bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 6
Revelation 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 7 →
1
და ვიხილე, რომ კრავმა ახსნა ერთი ბეჭედი შვიდთაგან და გავიგონე, ოთხიდან ერთი ცხოველი თითქოს ქუხილის ხმით ამბობდა: „მოდი!“
2
და ვიხილე, და, აჰა, თეთრი ცხენი და ზედ მხედარი, რომელსაც ეჭირა მშვილდი და მიეცა გვირგვინი, და გამოვიდა გამარჯვებული და რათა გაემარჯვა.
3
და როცა ახსნა მეორე ბეჭედი, გავიგონე ხმა მეორე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი!“
4
და გამოვიდა სხვა ცხენი, ცეცხლივით წითელი და მიეცა მის მხედარს დედამიწიდან მშვიდობის აღების ნება, რათა ერთმანეთი დაეხოცათ და მიცემული ჰქონდა დიდი მახვილი.
5
და როცა მესამე ბეჭედი ახსნა, გავიგონე ხმა მესამე ცხოველისა, რომელიც ამბობდა: „მოდი!“ და ვიხილე, და, აჰა, შავი ცხენი და მის მხედარს ხელში სასწორი ეჭირა.
6
და ოთხი ცხოველის შუაგულიდან გავიგონე ხმა, რომელიც ამბობდა: „საწყაო ხორბალი – დინარად და სამი საწყაო ქერი – დინარად, ხოლო ზეთსა და ღვინოს ნუ ავნებ!“
7
და როცა მეოთხე ბეჭედი ახსნა, გავიგონე მეოთხე ცხოველის ხმა, რომელიც ამბობდა: „მოდი!“
8
და ვიხილე, და, აჰა, მკრთალი მწვანე ცხენი და მისი მხედარი, რომლის სახელი სიკვდილია. და ჯოჯოხეთი მოჰყვებოდა მას და მიეცათ ხელმწიფება დედამიწის მეოთხედ ნაწილზე, რომ დაეხოცათ მახვილით და შიმშილით, ჭირით და მიწის მხეცებით.
9
და როცა მეხუთე ბეჭედი ახსნა, სამსხვერპლოს ქვეშ დავინახე ღმერთის სიტყვისათვის და მათთვის მიცემული მოწმობისათვის დახოცილთა სულები.
10
და დიდი ხმით ღაღადებდნენ და ამბობდნენ: „როდემდის, მეუფეო წმიდაო და ჭეშმარიტო, არ განსჯი და არ იძიებ შურს დედამიწის მკვიდრებზე ჩვენი სისხლისათვის?“
11
და მიეცა თითოეულ მათგანს სპეტაკი სამოსი და ეთქვა, რომ დამშვიდებულიყვნენ კიდევ ცოტა ხანს, ვიდრე მათი თანამსახურნი და მათი ძმები, რომელნიც მათსავით მოკლულნი იქნებიან, არ შეასრულებენ რიცხვს.
12
და ვიხილე, როცა მეექვსე ბეჭედი ახსნა, აჰა, მოხდა დიდი მიწისძვრა, მზე გაშავდა, როგორც ჯაგრის ძაძა, და მთვარე მთლიანად სისხლივით გახდა.
13
და ცის ვარსკვლავები მიწაზე ჩამოცვივდნენ, როგორც ძლიერი ქარით შერხეულ ლეღვის ხეს სცვივა ნაყოფი.
14
და ცა გრაგნილივით დაიგრაგნა. ყოველი მთა და კუნძული თავისი ადგილიდან დაიძრა.
15
და დედამიწის მეფენი და მთავარნი და ათასისთავნი და მდიდარნი და ძლიერნი და ყოველი მონა და თავისუფალი შეეფარნენ მთის გამოქვაბულებს და კლდეებს.
16
და უთხრეს მთებსა და კლდეებს: „დაგვემხეთ და დაგვმალეთ ტახტზე მჯდომის სახისაგან და კრავის რისხვისაგან,
17
რადგან მოვიდა მათი დიდი რისხვის დღე და ვინ გაუძლებს?“
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22