bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 18
Joshua 18
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 19 →
1
და შეიყარა ისრაელის ძეთა მთელი თემი შილოში, და დაავანეს იქ საკრებულო კარავი, რადგან ქვეყანა უკვე მთლიანად დამორჩილებული იყო.
2
და დარჩა ისრაელიანთაგან შვიდი ტომი, რომელთაც ჯერ მიღებული არ ჰქონდათ თავიანთი სამკვიდრო.
3
და უთხრა იესომ ისრაელიანთ: „რაღას აყოვნებთ, რატომ არ მოდიხართ ამ ქვეყნის დასამკვიდრებლად, უფალმა, თქვენი მამების ღმერთმა, რომ მოგცათ?
4
გამოყავით თითო ტომიდან სამ-სამი კაცი, და მე გავგზავნი მათ, რათა მოიარონ ეს ქვეყანა. აღწერონ მათ იგი, რათა შესაძლებელი გახდეს მისი დანაწილება სამკვიდროებად, და დაბრუნდნენ ჩემთან.
5
მათ იგი უნდა გაყონ შვიდ ნაწილად. იუდა დადგეს თავის საზღვარზე სამხრეთით; და იოსების სახლი თავის საზღვარზე დადგეს ჩრდილოეთით.
6
და აღწერეთ ქვეყანა შვიდ ნაწილად, და აღწერილი მომიტანეთ მე. და მე გიყრით წილს აქ უფლის, ჩვენი ღმერთის, წინაშე.
7
ლევიანთ არა მიეცემათ ნაწილი თქვენს მიწაზე, რადგან უფლის მღვდლობაა მათი სამემკვიდრო; ხოლო გადის და რეუბენის ტომებმა და მანაშეს ნახევარმა ტომმა უკვე მიიღეს უფლის მსახურის, მოსესგან, თავიანთი სამკვიდრო იორდანეს აღმოსავლეთით.“
8
და ადგნენ ეს კაცები და წავიდნენ. და უბრძანა იესომ მიმავალთ, რომ აღეწერათ ქვეყანა: „წადით, მოიარეთ ქვეყანა და აღწერეთ იგი, და დაბრუნდით ჩემთან. და აქ, შილოში, წილს გიყრით უფლის წინაშე.“
9
და წავიდნენ ის კაცები, მოიარეს ქვეყანა და ჩაწერეს ის წიგნში ქალაქების მიხედვით, შვიდ ნაწილად, და დაბრუნდნენ შილოს ბანაკში იესოსთან.
10
იქ, შილოში, უყარა მათ წილი იესომ უფლის წინაშე და დაანაწილა ქვეყანა ისრაელიანთა ტომებს შორის.
11
ბენიამინის ტომის მემკვიდრეთ მათ ყველა საგვარეულოს წილად ხვდა სამკვიდრო, რომელიც იუდასა და იოსების ძეთა სამკვიდროთა შორის იყო.
12
მათი საზღვარი ჩრდილოეთით იწყებოდა იორდანედან და მიიწევდა იერიხოს ჩრდილოეთით, მიუყვებოდა მთას დასავლეთისკენ და თავდებოდა ბეთ-ავენის უდაბნოში.
13
იქიდან საზღვარი გადიოდა ლუზისკენ, ლუზს, ანუ ბეთელს სამხრეთის მხრიდან უვლიდა და საზღვარი ეშვებოდა ყატაროთ-ადარისაკენ, მთაზე, რომელიც ქვემო ბეთ-ხორონის სამხრეთით იყო.
14
და მიიწევდა საზღვარი და უხვევდა დასავლეთით, მთის სამხრეთით, რომელიც ბეთ-ხორონის წინ იყო, და თავდებოდა კირიათ-ბაყალთან, ანუ კირიათ-იეყარიმთან, იუდას ძეთა ქალაქთან. ეს იყო დასავლეთის მხარე.
15
და სამხრეთის მხარე: კირიათ-იეყარიმის კიდედან გადიოდა საზღვარი ზღვისკენ და აღწევდა ნეფთოახის წყარომდე.
16
იქიდან საზღვარი ეშვებოდა მთის ძირისაკენ, რომელიც ბენ-ჰინომის ველის წინაშე იყო, რეფაიმის ველზე ჩრდილოეთით, და ეშვებოდა ჰინომის ველზე, იებუსელთა სამხრეთით, და ჩადიოდა ყენ-როგელში.
17
და უხვევდა ჩრდილოეთიდან, და გადიოდა ყენ-შემეშისაკენ, და მიემართებოდა გელილოთისკენ, რომელიც ადუმიმის მაღლობის პირისპირ იყო, და ეშვებოდა რეუბენის ძისა, ბოჰანის, ქვასთან.
18
შემდეგ საზღვარი გადიოდა ბეთ-ყარაბას ჩრდილოეთით და ეშვებოდა იორდანეს ვაკეზე.
19
შემდეგ საზღვარი მიჰყვებოდა ბეთ-ხოგლას ჩრდილოეთით, და თავდებოდა მარილოვანი ზღვის ჩრდილოეთ კიდესთან (იორდანეს შესართავთან). ეს იყო სამხრეთის საზღვარი.
20
აღმოსავლეთის საზღვარი იყო იორდანე. ეს იყო საზღვრები ბენიამინის ძეთა ყველა საგვარეულოს სამკვიდროსი.
21
ეს იყო ქალაქები ბენიამინის ძეთა ტომისა – ყველა მათი საგვარეულოსი: იერიხო, ბეთ-ხოგლა, ყემეკ-კეციცი,
22
ბეთ-ყარაბა, ცემარაიმი, ბეთელი,
23
ყავიმი, ფარა, ყოფრა,
24
ქეფარ-ყამონი, ყოფნი, გებაყი – 12 ქალაქი მათი დაბებითურთ;
25
გიბეონი, რამა, ბეეროთი,
26
მიცფე, ქეფირა, მოცა,
27
რეკემი, ირფეელი, თარალა,
28
ცელაყი, ელეფი, იებუსი ანუ იერუსალიმი, გიბეყა, კირიათ-იეყარიმი – სულ 14 ქალაქი თავიანთი დაბებითურთ. ეს იყო სამკვიდრო ბენიამინის ძეთა, ყველა საგვარეულოსი.
← Chapter 17
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 19 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24