bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 20
Revelation 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 21 →
1
და ვიხილე ზეციდან გადმომავალი ანგელოზი, რომელსაც ხელთ ჰქონდა უფსკრულის კლიტე და დიდი ჯაჭვი.
2
და შეიპყრო ურჩხული, ძველი გველი, რომელიც არის ეშმაკი და სატანა, და შებორკა ათასი წლით.
3
და ჩააგდო იგი უფსკრულში, ჩაკეტა და დაადო ბეჭედი, რათა ვეღარ აცდუნოს ერები, ვიდრე ათასი წელი არ შესრულდება. ამის შემდეგ კი უნდა აეშვას მცირე ხნით.
4
ვიხილე ტახტები და მათზე მსხდომნი, და მათ მიეცათ სამსჯავრო. და ვიხილე იესოს მოწმობისა და ღმერთის სიტყვისათვის თავმოკვეთილთა სულები, რომლებმაც თაყვანი არ სცეს მხეცს, არც მის ხატს და არ მიიღეს მისი ნიშანი თავიანთ შუბლზე და ხელზე. და გაცოცხლდნენ და მეფობდნენ ქრისტესთან ერთად ათას წელს.
5
დანარჩენი მკვდრები კი არ გაცოცხლდნენ, ვიდრე არ შესრულდა ათასი წელი. ეს არის პირველი აღდგომა.
6
ნეტარნი და წმიდანი არიან ისინი, ვისაც წილი უდევს პირველ აღდგომაში. მათზე ხელმწიფება არა აქვს მეორე სიკვდილს, არამედ იქნებიან ისინი მღვდლები ღმერთისა და ქრისტესი და იმეფებენ მასთან ერთად ათას წელს.
7
და როდესაც შესრულდება ათასი წელი, აეშვება სატანა თავისი საპყრობილიდან
8
და გამოვა, რათა შეაცდინოს ერები დედამიწის ოთხივე კუთხეში – გოგი და მაგოგი – და შეკრიბოს ისინი საბრძოლველად; მათი რიცხვი ზღვის ქვიშასავითაა.
9
და ამოვიდნენ დედამიწის ზურგზე, გარს შემოერტყნენ წმიდათა ბანაკს და საყვარელ ქალაქს. და გადმოვიდა ცეცხლი ციდან და შთანთქა ისინი.
10
ხოლო ეშმაკი, რომელმაც აცდუნა ისინი, ჩაგდებულ იქნა ცეცხლისა და გოგირდის ტბაში, სადაც არიან მხეცი და ცრუწინასწარმეტყველი, და დაიტანჯებიან ისინი დღე და ღამე, უკუნითი უკუნისამდე.
11
და ვიხილე დიდი თეთრი ტახტი და ზედ მჯდომი, რომლის სახესაც გაურბოდა ცა და მიწა, და არ იპოვებოდა მათთვის ადგილი.
12
და ვიხილე მკვდრები, დიდები და პატარები, რომლებიც ტახტის წინ იდგნენ. და წიგნები გადაშლილი იყო. სხვა წიგნიც გადაიშალა, რომელიც არის სიცოცხლის წიგნი, და განისაჯნენ მკვდრები წიგნებში ნაწერიდან, მათ საქმეთამებრ.
13
და გადასცა ზღვამ მასში მყოფი მკვდრები, და სიკვდილმა და ჯოჯოხეთმა გადასცეს მათში მყოფი მკვდრები, და თითოეული გასამართლდა მის საქმეთამებრ.
14
და სიკვდილი და ჯოჯოხეთი ჩაყრილ იქნენ ცეცხლის ტბაში. ეს არის მეორე სიკვდილი: ცეცხლის ტბა.
15
და ვინც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, ცეცხლის ტბაში იქნა ჩაგდებული.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22