, იტირებენ და იგლოვებენ.
16
და იტყვიან: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, ბისონით, პორფირით და ძოწეულით შემოსილო, ოქროთი, პატიოსანი თვლებითა და მარგალიტით შემკულო,
17
რადგან ერთ საათში გატიალდა ესოდენი სიმდიდრე.’ და ყველა მესაჭე და ყველანი, ვინც ცურავს, და ზღვაოსნები, ვინც ზღვაზე შრომობენ, შორს გადგნენ
18
და როს დაინახეს მისი ხანძრის კვამლი, შეჰყვირეს და თქვეს: ‘რომელი ქალაქი ჰგავს ამ დიდ ქალაქს?’
19
დაიყარეს მტვერი თავზე და გაჰკიოდნენ ტირილით და მოთქმით: ‘ვაი, ვაი, დიდო ქალაქო, რომლის დოვლათით გამდიდრდა ყველა, ვისაც ხომალდი ჰქონდა ზღვაზე! რადგან ერთ საათში გატიალდა.
20
გაიხარეთ მასზე, ცაო და წმიდანო, მოციქულნო და წინასწარმეტყველნო, რადგან მოჰკითხა მათ ღმერთმა თქვენი სამართალი.’“
21
და ასწია ერთმა ძლიერმა ანგელოზმა დიდი დოლაბის მსგავსი ქვა და გადააგდო ზღვაში და თქვა: „ასეთი დაცემით დაემხობა დიდი ქალაქი ბაბილონი და ვეღარ იპოვიან.
22
მექნარეთა და მომღერალთა, მესტვირეთა და მესაყვირეთა ხმა აღარ გაისმის შენ შორის. ვერანაირი ხელობის ხელოსანს ვეღარ იპოვიან შენს შორის, და წისქვილის ხმა აღარ გაისმის შენს შორის.
23
სანთლის ნათელი აღარ გაგინათებს. სიძისა და სასძლოს ხმა აღარ გაისმის შენს შორის, რადგან შენი ვაჭრები დედამიწის დიდებულები იყვნენ და შენმა გრძნეულებამ შეაცდინა ყველა ერი.
24
მასშია ნაპოვნი წინასწარმეტყველთა, წმიდათა და დედამიწის ზურგზე ყველა მოკლულის სისხლი.“
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22