bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 7
Revelation 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 8 →
1
ამის შემდეგ ვიხილე დედამიწის ოთხივე კიდეზე მდგარი ოთხი ანგელოზი, რომელთაც ეპყრათ დედამიწის ოთხი ქარი, რომ არ ექროლათ არც დედამიწაზე, არც ზღვაზე, არც ხეებზე.
2
და ვიხილე სხვა ანგელოზი, მზის აღმოსავალიდან ამომავალი, ცოცხალი ღმერთის ბეჭდის მქონე და დიდი ხმით შესძახა ოთხ ანგელოზს, რომელთაც მიეცათ ნება, ევნოთ მიწისა და ზღვისათვის, და უთხრა:
3
„ნუ ავნებთ მიწას, ზღვასა და ხეს, ვიდრე ჩვენი ღმერთის მსახურთ ბეჭდებს დავასვამთ შუბლზე.“
4
და გავიგონე ბეჭედდასმულთა რიცხვი: 144 ათასი ბეჭედდასმული ისრაელის ყოველი ტომიდან:
5
იუდას ტომიდან 12 ათასი ბეჭედდასმული; რუბენის ტომიდან 12 ათასი; გადის ტომიდან 12 ათასი;
6
აშერის ტომიდან 12 ათასი; ნეფთალემის ტომიდან 12 ათასი; მანაშეს ტომიდან 12 ათასი;
7
სიმეონის ტომიდან 12 ათასი; ლევის ტომიდან 12 ათასი; ისაქარის ტომიდან 12 ათასი;
8
ზებულონის ტომიდან 12 ათასი; იოსების ტომიდან 12 ათასი; ბენიამინის ტომიდან 12 ათასი ბეჭედდასმული.
9
ამის შემდეგ ვიხილე, და, აჰა, უამრავი ხალხი, რომლის დათვლა არავის შეეძლო, ყოველი ერიდან და ტომიდან, ხალხიდან და ენიდან, მდგომარენი ტახტის წინაშე და კრავის წინაშე, თეთრი სამოსით მოსილნი და პალმის რტოებით ხელში.
10
და იძახდნენ დიდი ხმით და ამბობდნენ: „ხსნა ჩვენს ღმერთს, ტახტზე მჯდომარეს, და კრავს!“
11
და ყველა ანგელოზი იდგა ტახტის, უხუცესებისა და ოთხი ცხოველის ირგვლივ. და პირქვე დაემხნენ ტახტის წინაშე და თაყვანი სცეს ღმერთს,
12
და ამბობდნენ: „ამინ! კურთხევა, დიდება, სიბრძნე, მადლიერება, პატივი, ძალა და სიმტკიცე ჩვენს ღმერთს უკუნითი უკუნისამდე! ამინ.“
13
და მომმართა ერთმა უხუცესთაგანმა და მითხრა: „თეთრი სამოსით მოსილები ვინ არიან, ან საიდან მოვიდნენ?“
14
ვუთხარი მას: „უფალო ჩემო, შენ იცი.“ და მითხრა: „ესენი არიან დიდი გასაჭირიდან მოსულები. მათ გარეცხეს თავიანთი სამოსი და გაათეთრეს კრავის სისხლით.
15
ამიტომ არიან ღმერთის ტახტის წინ და ემსახურებიან მას დღე და ღამე მის ტაძარში. და ტახტზე მჯდომი გაშლის თავის კარავს მათზე.
16
აღარ მოშივდებათ მათ, აღარც მოსწყურდებათ, აღარც მზე დასწვავთ და აღარც ხვატი.
17
რადგან კრავი, რომელიც ტახტის შუაშია, აძოვებს მათ და სიცოცხლის წყლის წყაროებზე მიიყვანს, და მოსწმედს მათ ღმერთი თვალთაგან ყველა ცრემლს.“
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22