bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 12
Revelation 12
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 13 →
1
და გამოჩნდა ცაში დიადი ნიშანი: ქალი, რომელსაც ემოსა მზე. და მის ფეხთით იყო მთვარე და მის თავზე გვირგვინი 12 ვარსკვლავით.
2
და იყო ფეხმძიმედ და ყვიროდა, და იტანჯებოდა მშობიარობის ტკივილებით.
3
და გამოჩნდა სხვა ნიშანიც ცაში: აჰა, დიდი წითელი ურჩხული, რომელსაც შვიდი თავი და ათი რქა ჰქონდა, და თავებზე შვიდი დიადემა.
4
და მისმა კუდმა ციდან წამოათრია ვარსკვლავების მესამედი და მოისროლა მიწაზე. და დადგა ურჩხული ქალის წინ, რომელსაც უნდა ემშობიარა, რათა, როგორც კი შობდა, გადაეყლაპა მისი ნაშობი.
5
და შვა ძე, ვაჟი, რომელმაც უნდა დამწყსოს ყველა ერი რკინის კვერთხით. და ატაცებულ იქნა მისი ყრმა ღმერთთან და მის ტახტთან.
6
და გაიქცა ქალი უდაბნოში, სადაც მისთვის მომზადებული იყო ადგილი ღმერთისგან, რათა იქ გამოკვებილი ყოფილიყო იგი 1260 დღეს.
7
და შეიქნა ცაში ბრძოლა: მიქაელი და მისი ანგელოზები შეებრძოლნენ ურჩხულს. და იბრძოლეს ურჩხულმა და მისმა ანგელოზებმა,
8
მაგრამ ვერ გაუძლეს და არ აღმოჩნდა მათთვის ადგილი ცაში.
9
და გადმოგდებულ იქნა დიდი ურჩხული, ძველი გველი, რომელსაც ეწოდება ეშმაკი და სატანა, მთელი მსოფლიოს მაცდუნებელი. და მისი ანგელოზებიც გადმოყრილ იქნენ მასთან ერთად.
10
და გავიგონე დიდი ხმა, რომელიც ამბობდა ცაში: „ახლა იქმნა ხსნა, ძალა და მეფობა ჩვენი ღმერთისა და მისი ქრისტეს ხელმწიფება, რადგან გადმოგდებულ იქნა ჩვენი ძმების ცილისმწამებელი, რომელიც ცილს სწამებდა მათ დღე და ღამე ჩვენი ღმერთის წინაშე.
11
და მათ გაიმარჯვეს მასზე კრავის სისხლით და თავიანთი მოწმობის სიტყვით, და არ შეიყვარეს თავისი სული თვით სიკვდილამდე.
12
ამიტომ, იხარეთ, ცანო, და თქვენ, ვინც მათში ბინადრობთ! და ვაი მიწასა და ზღვას, რადგან თქვენთან გადმოვიდა ეშმაკი დიდი წყრომით, რადგან იცის, რომ მცირე დრო აქვს.“
13
და როცა დაინახა გველეშაპმა, რომ გადმოგდებულ იქნა დედამიწაზე, დაედევნა ქალს, რომელმაც შვა ვაჟი.
14
და მიეცა ქალს დიდი ორბის ორი ფრთა, რათა უდაბნოში გაფრენილიყო თავისი ადგილისაკენ, სადაც გამოიკვებება ჟამის, ორი ჟამის და ნახევარი ჟამის განმავლობაში, გველისაგან შორს.
15
და გადმოანთხია გველმა პირიდან წყალი ქალის კვალდაკვალ, როგორც მდინარე, რათა მდინარეს წაელეკა იგი.
16
და შეეწია დედამიწა ქალს. დააღო პირი მიწამ და შთანთქა მდინარე, რომელიც ურჩხულმა გადმოანთხია პირიდან.
17
და განრისხდა ურჩხული ქალზე და წავიდა, რათა შებრძოლებოდა დანარჩენებს მისი თესლიდან, რომლებიც იცავენ ღმერთის მცნებებს და აქვთ იესოს მოწმობა.
18
და დადგა ურჩხული ზღვის ქვიშაზე.
← Chapter 11
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 13 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22