bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 22
Revelation 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
1
და მაჩვენა ცოცხალი წყლის მდინარე, ბროლივით კრიალა, რომელიც ღმერთისა და კრავის ტახტიდან მოედინებოდა.
2
მისი ქუჩის შუაგულში და მდინარის გაღმა და გამოღმა სიცოცხლის ხეა, რომელიც ისხამს თორმეტგვარ ნაყოფს და ყოველ თვეში იძლევა ნაყოფს, ხოლო ხის ფოთლები ერების განსაკურნებლადაა.
3
და დაწყევლილი არაფერი აღარ იქნება. ღმერთისა და კრავის ტახტი იქნება მასში და მისი მსახურები მოემსახურებიან მას.
4
და იხილავენ მის სახეს, და მისი სახელი იქნება მათ შუბლზე.
5
და აღარ იქნება იქ ღამე და აღარ დასჭირდებათ არც სანთლის ნათელი და არც მზის სინათლე, რადგან უფალი ღმერთი გაუნათებს მათ და იმეფებენ უკუნითი უკუნისამდე.
6
და მითხრა მე: „ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია. და წინასწარმეტყველთა სულების უფალმა ღმერთმა მოავლინა თავისი ანგელოზი, რათა ეჩვენებინა თავის მსახურთათვის, რაც უნდა მოხდეს მალე.“
7
„და, აჰა, მე მოვალ მალე. ნეტარია, ვინც დაიცავს ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს.“
8
მე, იოანემ, გავიგონე და ვიხილე ეს. და როცა მოვისმინე და ვიხილე, დავემხე თაყვანის საცემად იმ ანგელოზის ფეხთით, რომელმაც მაჩვენა ყოველივე ეს, რათა თაყვანი მეცა.
9
და მან მითხრა: „ნუ იზამ ამას, რადგან მე თანამსახური ვარ შენი და შენი წინასწარმეტყველი ძმების, და მათი, ვინც ინახავს ამ წიგნის სიტყვებს. ღმერთს ეცი თაყვანი.“
10
და მეუბნება მე: „ნუ დაბეჭდავ ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვებს, რადგან ახლოა ჟამი.
11
უსამართლო კვლავ უსამართლობდეს და წაბილწული კვლავ იბილწებოდეს, მართალი კვლავ სამართლიანობდეს და წმიდა კვლავ იწმიდებოდეს.
12
აჰა, მოვალ მალე და ჩემი საზღაური ჩემთან არის, რათა თითოეულს მის საქმეთამებრ მივუზღა.
13
მე ვარ ალფა და ომეგა, პირველი და უკანასკნელი, დასაბამი და დასასრული.“
14
ნეტარ არიან, რომლებიც იცავენ მის მცნებებს, რომ ჰქონდეთ ხელმწიფება სიცოცხლის ხეზე და კარიბჭით შევიდნენ ქალაქში.
15
მის გარეთ არიან ძაღლები და გრძნეულები, მეძავები და კაცისმკვლელები, კერპთაყვანისმცემლები და სიცრუის ყოველი მოყვარული და ჩამდენი.
16
„მე, იესომ, მოვავლინე ჩემი ანგელოზი, რათა დაგიმოწმოთ ეს ეკლესიებში. მე ვარ დავითის ფესვი და შთამომავალი, განთიადის ბრწყინვალე ვარსკვლავი.“
17
და სული და სასძლო ამბობენ: „მოდი!“ და ამის გამგონემაც თქვას: „მოდი!“ მწყურვალი მოვიდეს და მსურველმა უსასყიდლოდ მიიღოს ცოცხალი წყალი.
18
მე ვამოწმებ ყველასთვის, ვისაც ესმის ამ წიგნის წინასწარმეტყველების სიტყვები: თუ ვინმე დაუმატებს მათ, ღმერთი დაუმატებს მას ამ წიგნში ჩაწერილ წყლულებს.
19
თუ ვინმე რამეს დააკლებს ამ წინასწარმეტყველების წიგნის სიტყვებს, ღმერთი დააკლებს მას წილს სიცოცხლის ხისგან, წმიდა ქალაქიდან და იქიდან, რაც ამ წიგნშია ჩაწერილი.
20
ამბობს ამის დამმოწმებელი: „ჰე, მოვალ მალე!“ ამინ, მოდი, უფალო იესო!
21
ჩვენი უფლის იესო ქრისტეს მადლი იყოს ყველასთან.
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22