bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 9
Joshua 9
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 10 →
1
ეს რომ გაიგეს მეფეებმა, რომლებიც იორდანეს გაღმა იყვნენ, მთასა და ბარში, დიდი ზღვის სანაპიროზე, ლიბანის ახლოს, ხეთელებმა, ამორეველებმა, ქანაანელებმა, ფერიზელებმა, ხიველებმა და იებუსელებმა,
2
თავი ერთად მოიყარეს, რომ შებრძოლებოდნენ იესოსა და ისრაელს ერთსულოვნად.
3
როდესაც გაიგეს გიბეონის მკვიდრებმა, რა უყო იესომ იერიხოსა და ღაის,
4
ცბიერად მოიქცნენ: წავიდნენ და დაიმზადეს საგზალი, და აჰკიდეს ძველი ტომრები და ღვინის ძველი, დახეთქილი და გადაკერებული ტიკები, თავიანთ სახედრებს.
5
ფეხზეც გაცვეთილი და დაკერებული ფეხსამოსი ეცვათ და ტანზეც გაცვეთილი სამოსელი ემოსათ. გამხმარი და დაობებული პური იყო მთელი მათი საგზალი.
6
და მივიდნენ იესოსთან ბანაკში, გილგალში, და უთხრეს მას და მთელ ისრაელს: „შორი ქვეყნიდან მოვედით ჩვენ, და ახლა აღთქმა დაგვიდეთ.“
7
და უთხრეს ისრაელიანებმა ხიველებს: „როგორ უნდა დაგიდოთ აღთქმა? ერთიც ვნახოთ და, შენ ჩვენს შორისა მკვიდრობ?“
8
და უთხრეს იესოს: „შენი მსახურები ვართ.“ და ჰკითხა მათ იესომ: „ვინა ხართ და საიდან მოსულხართ?“
9
მათ უთხრეს: „ძალიან შორი ქვეყნიდან მოვედით შენი მსახურნი, უფლის, შენი ღმერთის, სახელით, რადგან გვსმენია მისი ამბავი და ყველაფერი, რაც ეგვიპტეში მოიმოქმედა,
10
და ყველაფერი, რაც უყო ორ ამორეველ მეფეს, რომელნიც იყვნენ იორდანეს გაღმა: სიხონს – ხეშბონის მეფეს, და ყოგს – ბაშანის მეფეს, რომელიც ყაშთაროთში მმართველობდა.
11
და გვითხრეს ჩვენმა უხუცესებმა და ჩვენი ქვეყნის ყველა მკვიდრმა ასე: ხელში აიღეთო საგზალი, წადით მათ შესახვედრად და უთხარით: ‘ჩვენ თქვენი მსახურები ვართ და ახლა დაგვიდეთ აღთქმა.’
12
ეს ჩვენი პური, ჯერ კიდევ თბილი იყო, როცა საგზლად წამოვიღეთ ჩვენი სახლებიდან იმ დღეს, თქვენთან წამოსასვლელად რომ გამოვედით, და ახლა ის გამხმარია და დაობებული.
13
და ეს ღვინის ტიკები, რომ ავავსეთ, ახლები იყო, და აჰა, დასკდა. და ჩვენი სამოსელი და ფეხსაცმელი გაცვდა ძალიან შორი გზის გამო.“
14
და აიღეს ისრაელიანებმა მათი საგზალი ისე, რომ უფლისთვის არც კი უკითხავთ.
15
და სამშვიდობო ზავი შეკრა მათთან იესომ და პირობა დაუდო, რომ ცოცხლებს დატოვებდა. და შეჰფიცეს მათ თემის მთავრებმაც.
16
სამი დღე რომ გავიდა კავშირის შეკვრიდან, გაიგეს, რომ ისინი მათი მეზობლები ყოფილან და მათ ახლოს უცხოვრიათ.
17
და აიყარნენ ისრაელის ძენი, და მესამე დღეს მივიდნენ მათ ქალაქებში. მათი ქალაქები იყო: გიბეონი, ქეფირა, ბეეროთი და კირიათ-იეყარიმი.
18
და არ მოსრეს ისინი ისრაელის ძეთ, რადგან თემის მთავრებმა უფალი, ისრაელის ღმერთი, დაუფიცეს. და დრტვინავდა მთელი თემი მთავრებზე.
19
და უთხრეს მთავრებმა მთელ თემს: „ჩვენ მათ უფალი, ისრაელის ღმერთი, დავუფიცეთ და ამიტომ მათი ხელის ხლება არ შეგვიძლია.
20
ასე მოვექცევით მათ: ცოცხლებს დავტოვებთ, რომ არ დაგვატყდეს რისხვა იმ ფიცის გამო, რითაც შევფიცეთ მათ.“
21
და უთხრეს მათ მთავრებმა: „იცოცხლონ!“ იმ დღიდან შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად ჰყავთ ისინი მთელ თემს, როგორც მთავრებმა გადაუწყვიტეს მათ.
22
და მოუხმო მათ იესომ, და უთხრა: „რატომ მოგვატყუეთ, რომ გვითხარით: ძალიან შორსა ვბინადრობთო თქვენგან, და ჩვენი მეზობლები კი ყოფილხართ?
23
წყეულიმც იყავით ამიერიდან! ნუ გამოილევა თქვენგან მსახური, შეშის მჭრელები და წყლის მხაპავი ჩემი ღმერთის ტაძრისთვის.“
24
და მიუგეს იესოს და უთხრეს: „რადგან გაგებით გაგებული ჰქონდათ შენს მსახურთ, რაც უბრძანა უფალმა, შენმა ღმერთმა, მოსეს, თავის მსახურს, რათა მოეცა თქვენთვის მთელი ეს ქვეყანა და გაენადგურებინა ყოველი მკვიდრი ამ ქვეყნისა თქვენს წინაშე, შეგვეშინდა ჩვენი სიცოცხლის გამო თქვენს წინაშე და ეს საქმე მოვიმოქმედეთ.
25
და აჰა, ახლა შენს ხელთა ვართ. როგორც გიჯობდეს და სამართლიანი იყოს შენს თვალში, ჩვენს მიმართ მოქცევა, ისე მოგვექეცი.“
26
და ასე მოექცა იგი მათ: იხსნა ისინი ისრაელის ძეთა ხელიდან, და არ დახოცეს ისინი.
27
და დააყენა ისინი იესომ იმ დღეს შეშის მჭრელებად და წყლის მხაპავებად თემისათვის და უფლის სამსხვერპლოსათვის დღევანდლამდე, იმ ადგილას, რომელსაც უფალი ამოირჩევდა.
← Chapter 8
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 10 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24