bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 3
Revelation 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 4 →
1
და სარდეს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს, ვისაც აქვს ღმერთის შვიდი სული და შვიდი ვარსკვლავი: ვიცი შენი საქმენი, რომ სახელი გაქვს, რომ ცოცხალი ხარ, და მკვდარი კი ხარ.
2
ფხიზლად იყავი და განამტკიცე დანარჩენი, სიკვდილის პირას მისული, რადგან ვერ ვპოვე შენი საქმეების სრულყოფილება ჩემი ღმერთის წინაშე.
3
გაიხსენე, რაც მიიღე და მოისმინე, დაიცავი და მოინანიე. თუ არ იფხიზლებ, მოვალ, როგორც მპარავი, და ვერ გაიგებ, რა დროს მოვალ შენზე.
4
თუმცა გყავს ცოტანი სარდეში, რომელთაც არ წაუბილწავთ თავიანთი სამოსელი და ჩემთან ერთად ივლიან სპეტაკი სამოსით, რადგან ღირსნი არიან.
5
გამარჯვებული შეიმოსავს სპეტაკ სამოსს და მის სახელს არ ამოვშლი სიცოცხლის წიგნიდან, და ვაღიარებ მის სახელს ჩემი მამის წინაშე და მისი ანგელოზების წინაშე.
6
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.’
7
და ფილადელფიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს წმიდა, ჭეშმარიტი, რომელსაც აქვს დავითის გასაღები, რომელიც გააღებს და ვერავინ დაკეტავს, დაკეტავს და ვეღარავინ გააღებს:
8
ვიცი შენი საქმენი. აჰა, შენს წინაშე დავდგი ღია კარი, რომლის დაკეტვაც არავის ძალუძს. მცირე ძალა გაქვს, მაგრამ შეინახე ჩემი სიტყვა და არ უარყავი ჩემი სახელი.
9
აჰა, იხილე, რას ვუზამ სატანის საკრებულოდან მათ, ვინც თავს იუდეველებს უწოდებენ, არ კი არიან, არამედ ცრუობენ. აჰა, ვაიძულებ მათ, რომ მოვიდნენ და თაყვანი გცენ შენ შენს ფეხთა წინაშე, და გაიგებენ, რომ მე შენ შეგიყვარე.
10
რაკი შენ დაიცავი ჩემი მოთმინების სიტყვა, მეც დაგიცავ განსაცდელის ჟამისაგან, რომელიც მოაწევს მთელ ქვეყნიერებაზე, დედამიწის მკვიდრთა გამოსაცდელად.
11
აჰა, მოვალ მალე. გეჭიროს, რაც გაქვს, რათა არავინ წაგართვას შენი გვირგვინი.
12
გამარჯვებულს გავხდი სვეტად ჩემი ღმერთის ტაძარში და გარეთ აღარ გავა. და დავაწერ მასზე ჩემი ღმერთის სახელს და ჩემი ღმერთის ქალაქის, ახალი იერუსალიმის სახელს, რომელიც ციდან ჩამოდის ჩემი ღმერთისაგან, და ჩემს ახალ სახელს.
13
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.’
14
და ლაოდიკიის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს ამინი, მოწმე სარწმუნო და ჭეშმარიტი, დასაბამი ღმერთის ქმნილებისა:
15
ვიცი შენი საქმენი: შენ არც ცივი ხარ, არც ცხელი. ნეტავ ცივი იყო ან ცხელი!
16
მაგრამ რაკი ნელთბილი ხარ და არც ცივი და არც ცხელი, ამიტომ ამოგანთხევ ჩემი პირიდან.
17
რადგან შენ ამბობ: მდიდარი ვარ, გავმდიდრდი და არაფერი მაკლია. ის კი არ იცი, რომ უბადრუკი ხარ და საცოდავი, ღატაკი, ბრმა და შიშველი.
18
გირჩევ, იყიდო ჩემგან ცეცხლში განწმედილი ოქრო, რომ გამდიდრდე, და თეთრი სამოსი, რომ შეიმოსო და აღარ ჩანდეს შენი სიშიშვლის სირცხვილი, და მალამო, რათა წაიცხო თვალებზე და ხედავდე.
19
ვინც მიყვარს, მათ ვამხილებ და ვწვრთნი. მაშ, ეშურე და მოინანიე!
20
აჰა, ვდგავარ კართან და ვრეკ. თუ ვინმე მოისმენს ჩემს ხმას და გამიღებს კარს, შევალ მასთან. და მექნება სერობა მასთან და მას ჩემთან.
21
გამარჯვებულს დავსვამ ჩემს გვერდით ჩემს ტახტზე, როგორც მე გავიმარჯვე და დავჯექი ჩემს მამასთან მის ტახტზე.
22
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.’“
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22