bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 7
Joshua 7
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 8 →
1
მაგრამ ისრაელიანებმა დანაშაული ჩაიდინეს და დარისხებულიდან აიღეს. და წილი აიღო ყაქანმა, ძემ ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზერახისა, იუდაელმა, დარისხებულიდან და აღიგზნო რისხვა უფლისა ისრაელიანებზე.
2
და გააგზავნა იესომ კაცები იერიხოდან ღაისაკენ, ბეთ-ავენის მახლობლად რომ არის, ბეთელის აღმოსავლეთით, და უთხრა მათ: „ადით და დაზვერეთ ქვეყანა.“ და ავიდნენ ის კაცები და დაზვერეს ღაი.
3
და დაბრუნდნენ იესოსთან, და უთხრეს მას: „ნუ ავა მთელი ხალხი. 2-3 ათასი კაცი ავიდეს და საკმარისი იქნება, რომ შემუსრონ ღაი. ნუ გარჯი იქ მთელ ხალხს, რადგან ცოტანი არიან ისინი.“
4
და წავიდა იქ 3 ათასამდე კაცი, მაგრამ უკუექცნენ ღაის მცხოვრებთ.
5
და დახოცეს მათგან ღაის კაცებმა 36 კაცი, და დაედევნენ ისინი ისრაელიანთ ქალაქის კარიბჭიდან შებარიმამდე და ხოცავდნენ გზადაგზა. და შეუდრკა ხალხს გული, შიშით მიელიათ.
6
და შემოიხია იესომ სამოსელი, და დაემხო მიწაზე პირქვე უფლის კიდობნის წინ საღამომდე, ისრაელის უხუცესებთან ერთად, და თავზე მტვერსა და ნაცარს იყრიდნენ.
7
და თქვა იესომ: „ვაი, უფალო ღმერთო! რისთვის გადმოალახინე ამ ხალხს ეს იორდანე, ნუთუ იმისთვის, რომ ამორეველთა ხელში ჩაგვეგდო თავი დასაღუპად? ნეტა იორდანეს გაღმა დავმკვიდრებულიყავით!
8
ოჰ, უფალო, რაღა მეთქმის, როცა ისრაელმა თავის მტრებს ზურგი უჩვენა?!
9
გაიგებენ ქანაანელნი და ქვეყნის ყველა მკვიდრი, და გარს შემოგვერტყმიან და ქვეყანაზე მოსპობენ ჩვენს სახსენებელს! და რა ელის შენს დიად სახელს?“
10
და უთხრა უფალმა იესოს: „ადექი, რას დამხობილხარ პირქვე?
11
შესცოდა ისრაელმა და დაარღვია ჩემი აღთქმა, რაც ვუბრძანე მათ: აიღეს დარისხებულიდან, მოიპარეს, დამალეს და დადეს თავის ჭურჭელთან.
12
და ამიტომაც წინ ვერ აღუდგნენ ისრაელის ძენი თავიანთ მტრებს, ზურგი უჩვენეს მტერს, რადგან თავად გახდნენ დარისხებულნი. და აღარ ვიქნები მე თქვენთან, თუ არ მოსპობთ თქვენს შორის დარისხებულს.
13
ადექი, განწმიდე ხალხი და უთხარი: განიწმიდენით ხვალისათვის, რადგან ასე ამბობს უფალი, ღმერთი ისრაელისა: ‘დარისხებულია შენს შორის, ისრაელ! წინ ვერ აღუდგები შენს მტრებს, ვიდრე დარისხებულს არ მოიშორებ თავიდან!’
14
ხვალ დილით თითო-თითო ტომი მოდექით თქვენი ტომებიდან; და იმ ტომიდან, რომელზეც უფალი მიანიშნებს, თითო-თითო საგვარეულო მოდგეს; და იმ საგვარეულოდან, რომელზეც უფალი მიანიშნებს, თითო-თითო სახლი მოდგეს; და რომელ სახლზეც უფალი მიანიშნებს, თითო-თითო კაცი მოდგეს მისგან.
15
და დარისხებულის აღებაში დაჭერილი დაიწვას ცეცხლში, ის და მთელი მისი საბადებელი, რადგან დაარღვია უფლის აღთქმა და უკეთურება ჩაიდინა ისრაელში.“
16
და ადგა იესო დილაადრიან და უბრძანა ისრაელიანთ მასთან მოსვლა ტომების მიხედვით, – და გამოჩნდა იუდას ტომი.
17
უბრძანა იუდას ტომის საგვარეულოებს მოსვლა, და გამოჩნდა ზერახის საგვარეულო. და უბრძანა ზერახის საგვარეულოს კაცებს მოსვლა, და გამოჩნდა ზაბდი.
18
და უბრძანა მისი სახლიდან კაცებს და გამოჩნდა ყაქანი, ძე ქარმისა, ძისა ზაბდისა, ძისა ზერახისა იუდას ტომიდან.
19
და უთხრა იესომ ყაქანს: „ჩემო შვილო, პატივი მიაგე უფალს, ისრაელის ღმერთს, და მადლი შესწირე მას და მიამბე, რა ჩაიდინე, ნუ დამიმალავ.“
20
და მიუგო ყაქანმა იესოს და უთხრა: „ჭეშმარიტად შევცოდე უფალს, ისრაელის ღმერთს, ასე და ასე გავაკეთე.
21
და დავინახე ნადავლში ერთი მშვენიერი შინყარული მოსასხამი, და 200 შეკელი ვერცხლი და 50 შეკელიანი ერთი ოქროს ზოდი, და დავხარბდი და ავიღე. და, აჰა, მიწაში მაქვს დაფლული ჩემს კარავში, ვერცხლი კი მის ქვეშაა.“
22
და გაგზავნა იესომ მაცნეები და ისინიც გაიქცნენ კარვისაკენ. და აჰა, ნახეს დამალული მის კარავში, და ვერცხლი მის ქვეშ.
23
და წამოიღეს ეს კარვიდან და მიუტანეს იესოს და ყველა ისრაელის ძეს, და დაყარეს იგი უფლის წინაშე.
24
და წაიყვანა იესომ ყაქანი, ძე ზერახისა, ვერცხლით და მოსასხამით და ოქროს ზოდითურთ და მისი ძენი, და მისი ასულნი, და მისი ხარი, და მისი სახედარი, და მისი ცხვარი, და მისი კარავი, და მთელი მისი საბადებელი. და მთელი ისრაელი მასთან იყო, და წაიყვანეს ისინი ყაქორის ველზე.
25
და უთხრა იესომ: „რად დაგვატეხე უბედურება? დღესვე დაგატეხოს შენ უფალმა უბედურება!“ და დაუშინა მას მთელმა ისრაელმა ქვა; და დაწვეს ისინი ცეცხლით და ჩაქოლეს ქვით.
26
და აღმართეს მასზე დიდი გროვა ქვებისა, რომელიც დღემდეა შემორჩენილი. და დაიცხრო უფალმა რისხვა. ამიტომაც ეწოდება დღემდე იმ ადგილს სახელად ყაქორის ველი.
← Chapter 6
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 8 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24