bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 8
Joshua 8
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 9 →
1
უთხრა უფალმა იესოს: „ნუ შეშინდები და ნუ შედრკები. თან წაიყვანე მთელი მეომარი ხალხი ღაიზე სალაშქროდ. ხელში ჩაგიგდებ ღაის მეფეს და მის ხალხს, მის ქალაქსა და მის ქვეყანას.
2
და მოექეცი ღაის და მის მეფეს, როგორც მოექეცი იერიხოს და მის მეფეს, ნადავლი და პირუტყვი კი თქვენ გაინაწილეთ; საფარი მოაწყე ღაის გვერდით, ქალაქის მეორე მხარეს.“
3
და ადგა იესო და მთელი მებრძოლი ხალხი ღაიზე გასალაშქრებელად. და ამოირჩია იესომ 30 ათასი მამაცი მეომარი, გაგზავნა ისინი ღამით
4
და ასეთი ბრძანება მისცა მათ: „იცოდეთ, საფარში უნდა ისხდეთ ქალაქის მეორე მხარეს და ძალიან არ უნდა მოშორდეთ მას. მზად ყოფნაში იყავით ყველა.
5
და როცა მე ქალაქს მივადგები, ჩემთან მყოფი მთელი ხალხით, გამოვლენ ისინი ჩვენს დასახვედრად, როგორც მანამდე იყო, ჩვენ გავექცევით მათ.
6
ისინი დაგვედევნებიან უკან, რაკი იფიქრებენ, რომ უწინდელივით გაგვირბიანო. ჩვენ კი მანამ გავექცევით, ვიდრე ქალაქს არ მოვწყვეტთ მათ.
7
მაშინ ადგებით თქვენი საფარიდან და დაეუფლებით ქალაქს. და ხელში ჩაგიგდებთ მას უფალი, თქვენი ღმერთი.
8
და როცა აიღებთ ქალაქს, ცეცხლს მიეცით ის; მოიქეცით უფლის სიტყვისამებრ. აჰა, მე გიბრძანებთ თქვენ.“
9
და გაგზავნა ისინი იესომ, და წავიდნენ საფარში, და ჩასხდნენ ბეთელსა და ღაის შუა, ღაის დასავლეთით. და გაათია იესომ ის ღამე ხალხში.
10
და ადგა იესო დილაადრიანად და დაათვალიერა ხალხი, და ისრაელის უხუცესებთან ერთად ხალხს ღაისკენ წაუძღვა.
11
და მთელი მეომრები, ვინც მასთან იყვნენ, ავიდნენ, მიუახლოვდნენ და გაუსწორდნენ ქალაქს, და დაიბანაკეს ღაის ჩრდილოეთით. ღარტაფი იყო ღაისა და მათ შორის.
12
და გამოირჩია იესომ 5 ათასამდე კაცი, და ჩაასაფრა ბეთელსა და ღაის შუა, ქალაქის დასავლეთით.
13
და მოიცვა ხალხმა მთელი ბანაკი, ქალაქის ჩრდილოეთით რომ იყო; ჩასაფრებული რაზმი კი ქალაქის დასავლეთით იყო. და გავიდა იესო იმ ღამეს შუაგულ ველზე.
14
როგორც კი დაინახა ეს ღაის მეფემ, ქალაქის მამაკაცებმა ისწრაფეს, ადგნენ ადრიანად და გავიდნენ ისრაელის წინააღმდეგ საომრად, ის და მთელი მისი ხალხი, დათქმულ დროს ყარაბას წინ. მან არ იცოდა, თუ მტერი იყო ჩასაფრებული ქალაქის უკან.
15
და იესო და მთელი ისრაელი, თითქოს დამარცხდნენო მათ წინაშე, გაიქცნენ უდაბნოს გზით.
16
და დასცა ყიჟინა მთელმა ხალხმა, რომელიც ღაიში იყო, რათა დადევნებოდა მათ, და გამოედევნენ იესოს და მოსწყდნენ ქალაქს.
17
და კაცი არ დარჩენილა ღაიში და ბეთელში, ისრაელს რომ არ გამოჰკიდებოდა უკან. ღია დატოვეს ქალაქი და ისრაელიანთ დაედევნენ უკან.
18
და უთხრა უფალმა იესოს: „ღაის მოუღერე შუბი, ხელში რომ გიჭირავს, რადგან მას ხელში ჩაგიგდებ.“ და მოუღერა იესომ ქალაქს შუბი, ხელში რომ ეჭირა.
19
და ჩასაფრებულები უმალ წამოიშალნენ თავიანთი ადგილებიდან და გაიქცნენ, როდესაც იესომ ხელი მოუღერა ქალაქს, შიგ შეიჭრნენ და აიღეს იგი; და აღარ დაუყოვნებიათ – ცეცხლს მისცეს ქალაქი.
20
და უკან მოიხედეს ღაის მამაკაცებმა და დაინახეს ქალაქის კვამლი ზეცას რომ სწვდებოდა. და აღარ დარჩათ მათ გასაქცევი ადგილი არც იქით, არც აქეთ. და უდაბნოსაკენ გაქცეული ხალხი შემოუბრუნდა მდევრებს.
21
და დაინახა იესომ და მთელმა ისრაელმა, რომ ჩასაფრებულებმა აიღეს ქალაქი, და ქალაქს კვამლი ავარდა, მობრუნდნენ და მოსრეს ღაის მცხოვრებნი.
22
და ისინი გამოვიდნენ ქალაქიდან მათ დასახვედრად, და ისრაელიანთა შორის მოექცნენ ღაის მკვიდრნი, აქედანაც და იქიდანაც. და მუსრეს ისინი ისრაელიანებმა, და არ გაუშვეს მათ გადარჩენილი და ლტოლვილი.
23
და შეიპყრეს ღაის მეფე ცოცხლად და მიჰგვარეს იგი იესოს.
24
და როცა მორჩა ისრაელი ღაის ყველა მკვიდრის დახოცვას ველზე, უდაბნოში, სადამდეც გაიტყუეს ისინი, და ყველანი დაეცნენ მახვილის პირით, შემობრუნდა მთელი ისრაელი ღაისაკენ და შემუსრეს ისიც მახვილით.
25
და იმ დღეს სულ 12 ათასი კაცი და ქალი დაეცა ღაის მცხოვრებთაგან.
26
და იესოს არ ჩამოუშვია ხელი, რომლითაც შუბი მოუღერა, ვიდრე არ მოსპო ღაის ყველა მცხოვრები.
27
და იმ ქალაქისა მხოლოდ პირუტყვი და ნადავლი დაიტაცა თავისთვის ისრაელმა, უფლის სიტყვისამებრ, რომელიც მან უბრძანა იესოს.
28
და გადაწვა იესომ ქალაქი ღაი, საუკუნო ნანგრევებად და უკაცრიელ ადგილად აქცია, დღევანდლამდე.
29
ღაის მეფე კი ჩამოჰკიდა ხეზე, საღამომდე. და მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ, და ხიდან ჩამოხსნეს მისი გვამი, ქალაქის კარიბჭესთან დააგდეს და ზედ ქვის დიდი ყორე აღმართეს რომელიც შემორჩენილია დღემდე.
30
მაშინ აუგო იესომ სამსხვერპლო უფალს, ისრაელის ღმერთს, ღებალის მთაზე,
31
როგორც უბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელიანებს. ისე ააგო, როგორც ეს სწერია მოსეს რჯულის წიგნში – „სამსხვერპლო მთლიანი ლოდებისგან, რომლებისთვისაც რკინა არ მოუქნევიათ.“ და აღუვლინეს მასზე სრულადდასაწველები უფალს, და შესწირეს სამშვიდობო მსხვერპლი.
32
და გადააწერა იმ ქვებს მოსეს რჯული, რომელიც დაწერილი ჰქონდა მას ისრაელის ძეთა წინაშე.
33
და მთელი ისრაელი, და მისი უხუცესნი, და ზედამხედველნი, და მისი მსაჯულნი იდგნენ კიდობნის აქეთ-იქით, უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი ლევიანი მღვდლების პირდაპირ, როგორც ხიზანი, ისე მკვიდრი. მათი ნახევარი იდგა გერიზიმის მთის პირდაპირ, და მეორე მისი ნახევარი – ღებალის მთის პირდაპირ, როგორც ადრევე უბრძანა მოსემ, უფლის მსახურმა, ისრაელის ერის საკურთხებლად.
34
და შემდეგ წაიკითხა იესომ რჯულის ყველა სიტყვა, კურთხევა და წყევლა, ყოველივე, რჯულის წიგნში ჩაწერილის მიხედვით.
35
არ ყოფილა სიტყვა მოსეს ნაბრძანებიდან, იესოს რომ არ წაეკითხა მთელი კრებულის წინაშე, დედაკაცების და პატარებისა და ხიზნების წინაშე, რომელნიც მათ შორის იყვნენ მოსულნი.
← Chapter 7
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 9 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24