bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 19
Joshua 19
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 20 →
1
და მეორე წილი ხვდა სიმეონს, სიმეონის ტომის ყველა საგვარეულოს. და იყო მათი სამკვიდრო იუდას ძეთა სამკვიდროში.
2
იგი შეიცავდა: ბეერ-შებაყს, მოლადას,
3
ხაცარ-შუყალს, ბალას, ყეცემს,
4
ელთოლადს, ბეთულს, ხორმას,
5
ციკლაგს, ბეთ-მარქაბოთს, ხაცარ-სუსას,
6
ბეთ-ლებაოთს და შარუხენს, სულ ცამეტ ქალაქს მათი დაბებითურთ;
7
ყაინს, რიმონს, ყეთერს და ყაშანს – ოთხ ქალაქს მათი დაბებითურთ.
8
და ყველა სოფელს, რომლებიც ამ ქალაქების ირგვლივ იყო, ბაყალათ-ბეერამდე და რამათ-ნეგებამდე, ეს იყო სამკვიდრო სიმეონის ძეთა ტომისა ყველა მათი საგვარეულოსათვის.
9
იუდას ძეთა წილიდან გამოუყვეს სიმეონის ძეთ სამკვიდრო, რადგან დიდი წილი ჰქონდათ იუდაელთ; და დაიმკვიდრეს სიმეონის ძეთ მათ სამკვიდროში.
10
მესამე წილი ერგო ზებულუნის ძეთ ყველა მათი საგვარეულოსათვის. მათი სამკვიდროს საზღვარი სარიდამდე აღწევდა.
11
სარიდიდან საზღვარი მიდიოდა დასავლეთისაკენ, მარყალასაკენ, და ეკვროდა დაბეშეთსა და იმ ველს, იოკნეყამის წინ რომ არის.
12
და სარიდიდან უხვევდა აღმოსავლეთისაკენ ქისლოთ-თაბორამდე, და გადიოდა დაბრათისკენ, და მიიწევდა იაფიაყისკენ.
13
და იქიდან გადიოდა აღმოსავლეთის მიმართულებით, მზის აღმოსავლეთისკენ, გათ-ხეფერისკენ, ეთ-კაცინისკენ, და გადადიოდა რიმონისკენ და უხვევდა ნეყასაკენ.
14
და უხვევდა ის საზღვარი ჩრდილოეთიდან ხანათონისკენ, და თავდებოდა იფთახ-ელის ველზე;
15
ამ სამკვიდროში შედიოდა კატათი, ნაჰალალი, შიმრონი, იდალა და ბეთლემი – 12 ქალაქი მათი დაბებითურთ.
16
ეს იყო ზებულუნის ძეთა და მათი სახლეულობების სამკვიდრო – ეს ქალაქები მათი დაბებითურთ.
17
ისაქარს ერგო მეოთხე წილი – ისაქარის მოდგმის ყველა საგვარეულოსათვის.
18
და მათ წილში შედიოდა იზრეყელი, ქესულოთი, შუნემი,
19
ხაფარაიმი, შიონი, ანახარათი,
20
რაბითი, კიშონი, ებეცი,
21
რემეთი, ყენ-განიმი, ყენ-ხადა და ბეთ-ფაცეცი.
22
და ეკვროდა საზღვარი თაბორს, შახაცუმას და ბეთ-შემეშს. საზღვარი თავდებოდა იორდანესთან: 16 ქალაქი მათი დაბებითურთ.
23
ეს იყო სამკვიდრო ისაქარის ტომის ყველა საგვარეულოსი (ქალაქები და სოფლები მათ ირგვლივ).
24
და ერგო მეხუთე წილი აშერის ძეთა ტომს – ყველა მის საგვარეულოს.
25
და მათ სამკვიდროში შედიოდა ხელკათი, ხალი, ბეტენი, აქშაფი,
26
ალამელექი, ყამყადი და მიშალი. მათი საზღვარი დასავლეთით აღწევდა ქარმელსა და შიხორ-ლიბნათს.
27
მეორე მხარეს – აღმოსავლეთის მიმართულებით – საზღვარი მიდიოდა ბეთ-დაგონისაკენ, და აღწევდა ზებულუნისა და იფთახ-ელის ველის მიწებს ჩრდილოეთიდან. ამავე სამკვიდროში შედიოდა ბეთ-ყემეკი და ნეყიელი; შემდეგ საზღვარი გადიოდა ქაბულისაკენ ჩრდილოეთით;
28
ამ სამკვიდროში შედიოდა აგრეთვე ყაბდონი, რეხობი, ხამონი და კანა. საზღვარი აღწევდა დიდ ციდონამდე,
29
და უხვევდა რამასკენ, მიდიოდა ციხე-ქალაქ ცორამდე, იქიდან უხვევდა ხოსასკენ და თავდებოდა ზღვასთან. სამკვიდროში შედიოდა მახალები, აქზიბი,
30
ყუმა, აფეკი და რეხობი – 22 ქალაქი მათი დაბებითურთ.
31
ეს იყო აშერის ძეთა ტომის სამკვიდრო ყველა მათი საგვარეულოსათვის – ქალაქები მათი დაბებითურთ.
32
ნაფთალის ძეთა შთამომავალთ – ნაფთალის ძეთა მოდგმის ყველა საგვარეულოს – მეექვსე წილი შეხვდა.
33
და იწყებოდა მათი სამკვიდროს საზღვარი ხელეფიდან და ცაყანანიმის მუხიდან, ადამი-ნეკებისა და იაბნეელის გავლით ლაკუმამდე მიდიოდა და, თავდებოდა იორდანესთან.
34
მეორე მხარეს – დასავლეთით – საზღვარი მიდიოდა აზნოთ-თაბორისკენ ხოლო იქიდან – ხუკოკისკენ. სამხრეთიდან მათი სამკვიდრო ესაზღვრებოდა ზებულუნს, დასავლეთიდან აშერს, ხოლო აღმოსავლეთიდან იორდანეს იუდას.
35
მათ სამკვიდროშია ციხე-ქალაქები: ციდიმი, ცერი, ხამათი, რაკათი, ქინერეთი,
36
ადამა, რამა, ხაცორი,
37
კედეში, ედრეყი, ყენ-ხაცორი,
38
ირონი, მიგდალ-ელი, ხორემი, ბეთ-ყანათი და ბეთ-შემეში – 19 ქალაქი თავისი დაბებითურთ.
39
ეს იყო ნაფთალის ტომის სამკვიდრო ყველა მათი საგვარეულოებისთვის – ქალაქები და დაბები მის ირგვლივ.
40
დანის ძეთა ტომს მთელი მათი საგვარეულოებისთვის ერგო მეშვიდე წილი.
41
და მათ სამკვიდროში იყო ცორყა, ეშთაოლი, ყირ-შემეში,
42
შაყალაბინი, აიალონი, ითლა,
43
ელონი, თიმნა, ყეკრონი,
44
ელთეკე, გიბეთონი, ბაყალათი,
45
იეჰუდი, ბენე-ბერაკი, გათ-რიმონი,
46
მე-იარკონი და რაკონი და ასევე მიწები იაფოს პირდაპირ.
47
და დანის ძეთა მოდგმამ დაკარგა თავისი სამკვიდრო. მაშინ წავიდნენ დანის ძენი და შეებრძოლნენ ლეშემს, აიღეს იგი და მოსრეს მახვილის პირით, და იქ დასახლდნენ. და უწოდეს ლეშემს დანი, მათი მამის, დანის, სახელის მიხედვით.
48
ეს იყო დანის ძეთა ტომის სამკვიდრო მათი საგვარეულოების მიხედვით: ეს ქალაქები და მათი სოფლები.
49
და როცა მორჩნენ ქვეყნის დამკვიდრებას მისი საზღვრებითურთ, მაშინ მისცეს ისრაელის ძეთ სამკვიდრო იესოს, ნავეს ძეს, მათ შორის.
50
უფლის ბრძანებით მათ იესოს მისცეს ქალაქი თიმნათ-სერახი, რომელიც თავისთვის აირჩია იესომ ეფრემის მთაზე. და ააშენა ქალაქი და იქ დასახლდა.
51
ესენი იყო სამკვიდროები, რომელნიც დაუმკვიდრეს ელეაზარ მღვდელმა, იესო ნავეს ძემ, და მთავრებმა ისრაელის ძეთა ტომებს წილისყრით შილოში, უფლის წინაშე, საკრებულო კარვის კარიბჭესთან. და ასე მორჩნენ ქვეყნის დანაწილებას.
← Chapter 18
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 20 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24