bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 15
Joshua 15
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 16 →
1
იუდას ტომს – მთელ მათ საგვარეულოებს – წილისყრით ერგოთ სამკვიდრო, რომელიც უკიდურეს სამხრეთში ესაზღვრება ედომის მიწებსა და ცინის უდაბნოს.
2
სამხრეთის საზღვარი ამ მიწა-წყლისა იწყებოდა მარილოვანი ზღვის კიდიდან (ზღვის სამხრეთი ყურიდან),
3
სამხრეთით ის გადიოდა ყაკრაბიმის ზეგანისკენ, ცინს გასცდებოდა და ზევით მიიწევდა, კადეშ-ბარნეაყის სამხრეთით. შემდეგ საზღვარი გაივლიდა ხეცრონს, ადიოდა ადარასკენ, უხვევდა კარკაყასკენ,
4
გაივლიდა ყაცმონს, გადიოდა ეგვიპტის ნაღვარევისკენ და ზღვამდე აღწევდა. ეს არის თქვენი სამხრეთის საზღვრაი.
5
ხოლო აღმოსავლეთის საზღვარი იყო მკვდარი ზღვა, იორდანეს შესართავამდე. ჩრდილოეთის საზღვარი იწყებოდა მკვდარი ზღვის ყურედან (იორდანეს შესართავიდან),
6
ადიოდა საზღვარი ბეთ-ხოგლამდე, გადადიოდა ბეთ-ყარაბას ჩრდილოეთით, ზემოთ ადიოდა ბოჰანის ტინამდე, რეუბენის ძისა,
7
და აღწევდა საზღვარი დებირამდე ყაქორის ველიდან, და უხვევდა ჩრდილოეთით გილგალისკენ, რომელიც ადუმიმის მაღლობის ახლოს იყო, სამხრეთისკენ რომ გადიოდა ხეობიდან; და იქიდან გადადოდა ყენ-შემეშის წყლებისკენ და ყენ-როგელამდე აღწევდა.
8
და ადიოდა საზღვარი ბენ-ჰინომის ველისკენ, იებუსის, ანუ იერუსალიმის სამხრეთით, და მიიწევდა საზღვარი იმ მთის თხემისაკენ, ჰინომის ველის დასავლეთით რომ არის, და რეფაიმთა ველის ჩრდილოეთით.
9
და უხვევდა საზღვარი მთის თხემიდან ნეფთოახის წყაროს წყლებისკენ და გადიოდა ყეფრონის მთის ქალაქებისკენ, და უხვევდა საზღვარი ბაყალასაკენ ანუ კირიათ-იეყარიმისკენ.
10
და უხვევდა საზღვარი ბაყალადან დასავლეთით, სეყირის მთისკენ, და გაივლიდა იეყარიმის ანუ ქესალონის მთის ჩრდილო კალთებს, და ეშვებოდა ბეთ-შემეშისაკენ, ჩაუვლი თიმნას,
11
და გადიოდა საზღვარი ყეკრონის ჩრდილო მხარეს, და უხვევდა შიქერონისაკენ, გადადიოდა ბაყალას მთაზე, და აღწევდა იაბნეელამდე და საზღვარი ზღვამდე აღწევდა.
12
დასავლეთის საზღვარი იყო დიდი ზღვა. და ეს არის იუდას ძეთა საზღვარი ირგვლივ, მათი საგვარეულოების მიხედვით.
13
და ქალებს, იეფუნეს ძეს, მისცა წილი იუდას ძეთა შორის, როგორც ნაბრძანები ჰქონდა უფალს იესოსთვის; და მისცა მას იესომ კირიათ-არბაყი, ყანაკელთა მამის, ანუ ხებრონი.
14
და განდევნა იქიდან ქალებმა სამი ძე ყენაკისა: შეშაი, ახიმანი და თალმაი – ყანაკის ნაშობნი.
15
და წავიდა იქიდან ქალები დებირის მკვიდრთა წინააღმდეგ. (უწინ დებირს კირიათ-სეფერი ერქვა.)
16
და თქვა ქალებმა: „ვინც მოსრავს კირიათ-სეფერს და აიღებს, მას ცოლად მივცემ ყაქსას, ჩემს ასულს.“
17
და აიღო ქალაქი ღოთნიელმა, კენაზის ძემ, ქალების ძმამ, და მისცა მას ქალებმა ცოლად ყაქსა, თავისი ასული.
18
მივიდა ახსა და ღოთნიელი დაიყოლია, რომ მისი მამისგან მიწის ნაკვეთი გამოეთხოვა. „რა გინდა?“ – ჰკითხა ქალებმა ახსას, როცა ის სახედრიდან ჩამოხდა.
19
ყაქსამ უპასუხა: „მომეცი მე კურთხევა და რაკი მიწის ნაკვეთს ნეგებში მაძლევ, ბარემ წყალსატევებიც მომეცი.“ და ქალებმა მისცა მას ზემო და ქვემო წყალსატევები.
20
აი, იუდას ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით.
21
და იყო მათი ქალაქები იუდას ტომის სამკვიდროს კიდეზე, ედომის საზღვრისკენ, სამხრეთში: კაბცეელი, ყედერი, იაგური,
22
კინა, დიმონა, ყადყადა,
23
კედეში, ხაცორი, ითნანი,
24
ზიფი, ტელემი, ბაყალოთი,
25
ხაცორ-ხადათა, კერიოთ-ხეცრონი ანუ ხაცორი,
26
ამამი, შემაყი, მოლადა,
27
ხაცარ-გადა, ხეშმონი, ბეთ-ფელეტი,
28
ხაცარ-შუყალი, ბეერ-შებაყი, ბიზიოთია,
29
ბაყალა, ყიიმი, ყეცემი,
30
ელთოლადი, ქესილი, ხორმა,
31
ციკლაგი, მადმანა, სანსანა,
32
ლებაოთი, შილხიმი, ყაინი და რიმონი – სულ 29 ქალაქი თავისი სოფლებით.
33
ბარში: ეშთაოლი, ცორყა, აშნა,
34
ზანოახი, ყენ-განიმი, თაფუახი, ყენამი,
35
იარმუთი, ყადულამი, სოქო, ყაზეკა,
36
შაყარაიმი, ყადითაიმი, გედერა, გედეროთაიმი – სულ 14 ქალაქი თავისი სოფლებით.
37
ცენანი, ხადაშა, მიგდალ-გადი,
38
დილყანი, მიცფე, იოკთეელი,
39
ლაქიში, ბოცკათი, ყეგლონი,
40
ქაბონი, ლახმასი, ქითლიში,
41
გედეროთი, ბეთ-დაგონი, ნაყამა და მაკედა – 16 ქალაქი თავისი სოფლებით.
42
ლიბნა, ყეთერი, ყაშანი,
43
იფთახი, აშნა, ნეციბი,
44
კეყილა, აქზიბი, მარეშა – ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით.
45
ყეკრონი თავისი ქალაქებითა და თავისი სოფლებით.
46
ყეკრონიდან ზღვისკენ ყველაფერი, რაც აშდოდის მახლობლად იყო, მისი სოფლებით.
47
აშდოდი, თავისი ქალაქებითა და სოფლებით; ღაზა, თავისი ქალაქებითა და სოფლებით ეგვიპტის ხევამდე; დიდი ზღვა თავისი სანაპიროთი.
48
ხოლო მთაში: შამირი, იათირი, სოქო,
49
დანა, კირიათ-სანა, ანუ დებირი,
50
ყანაბი, ეშთემო, ყანიმი,
51
გოშენი, ხოლონი და გილო – 11 ქალაქი თავისი სოფლებით.
52
არაბი, დუმა, ეშყანი,
53
იანუმი, ბეთ-თაფუახი, და აფეკა,
54
ხუმტა, კირიათ-არბაყი ანუ ხებრონი და ციყორი – ცხრა ქალაქი თავისი სოფლებით.
55
მაყონი, ქარმელი, ზიფი, იუტა,
56
იზრეყელი, იოკდეყამი, ზანოახი,
57
კაენი, გიბეყა და თიმნა – ათი ქალაქი თავისი სოფლებით.
58
ხალხული, ბეთ-ცური, გედორი,
59
მაყარათი, ბეთ-ყანოთი და ელთეკონი – ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით.
60
კირიათ-ბაყალი ანუ კირიათ-იეყარიმი და რაბა – ორი ქალაქი თავისი სოფლებით,
61
უდაბნოში: ბეთ-ყარაბა, მიდინი, სექაქა,
62
ნიბშანი, მარილის ქალაქი და ყენ-გედი – ექვსი ქალაქი თავისი სოფლებით.
63
იუდას ძეთ ვერ წაართვეს იებუსელთ იერუსალიმი. და დღევანდლამდე ცხოვრობენ იებუსელნი იუდაელებთან ერთად იერუსალიმში.
← Chapter 14
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 16 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24