bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 11
Revelation 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 12 →
1
და მომეცა მე კვერთხის მსგავსი ლერწამი და მითხრეს: „ადექი და გაზომე ღმერთის ტაძარი და სამსხვერპლო და თაყვანისმცემლები მასში.
2
ხოლო ტაძრის გარე ეზო გარეთ დატოვე და არ გაზომო, რადგან წარმართებს მიეცა იგი: ისინი 22 თვეს გათელავენ წმიდა ქალაქს.
3
მივცემ ჩემს ორ მოწმეს და ისინი იწინასწარმეტყველებენ 1260 დღეს ძაძებით მოსილნი.“
4
ესენია ზეთისხილის ორი ხე და ორი სასანთლე, დედამიწის უფლის წინაშე მდგომნი.
5
და თუ ვინმე მოინდომებს მათ ვნებას, ცეცხლი გამოვა მათი პირიდან და შთანთქავს მათ მტრებს. და თუ ვინმე მოინდომებს ავნოს მათ, ამგვარადვე უნდა იქნეს მოკლული.
6
მათ აქვთ ხელმწიფება ცის დახშვისა, რათა არ მოვიდეს წვიმა მათი წინასწარმეტყველების დღეებში. აქვთ ხელმწიფება წყლებზე, რომ აქციონ ისინი სისხლად და შემუსრონ მიწა ყოველგვარი წყლულით, როცა კი მოისურვებენ.
7
და როცა დაასრულებენ თავიანთ მოწმობას, უფსკრულიდან ამომავალი მხეცი შეებრძოლება მათ, გაიმარჯვებს და დახოცავს მათ.
8
და მათი გვამები ეყრება დიდი ქალაქის ქუჩებში, რომელსაც სულიერად ჰქვია სოდომი და ეგვიპტე, სადაც ჯვარს ეცვა მათი უფალი.
9
და უყურებენ მათ გვამებს ხალხთა და ტომთაგან, ენათა და ერთაგან სამნახევარ დღეს და არ დაანებებენ მათი გვამების სამარხში ჩასვენებას.
10
დედამიწის მკვიდრნი გაიხარებენ მათზე და იმხიარულებენ, და გაუგზავნიან ერთმანეთს საჩუქრებს, რადგან ეს ორი წინასწარმეტყველი აწამებდა დედამიწის მკვიდრებს.
11
სამნახევარი დღის შემდეგ შევიდა მათში სიცოცხლის სული ღმერთისაგან და ფეხზე დადგნენ. და დიდი შიში დაეცა ყველას, ვინც მათ უყურებდა.
12
და გაიგონეს დიდი ხმა ციდან, რომელმაც უთხრა მათ: „ამოდით აქ!“ და ავიდნენ ღრუბლით ცაში და მათმა მტრებმა იხილეს ისინი.
13
და იმავე ჟამს მოხდა მიწისძვრა და ქალაქის მეათედი დაიქცა და დაიღუპა მიწისძვრისაგან 7 ათასი კაცი, დანარჩენები კი შიშმა მოიცვა და დიდება მიაგეს ცათა ღმერთს.
14
მეორე ვაებამ გადაიარა, და, აჰა, მესამე ვაება მოდის მალე.
15
და მეშვიდე ანგელოზმა დააყვირა და იქმნა ცაში დიდი ხმები, რომლებიც ამბობდნენ: „მიეცა ქვეყნიერების სამეფო ჩვენს უფალსა და მის ქრისტეს, და იმეფებს იგი უკუნითი უკუნისამდე.“
16
თავიანთ ტახტებზე მჯდომი 24 უხუცესი პირქვე დაემხო და თაყვანი სცეს ღმერთს.
17
და თქვეს: „გმადლობთ შენ, უფალო ღმერთო, ყოვლისმპყრობელო, რომელიც ხარ, და რომელიც იყავი, რომ მოიღე შენი დიდი ძალა და გამეფდი.
18
და გამძვინვარდნენ ერები და მოვიდა შენი რისხვა და ჟამი, რათა განისაჯონ მკვდრები და საზღაური მიეცეთ შენს მსახურთ – წინასწარმეტყველებს და წმიდებს, და მათ, რომელთაც შენი სახელის ეშინიათ – პატარებს და დიდებს, და შეიმუსრონ დედამიწის შემმუსვრელნი.“
19
და გაიღო ღმერთის ტაძარი ცაში და გამოჩნდა მისი აღთქმის კიდობანი მის ტაძარში. და იქმნა ელვანი და ხმანი, ქუხილნი და მიწისძვრა და დიდი სეტყვა.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22