bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 21
Joshua 21
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 22 →
1
და მივიდნენ ლევის ძეთა ტომის მთავარნი ელეაზარ მღვდელთან, იესო ნავეს ძესთან და ისრაელიანთა ტომების მამისსახლთა მთავრებთან,
2
და უთხრეს მათ შილოში, ქანაანის ქვეყანაში, ასე: „უფალმა გვამცნო მოსესგან, რომ ჩვენ მოგვეცემოდა ქალაქები საცხოვრებლად და მათი საძოვრები ჩვენი პირუტყვისათვის.“
3
და მისცეს ისრაელიანებმა ლევიანებს თავიანთი სამკვიდროდან უფლის ბრძანებით ეს ქალაქები და მათი საძოვრები.
4
და ერგოთ წილი კოჰათიანთა საგვარეულოებს; და შეხვდათ აარონ მღვდლის ძეთ, ლევის ძეთ, იუდას ტომიდან, სიმეონის ტომიდან და ბენიამინის ტომიდან, სულ 13 ქალაქი.
5
და კოჰათის დანარჩენ ძეთ ეფრემის ტომის საგვარეულოებიდან, დანის ტომიდან და მანაშეს ნახევარტომიდან წილისყრით ერგოთ ათი ქალაქი.
6
და გერშონის ძეთ – ისაქარის ტომის საგვარეულოებიდან, და აშერის ტომიდან, და ნაფთალის ტომიდან, და მანაშეს ნახევარი ტომიდან ბაშანში წილისყრით – 13 ქალაქი.
7
მერარის ძეთ ერგოთ მათი საგვარეულოების მიხედვით რეუბენის ტომიდან, გადის ტომიდან და ზებულუნის ტომიდან – 12 ქალაქი.
8
და მისცეს წილისყრით ისრაელის ძეთ ლევიანებს ეს ქალაქები და მათი საძოვრები, როგორც ბრძანა უფალმა მოსეს პირით.
9
ქვემოთ ჩამოთვლილია ქალაქები, რომლებიც გამოეყო ლევიანებს იუდასა და სიმეონის სამკვიდროთაგან;
10
ეს ქალაქები მიეცათ აარონის შთამომავლებს, ლევიანებს კოჰათის საგვარეულოდან, რადგან პირველი წილი მათ ერგოთ.
11
მისცეს კირიათ-არბაყი, ყენაკის მამისეული, იგივე ხებრონი, მისი საძოვრებით მის ირგვლივ იუდას მთაში.
12
და ამ ქალაქის გარემო მინდვრები და სოფლები მისცეს ქალებს, იეფუნეს ძეს.
13
აარონ მღვდლის შთამომავლებმა მიიღეს ხებრონი (თავშესაფარი ქალაქი) მისი მიმდებარე საძოვრებიანად, და აგრეთვე ლიბნა მისი საძოვრებიანად,
14
იათირი და მისი საძოვრები, ეშთემოაყი და მისი საძოვრები,
15
ხოლონი და მისი საძოვრები, დებირი და მისი საძოვრები,
16
ყაინი და მისი საძოვრები, იუტა და მისი საძოვრები და ბეთ-შემეში და მისი საძოვრები – ცხრა ქალაქი ამ ორი ტომის სამკვიდროდან.
17
ამას გარდა, ბენიამინის ტომის სამკვიდროდან მათ გამოეყოთ: გიბეონი და მისი საძოვრები, გებაყი და მისი საძოვრები,
18
ყანათოთი და მისი საძოვრები, ყალმონი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი.
19
აარონის მოდგმამ, მღვდლებმა, მთლიანად 13 ქალაქი მიიღო თავისი საძოვრებიანად.
20
კოჰათის საგვარეულოდან გამოსულმა ლევიანთა დანარჩენმა სახლებმა ეფრემის სამკვიდროდან წილისყრით მიიღეს ქალაქები:
21
შექემი – თავშესაფარი ქალაქი და მისი საძოვრები ეფრემის მთაზე, ასევე გეზერი და მისი საძოვრები,
22
კიბცაიმი და მისი საძოვრები, ბეთ-ხორონი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი.
23
ამას გარდა, დანის სამკვიდროდან: ელთეკე და მისი საძოვრები, გიბეთონი და მისი საძოვრები,
24
აიალონი და მისი საძოვრები, გათ-რიმონი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი.
25
და მანაშეს ნახევარი ტომის სამკვიდროდან: თაყანაქი და მისი საძოვრები, გათ-რიმონი და მისი საძოვრები – ორი ქალაქი.
26
სულ ათი ქალაქი ერგოთ თავისი საძოვრებითურთ კოჰათის საგვარეულოს დანარჩენ კომლებს.
27
გერშონის საგვარეულოს ლევიანთა კომლებმა, მანაშეს ნახევარი ტომის სამკვიდროდან მიიღეს თავშესაფარი ქალაქი გოლანი ბაშანში და მისი მიმდებარე საძოვრები; მასთან ერთად ბეყეშთერა და მისი საძოვრები – სულ ორი ქალაქი;
28
და ისაქარის სამკვიდროდან: კიშონი და მისი საძოვრები, დაბრათი და მისი საძოვრები,
29
იარმუთი და მისი საძოვრები, ყენ-განიმი და მისი საძოვრები – ოთხი ქალაქი.
30
და აშერის ტომიდან: მიშალი და მისი საძოვრები, ყაბდონი და მისი საძოვრები,
31
ხელკათი და მისი საძოვრები, რეხობი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი;
32
და ნაფთალის სამკვიდროდან თავშესაფარი ქალაქი კედეში გალილეაში და მისი საძოვრები, ხამოთ-დორი და მისი საძოვრები, კართანი და მისი საძოვრები – სულ სამი ქალაქი.
33
სულ 13 ქალაქი ერგოთ გერშონის საგვარეულოების მეკომურთ მათი საძოვრებიანად.
34
მერარის საგვარეულოს დანარჩენმა ლევიანთა კომლებმა ზებულუნის სამკვიდროდან მიიღეს: იოკნეყამი და მისი საძოვრები, კართა და მისი საძოვრები,
35
დიმნა და მისი საძოვრები, ნაჰალალი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი.
36
ამას გარდა რეუბენის სამკვიდროდან მიიღეს: ბეცერი და მისი საძოვრები, იაჰცა და მისი საძოვრები,
37
კედემოთი და მისი საძოვრები, მეფაყათი და მისი საძოვრები – სულ ოთხი ქალაქი.
38
და გადის სამკვიდროდან: რამოთი (თავშესაფარი ქალაქი) გალაადში და მისი საძოვრები, აგრეთვე მახანაიმი,
39
ხეშბონი და იაყზერი მათი მიმდებარე საძოვრებიანად – სულ ოთხი ქალაქი.
40
მთლიანად ლევიანთა დანარჩენმა კომლებმა – მერარის საგვარეულოს კომლებმა – წილისყრით მიიღეს 12 ქალაქი.
41
ლევიანებმა ისრაელიანთა სამფლობელოებში მიიღეს 48 ქალაქი, მათი საძოვრებითურთ.
42
ყველა ამ ქალაქთან ერთად ისინი ღებულობდნენ ქალაქის ირგვლივ მდებარე საძოვრებს.
43
და მისცა უფალმა ისრაელიანთ მთელი ქვეყანა, რომლის მიცემაც შეჰფიცა მათ მამებს, და დაიმკვიდრეს იგი და იქ დასახლდნენ.
44
და მისცა უფალმა მათ მშვიდობა ყოველი მხრიდან, როგორც შეჰფიცა მათ მამებს; და მათ მტერთაგან წინ ვეღარავინ აღუდგათ. ყველა მტერი ხელში ჩაუგდო მათ უფალმა.
45
არ გაცუდებულა არც ერთი სასიკეთო სიტყვა, რომელიც ისრაელის სახლს უთხრა უფალმა – ყველაფერი ახდა.
← Chapter 20
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 22 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24