bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 13
Revelation 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 14 →
1
და ვიხილე ზღვიდან ამომავალი მხეცი, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა. და რქებზე – ათი დიადემა და თავებზე გმობის სახელები.
2
მხეცი, რომელიც მე ვიხილე, ჯიქს ჰგავდა. და იყო მისი ფეხები, როგორც დათვისა, და მისი პირი, როგორც ლომის ხახა. და მისცა მას ურჩხულმა თავისი ძალა, თავისი ტახტი და დიდი ხელმწიფება.
3
და მის თავთაგან ერთი თითქოს სასიკვდილოდ იყო განგმირული, მაგრამ ეს სასიკვდილო ჭრილობა განიკურნა. და განცვიფრდა მთელი დედამიწა და გაჰყვა მხეცს კვალდაკვალ.
4
და თაყვანი სცეს ურჩხულს, რადგან მისცა ხელმწიფება მხეცს, და თაყვანი სცეს მხეცს და თქვეს: „ვინ არის ამ მხეცისთანა და ვის ძალუძს მასთან შებრძოლება?“
5
და მიეცა მას პირი, რათა მედიდურად ელაპარაკა და დაეგმო. და მიეცა მას ხელმწიფება სამოქმედოდ 42 თვეს.
6
და დააღო პირი ღმერთის დასაგმობად, რათა დაეგმო მისი სახელი, მისი სავანე და ცაში დავანებულნი.
7
და მიეცა მას, რომ ებრძოლა წმიდებთან და გაემარჯვა მათზე. მიეცა მას ხელმწიფება ყველა ტომსა და ხალხზე, ენასა და ერზე.
8
და თაყვანი სცა მას დედამიწის ყველა მკვიდრმა, ვისი სახელებიც არ იყო ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში, რომელიც აქვს ქვეყნიერების დასაბამიდან დაკლულ კრავს.
9
ვისაც ყური აქვს, ისმინოს.
10
ვინც ატყვევებს, ტყვედ ჩავარდება. ვინც მახვილით კლავს, თვითონაც მახვილით მოკვდება. ეს არის წმიდათა მოთმინება და რწმენა.
11
და ვიხილე სხვა მხეცი, მიწიდან ამომავალი. მას ჰქონდა კრავის მსგავსი ორი რქა და ლაპარაკობდა, როგორც ურჩხული.
12
იგი მოქმედებდა პირველი მხეცის სრული ხელმწიფებით მის წინაშე და აიძულებდა დედამიწას და მის მკვიდრთ თაყვანი ეცათ პირველი მხეცისთვის, რომელსაც განეკურნა სასიკვდილო ჭრილობა.
13
ახდენს დიდ სასწაულებს, ისე, რომ ცეცხლიც კი ჩამოაქვს ციდან მიწაზე ადამიანთა წინაშე.
14
და აცდუნებს დედამიწის მკვიდრთ სასწაულებით, რომლებიც მიეცა მას მხეცის წინაშე მოსახდენად, და ეუბნება მიწის მკვიდრთ, რომ გააკეთონ მხეცის ხატი, რომელსაც აქვს ჭრილობა მახვილისაგან და გაცოცხლდა.
15
და მიეცა უფლება მხეცის ხატისათვის სულის ჩასაბერად, რომ მხეცის ხატმა ილაპარაკოს და იმოქმედოს, რათა მოკლას ყველა, ვინც თაყვანს არ სცემს მხეცის ხატს.
16
და აიძულებს ყველას: პატარებსა და დიდებს, მდიდრებსა და ღარიბებს, თავისუფლებსა და მონებს, მიიღონ ნიშანი მარჯვენა ხელზე ან შუბლზე.
17
რომ არავის შეეძლოს ყიდვა-გაყიდვა, მათ გარდა, ვისაც აქვს მხეცის სახელის ნიშანი ან მისი სახელის რიცხვი.
18
აქ საჭირო არის სიბრძნე. ვისაც გაგება აქვს, გამოითვალოს მხეცის რიცხვი, რადგან ეს არის რიცხვი ადამიანისა და მისი რიცხვია 666.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22