bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 4
Joshua 4
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 5 →
1
და როცა დაასრულა მთელმა ხალხმა იორდანეს გადალახვა, უფალმა უბრძანა იესოს:
2
„ამოირჩიე ხალხიდან 12 კაცი, თითო კაცი თითო ტომიდან,
3
და უბრძანე მათ ასე: ‘აიღეთ აქედან, შუაგული იორდანეს ამ ადგილიდან, სადაც მტკიცედ უდგათ მღვდლებს ფეხი, 12 ქვა, თან წაიღეთ და დააწყვეთ სათევარში, სადაც ეს ღამე უნდა გაათიოთ.’ “
4
და მოუხმო იესომ თორმეტ კაცს, რომლებიც განაწესა ისრაელიანთაგან, თითოს თითო ტომიდან
5
და უთხრა: „გაიარეთ უფლის, თქვენი ღმერთის, კიდობნის წინ, იორდანეს შუაგულამდე, და მხარზე შეიდოს თითოეულმა თქვენგანმა თითო ქვა, ისრაელიანთა ტომების რიცხვის მიხედვით,
6
რათა ეს იყოს ნიშანი თქვენს შორის. როცა გკითხავენ თქვენი ძენი: რის ნიშნადა გაქვთო ეს ქვები?
7
უთხარით: იმის ნიშნად-თქო, რომ შედგა იორდანეს წყალი უფლის აღთქმის კიდობნის წინაშე, როცა ის მასზე გადაჰქონდათ. და გექნებათ ეს ქვები თქვენ, ისრაელიანთ, სამახსოვროდ უკუნისამდე.“
8
და ისე მოიქცნენ ისრაელიანები, როგორც იესომ უბრძანა მათ: აიღეს შუაგული იორდანეს ფსკერიდან ისრაელიანთა ტომების რიცხვის მიხედვით 12 ქვა, როგორც უფალმა უთხრა იესოს, გადაიტანეს თავიანთ სათევარში და იქ დააწყვეს.
9
(და 12 ქვა აღმართა იესომ შუა იორდანეში, იმ ადგილას, სადაც ფეხი ედგათ მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მტარებლებს, და იქ აწყვია ისინი დღემდე.)
10
კიდობნის მტვირთველი მღვდლები იდგნენ შუაგულ იორდანეში, ვიდრე არ შესრულდა ყველა ის სიტყვა, რომელიც უფალმა უბრძანა იესოს ხალხისათვის სათქმელად, როგორც უანდერძა მოსემ იესოს; და ამასობაში ხალხი გამალებული გადადიოდა მეორე ნაპირზე.
11
როცა გადავიდა მთელი ხალხი, გადავიდნენ უფლის კიდობანი და მღვდლები ხალხის თვალწინ.
12
და გადალახეს რეუბენის ძეთ და გადის ძეთ, და მანაშეს ნახევარმა ტომმა – იარაღასხმულებმა, ისრაელის ძეთა წინ, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის მოსეს.
13
40 ათასამდე იარაღასხმული კაცი გავიდა გაღმა უფლის წინაშე იერიხოს ველზე საბრძოლველად.
14
იმ დღეს განადიდა უფალმა იესო ისრაელიანთა თვალში. და ეშინოდათ მისი, როგორც ეშინოდათ მოსესი, მთელი მისი სიცოცხლის მანძილზე.
15
და ასე უთხრა უფალმა იესოს:
16
„უბრძანე მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მტვირთელებს, ამოვიდნენ იორდანედან.“
17
და უბრძანა იესომ მღვდლებს: „ამოდით იორდანედან!“
18
და როგორც კი ამოვიდნენ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები, შუაგული იორდანედან, და როგორც კი ფეხი დადგეს მიწაზე, დაბრუნდა იორდანეს წყალი თავის ადგილას და დინება იწყო როგორც წინათ, და თავის სანაპიროთა დატბორვა.
19
და ამოვიდა ხალხი იორდანედან პირველი თვის მეათე დღეს, და დაბანაკდა გილგალში, ქალაქ იერიხოს აღმოსავლეთით.
20
და 12 ქვა, რომლებიც წამოიღეს იორდანედან, იესომ გილგალში აღმართა.
21
და უთხრა ისრაელიანთ: „როცა მომავალში შეგეკითხებიან თქვენი ძენი: ეს რა ქვები არისო?
22
მოუყევით, როგორ გადმოიარეს ისრაელიანებმა იორდანე მშრალზე.
23
რადგან დააშრო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, იორდანეს წყლები თქვენს წინაშე, რათა გადმოგევლოთ იგი, როგორც გააკეთა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მეწამულ ზღვაზე, რომელიც დააშრო ჩვენს წინაშე, რათა გადმოგვევლო ჩვენ.
24
რათა ქვეყნიერების ყველა ხალხებს სცოდნოდათ, რაოდენ ძლიერია უფლის მარჯვენა, და რათა მარად გეშინოდეთ თქვენი უფალი ღმერთისა.“
← Chapter 3
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 5 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24