bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 9
Revelation 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 10 →
1
და მეხუთე ანგელოზმა დააყვირა და ვიხილე ციდან დედამიწაზე გადმოვარდნილი ვარსკვლავი, და მიეცა მას გასაღები უფსკრულის ჯურღმულისა.
2
და გახსნა მან უფსკრულის ჯურღმული და ამოვარდა კვამლი ჯურღმულიდან, როგორც დიდი ქურის კვამლი. და დაბნელდა მზე და ჰაერი ჯურღმულის კვამლისაგან.
3
და კვამლიდან გამოვიდნენ კალიები მიწაზე და მიეცა მათ ხელმწიფება, როგორი ხელმწიფებაც აქვთ მიწის მორიელებს.
4
და ეთქვა მათ, რომ არ დაეზიანებინათ მიწის ბალახი, არც რაიმე სიმწვანე და არც რომელიმე ხეთაგან, არამედ მხოლოდ ადამიანები, რომელთაც შუბლზე არა აქვთ ღმერთის ბეჭედი.
5
და მიეცა მათ ნება, არ დაეხოცათ ისინი, არამედ ეწამებინათ ხუთ თვეს. და მათი წამება ჰგავს მორიელისაგან წამებას, როდესაც კბენს ადამიანს.
6
იმ დღეებში ადამიანები სიკვდილს დაუწყებენ ძებნას, მაგრამ ვერ ჰპოვებენ მას. ინატრებენ სიკვდილს, მაგრამ სიკვდილი გაექცევა მათ.
7
შესახედაობით კალიები ჰგავდნენ საომრად გამზადებულ ცხენებს. თავზე თითქოს გვირგვინები ედგათ, ოქროს მსგავსი. მათი სახეები – როგორც ადამიანთა სახეები.
8
თმები დედაკაცთა თმებივით ჰქონდათ, და კბილები – ლომის კბილებივით.
9
და ჯავშანი რკინის ჯავშანივით ჰქონდათ, და იყო მათი ფრთების ხმა მრავალი ეტლისა და ცხენის გრიალივით, საომრად რომ მიქრიან.
10
და კუდები ჰქონდათ მორიელთა მსგავსი, და კუდებში – ნესტრები; კუდებში ჰქონდათ ძალა ადამიანთა საწამებლად ხუთ თვეს.
11
და ჰყავდათ მეფედ უფსკრულის ანგელოზი, რომლის სახელი ებრაულად არის აბადდონი, ხოლო ბერძნულად – აპოლიონი.
12
ერთი ვაება წავიდა, და, აჰა, მოდის კიდევ ორი სხვა ვაება მის შემდეგ.
13
და მეექვსე ანგელოზმა დააყვირა და გავიგონე ღმერთის წინაშე მდგარი ოქროს სამსხვერპლოს ოთხი რქისაგან ერთის ხმა,
14
რომელიც ეუბნებოდა მეექვსე საყვირის მქონე ანგელოზს: „ახსენი ოთხი ანგელოზი, რომლებიც დაბმულნი არიან დიდ მდინარე ევფრატზე.“
15
და ახსნილ იქნა ოთხი ანგელოზი, რომლებიც მზად იყვნენ ყოველ საათს და დღეს, თვესა და წელიწადს ადამიანთა მესამედის დასახოცად.
16
ცხენოსანი მხედრობის რიცხვი იყო 200 ათასჯერ ათასი და გავიგონე მათი რიცხვი.
17
და ამგვარად ვიხილე ჩვენებაში ცხენები და მათზე ამხედრებულნი, რომელთაც ეცვათ ცეცხლის, იაკინთისა და გოგირდის ფერის ჯავშნები, და ცხენის თავები იყო, როგორც ლომთა თავები, და მათ პირთაგან გამოდიოდა ცეცხლი, კვამლი და გოგირდი.
18
ამ სამი წყლულისაგან: ცეცხლის, კვამლისა და გოგირდისაგან, რომლებიც მათი პირიდან გამოდიოდა, დაიხოცა ადამიანთა მესამედი.
19
რადგან ცხენების ძალა მათ პირშია და მათ კუდებში. მათი კუდები ჰგვანან გველებს, და აქვთ თავები, რომლებითაც ხალხს ვნებენ.
20
დანარჩენმა ადამიანებმა კი, რომლებიც ამ წყლულებით არ დახოცილან, არ მოინანიეს თავიანთი ხელის ნამოქმედარი, არ შეწყვიტეს თაყვანისცემა დემონებისა და ოქროს, ვერცხლის, ბრინჯაოს, ქვისა და ხის კერპებისა, რომელთაც არც ხილვა შეუძლიათ, არც მოსმენა და არც სიარული.
21
და არ მოინანიეს ჩადენილი მკვლელობები, არც გრძნეულებანი, არც გარყვნილებანი, არც ქურდობანი.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22