bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 8
Revelation 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 9 →
1
და როცა მეშვიდე ბეჭედი ახსნა, დუმილი ჩამოვარდა ცაში, ასე ნახევარ საათს.
2
და ვიხილე შვიდი ანგელოზი, რომლებიც ღმერთის წინაშე იდგნენ, და მიეცა მათ შვიდი საყვირი.
3
და სხვა ანგელოზი მოვიდა და დადგა სამსხვერპლოსთან და ეპყრა ოქროს საცეცხლური, და მიეცა ბევრი საკმეველი, რათა ყველა წმიდის ლოცვებთან ერთად მიეტანა ოქროს სამსხვერპლოზე, ტახტის წინ.
4
და ავიდა საკმევლის კვამლი წმიდათა ლოცვებთან ერთად ანგელოზის ხელიდან ღმერთის წინაშე.
5
და აიღო ანგელოზმა საცეცხლური, აავსო იგი სამსხვერპლოს ცეცხლით და გადმოაგდო დედამიწაზე. და შეიქმნა ქუხილნი და ხმანი, და ელვანი და მიწისძვრა.
6
და შვიდი ანგელოზი, რომელთაც შვიდი საყვირი ჰქონდათ, მოემზადნენ ჩასაბერად.
7
და პირველმა ჩაჰბერა საყვირს და წარმოიშვა სისხლნარევი სეტყვა და ცეცხლი, და გადმოიყარა დედამიწაზე. და დედამიწის მესამედი გადაიბუგა, ხეების მესამედი გადაიბუგა და მწვანე ბალახი გადაიბუგა.
8
და მეორე ანგელოზმა ჩაჰბერა საყვირს და რაღაც დიდი მთის მსგავსი, ალმოდებული, გადმოვარდა ზღვაში. და ზღვის მესამედი სისხლად იქცა.
9
და ამოწყდა ზღვაში სულდგმულთა მესამედი და ხომალდების მესამედი დაიღუპა.
10
და მესამე ანგელოზმა დააყვირა და ციდან ჩამოვარდა დიდი ვარსკვლავი, რომელიც გახურებული ლამპარივით იწვოდა, და დაეცა მდინარეთა მესამედს და წყალთა წყაროებს.
11
და ამ ვარსკვლავს სახელად ჰქვია აბზინდა. წყალთა მესამედი აბზინდად იქცა და დიდძალი ხალხი დაიხოცა წყლებისაგან, რადგან გამწარდნენ ისინი.
12
და მეოთხე ანგელოზმა დააყვირა და მოხვდა მზის მესამედს, მთვარის მესამედს და ვარსკვლავთა მესამედს, რათა დაბნელებულიყო მათი მესამედი და დღის მესამედს აღარ გაენათებინა, და ასევე ღამის მესამედს.
13
და ვიხილე და მოვუსმინე ერთ ორბს, რომელიც ზეცაში დაფრინავდა და დიდი ხმით ამბობდა: „ვაი, ვაი, ვაი დედამიწაზე მცხოვრებთ დანარჩენ საყვირთა ხმებისაგან, რომელთაც სამი დანარჩენი ანგელოზი დააყვირებს.“
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22