bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 21
Revelation 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 22 →
1
და ვიხილე ახალი ცა და ახალი მიწა, რადგან პირველი ცა და პირველი მიწა გარდავიდნენ, და ზღვა აღარ იყო.
2
და ვიხილე წმიდა ქალაქი, ახალი იერუსალიმი, გარდამომავალი ციდან ღმერთისგან, გამზადებული, როგორც ქმრისათვის შემკული სასძლო.
3
და გავიგონე ტახტიდან დიდი ხმა, რომელიც ამბობდა: „აჰა, ღმერთის სავანე კაცთა შორის! და ის დამკვიდრდება მათთან, ისინი იქნებიან მისი ხალხი და თავად ღმერთი იქნება მათთან.
4
და მოსწმენდს ყოველ ცრემლს მათი თვალებიდან და აღარ იქნება სიკვდილი, არც გლოვა, არც კვნესა, არც ტკივილი, რადგან წინანდელი უკვე გარდავიდა.“
5
და თქვა ტახტზე მჯდომმა: „აჰა, ვქმნი ყოველივეს ახალს.“ და მეუბნება: „დაწერე, რადგან ეს სიტყვები სარწმუნო და ჭეშმარიტია.“
6
და მითხრა მე: „აღსრულდა! მე ვარ ალფა და ომეგა, დასაბამი და დასასრული. მე მივცემ მწყურვალს სიცოცხლის წყლის წყაროდან უსასყიდლოდ.
7
გამარჯვებული დაიმკვიდრებს ყველაფერ ამას და მე ვიქნები მისთვის ღმერთი და იგი იქნება ჩემი ძე.
8
ხოლო მხდალთა და ურწმუნოთა, შებილწულთა და მკვლელთა, გარყვნილთა და გრძნეულთა, კერპთაყვანისმცემელთა და ყველა ცრუთა ხვედრი ტბაშია, რომელიც იწვის ცეცხლში და გოგირდში, რაც მეორე სიკვდილია.“
9
და მოვიდა ერთი იმ შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც შვიდი უკანასკნელი წყლულით სავსე შვიდი თასი ჰქონდათ, და მითხრა: „მოდი და გიჩვენებ სძალს, კრავის ცოლს.“
10
ამიყვანა სულით დიდსა და მაღალ მთაზე და მიჩვენა წმიდა ქალაქი იერუსალიმი, გარდამომავალი ციდან ღმერთისაგან,
11
ღმერთის დიდებით მოსილი. მისი ნათება იყო მსგავსი პატიოსანი ქვისა, იასპისა – ბროლივით კრიალასი.
12
ჰქონდა გალავანი, დიდი და მაღალი, ჰქონდა 12 კარიბჭე და კარიბჭეებზე 12 ანგელოზი და ზედ წარწერილი სახელები ისრაელის ძეთა 12 ტომისა.
13
აღმოსავლეთიდან სამი კარიბჭე, ჩრდილოეთიდან სამი კარიბჭე, სამხრეთიდან სამი კარიბჭე და დასავლეთიდან სამი კარიბჭე.
14
ქალაქის გალავანს ჰქონდა 12 საძირკველი და მათზე იყო კრავის 12 მოციქულის სახელები.
15
ჩემთან მოლაპარაკეს ჰქონდა გასაზომად ოქროს ლერწამი, რათა გაეზომა ქალაქი, მისი კარიბჭეები და მისი გალავანი.
16
ქალაქი ოთხკუთხედად ძევს. და მისი სიგრძე სიგანის ტოლია. და გაზომა მან ქალაქი ლერწმით 12 ათასი სტადიონი. და მისი სიგრძე, სიგანე და სიმაღლე ტოლი იყო.
17
და გაზომა მისი გალავანი 144 წყრთა, კაცის საზომით, რომელიც ანგელოზისაც არის.
18
მისი გალავნის ნაგებობა იასპის იყო, ხოლო ქალაქი – შუშასავით მოელვარე წმიდა ოქროსი.
19
ქალაქის გალავნის საძირკვლები შემკულია ყოველნაირი ძვირფასი ქვებით. პირველი საძირკველი იყო იასპი, მეორე – საფირონი, მესამე – ქალკიდონი, მეოთხე – ზურმუხტი,
20
მეხუთე – სარდონიქსი, მეექვსე – სარდიონი, მეშვიდე – ქრიზოლითი, მერვე – ბივრილი, მეცხრე – ტოპაზი, მეათე – ქრისოპრასი, მეთერთმეტე – იაკინთი, მეთორმეტე – ამეთვისტო.
21
12 კარიბჭე – 12 მარგალიტია. ყოველი კარიბჭე თითო მარგალიტი, ხოლო ქალაქის ქუჩა – შუშასავით მოელვარე სუფთა ოქრო.
22
ტაძარი კი ვერ ვიხილე მასში, რადგან მისი ტაძარი ყოვლისმპყრობელი უფალი ღმერთია და კრავი.
23
ქალაქს არ სჭირდება არც მზე, არც მთვარე გასანათებლად, რადგან ღმერთის დიდება ანათებს მას და კრავია მისი სანთელი.
24
ხალხები ივლიან მის ნათელზე, და დედამიწის მეფეები მიიტანენ იქ თავიანთ დიდებას.
25
მისი კარიბჭეები დღისით არ დაიკეტება, რადგან ღამე არ იქნება იქ.
26
და მიიტანენ იქ ერების დიდებასა და პატივს.
27
და ვერ შევა მასში უწმიდური და ვერც სიბილწისა და სიცრუის ჩამდენი, არამედ მხოლოდ ისინი, ვინც ჩაწერილნი არიან კრავის სიცოცხლის წიგნში.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22