bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 14
Revelation 14
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 15 →
1
და ვიხილე და აჰა, კრავი დგას სიონის მთაზე და მასთან 144 ათასი, რომელთაც შუბლზე აქვთ წარწერილი მისი სახელი და მისი მამის სახელი.
2
და მომესმა ხმა ზეციდან, როგორც მრავალი წყლის ხმა და როგორც ძლიერი ქუხილის ხმა. და ხმა, რომელიც გავიგონე, ჰგავდა მექნარეთა ხმას, თავიანთ ქნარებზე რომ უკრავენ.
3
ისინი გალობდნენ ახალ საგალობელს ტახტის წინაშე და ოთხი ცხოველისა და უხუცესთა წინაშე. და არავის შეეძლო ამ საგალობლის შესწავლა, გარდა დედამიწისაგან გამოსყიდული 144 ათასისა.
4
ეს ისინი არიან, რომლებიც არ შებილწულან დედაკაცებთან, რადგან ქალწულები არიან. ეს ისინი არიან, რომლებიც მიჰყვებიან კრავს, სადაც არ უნდა წავიდეს. ისინი არიან ადამიანთაგან გამოსყიდულნი, როგორც პირველნაყოფნი ღმერთისა და კრავისათვის.
5
და არ აღმოჩნდა მათ ბაგეში სიცრუე. უბიწონი არიან ისინი.
6
და ვიხილე სხვა ანგელოზი, რომელიც ზეცაში დაფრინავდა. მას ჰქონდა მარადიული სახარება დედამიწის მკვიდრთათვის – ყოველი ერისა და ტომის, ენისა და ხალხისათვის სახარებლად.
7
ამბობდა დიდი ხმით: „გეშინოდეთ ღმერთისა და დიდება მიაგეთ მას, რადგან დადგა მისი სამსჯავროს ჟამი. თაყვანი ეცით ცისა და მიწის, ზღვისა და წყალთა წყაროების შემქმნელს.“
8
და სხვა ანგელოზი მოჰყვა მას და ამბობდა: „დაემხო, დაემხო დიდი ბაბილონი, რომელმაც თავისი მძვინვარე გარყვნილების ღვინო ასვა ყველა ერს.“
9
და სხვა ანგელოზი მოჰყვა მათ და ამბობდა დიდი ხმით: „ვინც თაყვანს სცემს მხეცს და მის ხატს და მიიღებს ნიშანს შუბლზე ან ხელზე,
10
ის შესვამს ღმერთის რისხვის ღვინოსაც, რომელიც მისი მრისხანების თასშია შემზადებული გაუზავებლად, და დაიტანჯება ცეცხლში და გოგირდში წმიდა ანგელოზთა და კრავის წინაშე.
11
და მათი წამების კვამლი იდენს უკუნითი უკუნისამდე, და არ ექნებათ მოსვენება არც დღისით და არც ღამით მხეცისა და მისი ხატის თაყვანისმცემლებს და მათ, ვინც მიიღებს მისი სახელის ნიშანს.“
12
აქ არის წმიდათა მოთმინება, რომლებიც იცავენ ღმერთის მცნებებს და იესოს რწმენას.
13
და გავიგონე ხმა ციდან, რომელიც მეუბნებოდა – „დაწერე: ნეტარ არიან მკვდარნი, რომელნიც ამიერიდან უფალში მოკვდებიან.“ „დიახ,“ – ამბობს სული, – „რათა განისვენონ თავიანთ შრომათაგან, რადგან მათი საქმეები თან მიჰყვებიან მათ.“
14
და აჰა, ვიხილე: თეთრი ღრუბელი და ღრუბელზე მჯდომი კაცის ძის მსგავსი. თავზე ოქროს გვირგვინი ჰქონდა და ხელში – ბასრი ნამგალი.
15
და სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან და დიდი ხმით შესძახა ღრუბელზე მჯდომს: „გაგზავნე შენი ნამგალი და მომკე, რადგან დადგა მკის ჟამი, რადგან მოწეულია სამკალი დედამიწაზე.“
16
გადმოაგდო ღრუბელზე მჯდომმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოიმკა დედამიწა.
17
და სხვა ანგელოზი გამოვიდა ტაძრიდან, რომელიც ცაშია, და მასაც ბასრი ნამგალი ჰქონდა.
18
და კიდეევ სხვა ანგელოზი გამოვიდა სამსხვერპლოდან, მას ხელმწიფება ჰქონდა ცეცხლზე და დიდი ხმით შესძახა მას, ვისაც ბასრი ნამგალი ჰქონდა: „გაგზავნე შენი ბასრი ნამგალი და მოკრიფე დედამიწის ვაზის მტევნები, რადგან დამწიფდა მათი მარცვლები.“
19
და გადმოაგო ანგელოზმა თავისი ნამგალი დედამიწაზე და მოკრიფა დედამიწის ვაზების მტევნები და ჩაყარა ღმერთის რისხვის დიდ საწნახელში.
20
და დაიწნეხა საწნახელი ქალაქის გარეთ და გადმოედინა საწნახლიდან სისხლი, რომელიც აღწევდა ცხენების აღვირებამდე, 1600 სტადიონზე.
← Chapter 13
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 15 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22