bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 17
Revelation 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 18 →
1
და მოვიდა ერთი შვიდ ანგელოზთაგან, რომელთაც ჰქონდათ შვიდი ფიალა, დამელაპარაკა და მითხრა: „მოდი და გაჩვენებ სასჯელს მრავალ წყლებზე მჯდომარე დიდი მეძავისა,
2
რომელთანაც მეძაობდნენ დედამიწის მეფეები და მისი სიძვის ღვინით თვრებოდნენ დედამიწის მკვიდრნი.“
3
და გადამიყვანა სულით უდაბნოში და ვიხილე დედაკაცი, მჯდომარე შვიდთავიან და ათრქიან მეწამულწითელ მხეცზე, რომელიც დაფარული იყო მგმობელი სახელებით.
4
და ემოსა დიაცს პორფირი და ძოწეული, და მორთული იყო ოქროთი, პატიოსანი თვლებით და მარგალიტებით. ხელთ ჰქონდა ოქროს თასი, მისი სიძვის სიბილწით და უწმიდურებით ავსებული.
5
და მის შუბლზე ეწერა საიდუმლო სახელი: „დიდი ბაბილონი, მეძავთა და დედამიწის სიბილწეთა დედა.“
6
და დავინახე, რომ დედაკაცი მთვრალი იყო წმიდათა და იესოს მოწამეთა სისხლით, და რომ ვუყურებდი, მიკვირდა დიდად.
7
და მითხრა ანგელოზმა: „რატომ გიკვირს? მე გეტყვი საიდუმლოს ამ დედაკაცისა და შვიდთავიანი და ათრქიანი მხეცისა, რომელიც მას ატარებს.
8
მხეცი, რომელიც შენ იხილე, იყო და არ არის, და აპირებს უფსკრულიდან ამოსვლას და მიემართება დაღუპვისაკენ. დედამიწის მკვიდრებს, რომელთა სახელებიც არ არის ჩაწერილი სიცოცხლის წიგნში ქვეყნიერების დასაბამიდან, გაუკვირდებათ, როცა დაინახავენ მხეცს, რომელიც იყო და არ არის და მოვა.
9
აქ საჭიროა გონება, რომელსაც სიბრძნე აქვს: შვიდი თავი შვიდი მთაა, რომელზეც ეს დედაკაცი ზის.
10
მეფენიც შვიდნი არიან: ხუთი დაეცა, ერთი არის, მეორე კი ჯერ არ მოსულა და, როცა მოვა, მცირე ხანს დარჩება.
11
მხეცი, რომელიც იყო და არ არის, მერვეა, მაგრამ ეკუთვნის შვიდთა რიცხვს და მიდის დასაღუპად.
12
ათი რქა, რომლებიც შენ იხილე, ათი მეფეა, რომელთაც ჯერ არ მიუღიათ მეფობა, მაგრამ მხეცთან ერთად მიიღებენ ხელმწიფებას, როგორც მეფეები, ერთი საათით.
13
მათ აქვთ ერთი აზრი და თავიანთ ძალას და ხელმწიფებას მხეცს გადასცემენ.
14
ისინი შეებრძოლებიან კრავს და კრავი გაიმარჯვებს მათზე, რადგან ის არის უფალთა უფალი და მეფეთა მეფე, და მასთან მყოფნი არიან წვეულნი, რჩეულნი და სარწმუნონი.“
15
და მეუბნება მე: „ეს წყლები, რომლებიც შენ იხილე, სადაც მეძავი ზის, არის ხალხები და ბრბოები, და ერები და ენები.
16
ათი რქა, შენ რომ იხილე, და მხეცი – ისინი შეიძულებენ მეძავს, დაარბევენ მას და გააშიშვლებენ, მის ხორცს შეჭამენ და მას ცეცხლში დაწვავენ,
17
რადგან ღმერთმა გულებში ჩაუდოთ, რომ შეასრულონ მისი ნება, შეასრულონ ერთი განზრახვა და გადასცენ თავიანთი მეფობა მხეცს, ვიდრე არ აღსრულდება ღმერთის სიტყვები.
18
დიაცი, შენ რომ იხილე, დიდი ქალაქია, რომელსაც აქვს მეფობა დედამიწის მეფეებზე.“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22