bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 5
Joshua 5
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 6 →
1
როცა გაიგეს იორდანეს დასავლეთი ნაპირის ამორეველთა მეფეებმა, და ზღვისპირეთის ქანაანელმა მეფეებმა, რომ დააშრო უფალმა იორდანეს წყალი ისრაელიანთა წინაშე, ვიდრე ისინი გადალახავდნენ მას, გული შეუდრკათ და სული გაეპარათ ისრაელიანთა შიშით.
2
იმ დროს უთხრა უფალმა იესოს: „გააკეთე კაჟის დანები და ერთხელ კიდევ წინადაცვითე ისრაელიანთ.“
3
და გააკეთა იესომ კაჟის დანები, და წინადაცვითა ისრაელიანთ გიბეყათ-ჰაყარალოთთან.
4
აი მიზეზი, რატომაც წინადაცვითა იესომ ისინი: ეგვიპტიდან გამოსული ყველა მამაკაცი, ვისაც ბრძოლა შეეძლო, უდაბნოს გზაზე, დაეცა ხეტიალისას
5
ეგვიპტიდან გამოსული მთელი ხალხი წინადაცვეთილი იყო, ხოლო ის ვინც უდაბნოში დაიბადა ეგვიპტიდან გამოსვლის შემდგომ, არ იყო წინადაცვეთილი.
6
რადგან ორმოც წელიწადს ხეტიალობდნენ ისრაელიანები უდაბნოში, ვიდრე არ გაწყდა ეგვიპტიდან გამოსული მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხი, რომელთაც არ შეისმინეს უფლის ხმა, რომელმაც დაფიცა, რომ ისინი ვერ იხილავდნენ იმ ქვეყანას, რომელიც რძესა და თაფლს გამოადინებს, და რომელიც ფიცით აღუთქვა ჩვენს მამებს, რომ მოგვცემდა ჩვენ.
7
და მათი ძენი, რომლებიც მათ ნაცვლად დაადგინა, წინადაცვითა იესომ, რაკი წინადაუცვეთელნი იყვნენ ისინი, რადგან გზაში წინადაცვეთა არ ხდებოდა.
8
და როცა წინადაიცვითა მთელმა ხალხმა, იქვე დარჩნენ ბანაკში ჭრილობის მოშუშებამდე.
9
და უთხრა უფალმა იესოს: „დღეს მე მოგაშორეთ ეგვიპტის სირცხვილი!“ რის გამოც იმ ადგილს დღემდე ეწოდება გილგალი.
10
და დაიბანაკეს ისრაელის ძეთ გილგალში, და შეასრულეს პასექი თვის მეთოთხმეტე დღეს, საღამოს, იერიხოს ველებზე.
11
და ჭამეს პასექის მეორე დღეს ამ ქვეყნის ნაყოფთაგან ხმიადი და ქუმელი იმავე დღეს.
12
და შეწყდა მანანა მეორე დღეს, რაც ჭამეს მიწის ნაყოფი, და აღარ იყო ისრაელის ძეთათვის მანანა, და ჭამდნენ ქანაანის მიწის მოსავალს იმ წელს.
13
და ერთხელ, როცა იესო იერიხოსთან იყო, აახილა თვალი და დაინახა მის წინ მდგომი კაცი, გაშიშვლებული მახვილით ხელში. და წავიდა იესო მისკენ, და ჰკითხა მას: „ჩვენი ხარ, თუ ჩვენი მტრებისა?“
14
და მან უთხრა: „არა, მე უფლის მხედრობის თავი ვარ, ახლა მოვედი მე აქ.“ და დაემხო იესო მიწაზე, და თაყვანი სცა და უთხრა მას: „რას ეტყვის ჩემი ბატონი თავის მსახურს?“
15
და უთხრა უფლის მხედრობის თავმა იესოს: „გაიძვრე ფეხზე ხამლები, რადგან ადგილი, რომელზეც შენ დგახარ, წმიდაა.“ და ასეც მოიქცა იესო.
← Chapter 4
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 6 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24