bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 5
Revelation 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 6 →
1
და ვიხილე ტახტზე მჯდომის მარჯვენაში გრაგნილი, ორივე მხრიდან ნაწერი, შვიდი ბეჭდით დაბეჭდილი.
2
და ვიხილე ძლიერი ანგელოზი, დიდი ხმით მაუწყებელი: „ვინ არის ღირსი, რომ გაშალოს ეს გრაგნილი და ახსნას ბეჭდები?“
3
და არავის შეეძლო არც ცაში, არც მიწაზე, არც მიწის ქვეშ ამ გრაგნილის გაშლა ან მასში ჩახედვა.
4
და მწარედ ვტიროდი, რომ არ მოიძებნა ამ გრაგნილის გაშლის, და არც მასში ჩახედვის ღირსი.
5
და ერთი უხუცესთაგანი მეუბნება: „ნუ ტირი, აჰა, გაიმარჯვა ლომმა იუდას ტომიდან, დავითის ფესვმა, რათა გახსნას გრაგნილი და ახსნას შვიდი ბეჭედი.“
6
და შევხედე და, აჰა, ტახტსა და ოთხ ცხოველს შორის და უხუცესებს შორის დგას კრავი, როგორც დაკლული, რომელსაც შვიდი რქა და შვიდი თვალი აქვს, რაც ღმერთის შვიდი სულია, წარმოგზავნილი მთელს დედამიწაზე.
7
და მოვიდა და აიღო გრაგნილი ტახტზე მჯდომის მარჯვენიდან.
8
და როცა აიღო გრაგნილი, ოთხი ცხოველი და 24 უხუცესი დაემხნენ კრავის წინ. თითოეულ მათგანს ხელთ ეპყრა ქნარი და საკმევლით სავსე ოქროს თასები, რომლებიც წმიდათა ლოცვებია.
9
და გალობენ ახალ საგალობელს და ამბობენ: „ღირსი ხარ შენ, აიღო გრაგნილი და ახსნა ბეჭდები, რადგან შენ დაიკალი და შენი სისხლით გამოგვისყიდე ღმერთისათვის ყოველი ტომისა და ენისაგან, ხალხისა და ერისაგან.
10
და შეუქმენი ისინი ჩვენს ღმერთს მეფეებად და მღვდლებად, და ისინი იმეფებენ დედამიწაზე.“
11
და ვიხილე და მოვისმინე მრავალი ანგელოზის ხმა ტახტის, ცხოველთა და უხუცესთა ირგვლივ, და მათი რიცხვი იყო ათიათასჯერ ათი ათასი და ათასჯერ ათასი,
12
რომლებიც დიდი ხმით ამბობდნენ: „ღირსია დაკლული კრავი, მიიღოს ძალა და სიმდიდრე, სიბრძნე და სიმტკიცე, დიდება, პატივი და კურთხევა.“
13
და ყოველი ქმნილება ცაში და მიწაზე, მიწის ქვეშ და ზღვაში, და ყველაფერი, რაც მათშია, მესმოდა, რომ ამბობდა: „ტახტზე მჯდომარესა და კრავს კურთხევა და პატივი და დიდება, და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე.“
14
და თქვა ოთხმა ცხოველმა: „ამინ!“ და დაემხნენ უხუცესნი და თაყვანი სცეს.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22