bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 1
Joshua 1
Georgian 2013 (ბიბლია)
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 2 →
1
მას შემდეგ, რაც უფლის მსახური მოსე მოკვდა, უთხრა უფალმა იესო ნავეს ძეს, მოსეს მსახურს:
2
„მოკვდა ჩემი მსახური მოსე. ახლა ადექი და გადალახე იორდანე მთელ ხალხთან ერთად იმ ქვეყნისაკენ, რომელსაც მე ვაძლევ მათ, ისრაელის ძეთ.
3
ყოველი ადგილი, რომელსაც თქვენ ფეხს დაჰკრავთ, თქვენთვის მომიცია, როგორც ვუთხარი მოსეს:
4
უდაბნოდან და ლიბანის მთებიდან ევფრატის დიდ მდინარემდე, ხეთელების მთელი ქვეყანა; და დიდ ზღვამდე, მზის დასავალამდე, იყოს თქვენი საზღვარი.
5
ვერავინ დაგიდგება წინ მთელი შენი სიცოცხლე. როგორც მოსესთან ვიყავი, ასევე ვიქნები შენთან. არ მიგატოვებ და არ დაგაგდებ.
6
გამაგრდი და განმტკიცდი, რადგან შენ დაუნაწილებ ამ ხალხს იმ ქვეყანას, რომლის მიცემაც ფიცით აღვუთქვი მათ მამებს.
7
ოღონდ გამაგრდი და განმტკიცდი, რათა დაიცვა შესასრულებლად მთელი რჯული, რომელიც გიბრძანა შენ მოსემ, ჩემმა მსახურმა. ნუ გადაუხვევ მისგან ნურც მარცხნივ და ნურც მარჯვნივ, რათა ყველგან ხელი მოგემართოს, სადაც კი წახვალ.
8
ნუ განეშორება რჯულის ეს წიგნი შენს ბაგეებს; მასზე ფიქრობდე დღე და ღამ, რათა დაიცვა აღსასრულებლად ყველაფერი, რაც იქ სწერია, რადგან მაშინ წარგემართება შენ გზები და მოგემართება ხელი.
9
აჰა, მე გიბრძანებ შენ: გამაგრდი და განმტკიცდი, ნუ შედრკები და ნუ შეძრწუნდები, რადგან შენთანაა უფალი, შენი ღმერთი, ყველგან, სადაც კი წახვალ.“
10
და უბრძანა იესომ ხალხის ზედამხედველთ ასე:
11
„გაიარეთ შუა ბანაკში და უბრძანეთ ხალხს: ‘გაიმზადეთ საგზალი, რადგან სამი დღის შემდეგ უნდა გადალახოთ იორდანე, რათა მიხვიდეთ იმ ქვეყნის მისაღებად, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი, გაძლევთ სამკვიდროდ.’ “
12
და რეუბენის ტომს, გადის ტომსა და მანაშეს ნახევარტომს უთხრა იესომ ასე:
13
„გახსოვდეთ სიტყვა, რომელიც გიბრძანათ მოსემ, უფლის მსახურმა: ‘უფალმა, თქვენმა ღმერთმა, დაგასვენათ თქვენ და მოგცათ ეს ქვეყანა.’
14
თქვენი ცოლები, თქვენი პატარები და თქვენი პირუტყვი დარჩეს აქ, იორდანეს გაღმა, მიწებზე, რომელიც მოგცათ მოსემ, – ხოლო თქვენ, მეომარნო, შეჭურვილნი წინ გაუძეხით საბრძოლო მწყობრით ისრაელიანთ. შეეწიეთ მათ,
15
ვიდრე დაასვენებდეს უფალი თქვენს ძმებს, როგორც თქვენ დაგასვენათ, რათა დაიმკვიდრონ მათაც ქვეყანა, რომელსაც უფალი, თქვენი ღმერთი აძლევს მათ. და მაშინ დაბრუნდებით თქვენს სამკვიდრო ქვეყანაში და დაისაკუთრებთ მიწას, რომელიც მოგცათ მოსემ, უფლის მსახურმა, იორდანეს გაღმა, მზის აღმოსავლეთით.“
16
და მიუგეს იესოს ასე: „ყველაფერს, რაც გვიბრძანე, გავაკეთებთ, და ყველგან, საითკენაც მიგვავლენ, წავალთ.
17
როგორც ვუსმენდით მოსეს, ისე მოგისმენთ შენც; ოღონდ უფალი, შენი ღმერთი, იყოს შენთან, როგორც მოსესთან იყო!
18
ყოველი კაცი, რომელიც არ დაემორჩილება შენს ბრძანებას და არ შეისმენს ყველაფერს, რასაც უბრძანებ მას, უნდა მოიკლას. შენ კი გამაგრდი და განმტკიცდი.“
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 2 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24