bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Revelation 2
Revelation 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 3 →
1
ეფესოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს, ვისაც უპყრია შვიდი ვარსკვლავი მარჯვენაში და მიმოდის შვიდ ოქროს სასანთლეს შორის:
2
ვიცი შენი საქმეები, შენი შრომა და შენი მოთმინება, და ისიც, რომ არ შეგიძლია ბოროტთა ატანა, და გამოსცადე ისინი, რომლებიც თავს მოციქულებს უწოდებენ, არ კი არიან, და ჰპოვე ისინი ცრუებად.
3
და ითმენ და იტანჯები ჩემი სახელისათვის და არ მოქანცულხარ.
4
მაგრამ შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ მიატოვე შენი პირველი სიყვარული.
5
მაშ, გაიხსენე, საიდან დაეცი, და მოინანიე და აკეთე პირვანდელი საქმეები. თუ არა და, მოვალ შენთან და გადავდგამ შენს სასანთლეს თავისი ადგილიდან, თუ არ მოინანიებ.
6
მაგრამ ეს კი გაქვს, რომ გძულს ნიკოლაელთა საქმეები, რომლებიც მეც მძულს.
7
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რასაც სული ეუბნება ეკლესიებს: ვინც გაიმარჯვებს, მას ვაჭმევ სიცოცხლის ხისაგან, რომელიც ღმერთის სამოთხეშია.’
8
ხოლო სმირნის ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს პირველი და უკანასკნელი, რომელიც მკვდარი იყო და გაცოცხლდა:
9
ვიცი შენი გასაჭირი და სიღატაკე, თუმცა მდიდარი ხარ, და გმობა მათგან, რომლებიც თავს იუდეველებს უწოდებენ, არ კი არიან, არამედ სატანის საკრებულოა.
10
ნუ გეშინია ტანჯვისა, რომელიც მოგიწევს. აჰა, ეშმაკი ჩააგდებს ზოგ თქვენგანს საპყრობილეში, რათა გამოიცადოთ. და გექნებათ გასაჭირი ათ დღეს. იყავი სიკვდილამდე ერთგული და მოგცემ სიცოცხლის გვირგვინს.
11
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს არ ექნება ვნება მეორე სიკვდილისგან.’
12
და პერგამოს ეკლესიის ანგელოზს მისწერე: ‘ასე ამბობს, ვისაც ორლესული მახვილი აქვს:
13
ვიცი, რომ მკვიდრობ იქ, სადაც სატანის ტახტია, და რომ გიჭირავს ჩემი სახელი და არ უარყავი ჩემი რწმენა ჩემი ერთგული მოწმის, ანტიპას დღეებშიც კი, რომელიც მოკლულ იქნა თქვენს შორის, იქ, სადაც სატანა მკვიდრობს.
14
მაგრამ მცირე რამ მაქვს შენს წინააღმდეგ, რადგან გყავს იქ, ვისაც უჭირავს მოძღვრება ბალაამისა, რომელმაც ასწავლა ბალაკს და აცდუნა ისრაელის შვილები, რათა ეჭამათ ნაკერპავი და ემრუშათ.
15
ასევე გყავს, ვისაც უჭირავს ნიკოლაელთა მოძღვრება, რომელიც მძულს.
16
მაშ, მოინანიე. თუ არა და, მოვალ მალე შენთან და შევებრძოლები მათ ჩემი პირის მახვილით.
17
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს: გამარჯვებულს მივცემ შენახული მანანისაგან და მივცემ მას თეთრ ქვას და ქვაზე დაწერილ ახალ სახელს, რომელიც არავინ იცის, გარდა მიმღებისა.’
18
და თიატირის ეკლესიის ანგელოზს მისწერე ‘ასე ამბობს ძე ღმერთისა, ვისაც თვალები აქვს, როგორც ცეცხლის ალი და ფეხები მისი მოელვარე ბრინჯაოს მსგავსია:
19
ვიცი შენი საქმენი და სიყვარული, შენი რწმენა და მსახურება, შენი მოთმინება, და რომ შენი უკანასკნელი საქმეები წინანდელზე მეტია.
20
მაგრამ შენს წინააღმდეგ მაქვს ის, რომ ნებაზე გყავს მიშვებული ეს დედაკაცი, იეზებელი, რომელიც თავს წინასწარმეტყველს უწოდებს, ასწავლის და აცდუნებს ჩემს მსახურთ მრუშობისათვის და ნაკერპავის საჭმელად.
21
და მივეცი მას დრო, რომ მოენანიებინა, მაგრამ არ სურს მოინანიოს თავისი მეძაობა.
22
აჰა, მე დავაგდებ მას სარეცელზე, ხოლო მათ, ვინც მასთან ერთად მრუშობდა, დიდ გასაჭირში ჩავყრი, თუ არ მოინანიებენ თავიანთ საქმეებს.
23
სიკვდილით დავხოცავ მის შვილებს და გაიგებს ყველა ეკლესია, რომ მე ვიკვლევ ზრახვებსა და გულს, და მივუზღავ თითოეულ თქვენგანს მისი საქმეებისამებრ.
24
თქვენ კი, დანარჩენებს, ვინც თიატირაში იმყოფებით, გეუბნებით: ყველას, ვისაც არა აქვს ეს მოძღვრება და არ უსწავლია ეგრეთწოდებული სატანის სიღრმეები, არ დაგაკისრებთ სხვა ტვირთს.
25
მხოლოდ გეჭიროთ ის, რაც გაქვთ, ვიდრე მოვიდოდე.
26
ვინც გაიმარჯვებს და ბოლომდე დაიცავს ჩემს საქმეებს, მივცემ ხელმწიფებას ერებზე,
27
და დამწყემსავს მათ რკინის კვერთხით, და დაიმსხვრევიან, როგორც თიხის ჭურჭელი –
28
როგორც მე მივიღე ჩემი მამისაგან. და მივცემ მას ცისკრის ვარსკვლავს.
29
ვისაც ყური აქვს, ისმინოს, რას ეუბნება სული ეკლესიებს.’
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22