bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 3
Joshua 3
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 4 →
1
და ადგა იესო დილაადრიან, და აიყარნენ შიტიმიდან და მივიდნენ იორდანესთან ის და ყველა ისრაელის ძე, და გაათიეს იქ, ვიდრე გაღმა გავიდოდნენ.
2
და სამი დღის შემდეგ ზედამხედველებმა მოიარეს მთელი ბანაკი,
3
და უბრძანეს ხალხს ასე: „როდესაც იხილავთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმის კიდობანს და ლევიან მღვდლებს, რომლებიც მას ატარებენ, თქვენც აიყარენით თქვენი ადგილიდან და მათ მიჰყევით უკან.
4
ოღონდ მანძილი იყოს თქვენსა და კიდობანს შორის 2 ათას წყრთამდე; ნუ მიუახლოვდებით მას, რათა იცოდეთ გზა, რომლითაც უნდა იაროთ, რადგან არ გივლიათ ამ გზით არც გუშინ, არც გუშინწინ.“
5
და უთხრა იესომ ხალხს: „განიწმიდენით, რადგან ხვალ უფალი მოიმოქმედებს თქვენს შორის სასწაულებს.“
6
და უთხრა იესომ მღვდლებს ასე: „აიღეთ აღთქმის კიდობანი და ამ ხალხის წინ იარეთ.“ და აიღეს აღთქმის კიდობანი და წავიდნენ ხალხის წინ.
7
და უთხრა უფალმა იესოს: „ამ დღეს დავიწყებ შენს განდიდებას მთელი ისრაელის თვალწინ, რათა იცოდნენ, რომ, როგორც მოსესთან ვიყავი, შენთანაც ისევე ვიქნები.
8
და შენ უბრძანე მღვდლებს, აღთქმის კიდობნის მტვირთელთ, ასე: ‘როგორც კი იორდანეს წყლის ნაპირს მიადგებით, შეჩერდით.’“
9
და უთხრა იესომ ისრაელის ძეთ: „მოდით აქ და მოისმინეთ უფლის, თქვენი ღმერთის, სიტყვები.“
10
და თქვა იესომ: „ამით გაიგებთ, რომ ცოცხალი ღმერთია თქვენს შორის და ის განდევნის თქვენი პირისაგან ქანაანელებს, ხეთელებს, ხიველებს, ფერიზელებს და გირგაშელებს, ამორეველებსა და იებუსელებს.
11
აჰა, აღთქმის კიდობანი მთელი ქვეყნის უფლისა გადალახავს თქვენს წინაშე იორდანეს.
12
და ახლა ამოირჩიეთ 12 კაცი ისრაელის ტომთაგან, თითო კაცი თითო ტომიდან.
13
როდესაც კიდობნის, მთელი ქვეყნის უფლის კიდობნის მტვირთელი მღვდლების ფეხის ტერფები ჩადგებიან იორდანეს წყლებში, წყალი გაიპობა: მათ ქვემოთა წყალი ჩაიწრიტება, ზემოდან მომდინარე წყალი კი შეჩერდება და კედლად შედგება.“
14
და აიყარა ხალხი თავისი კარვებიდან იორდანეს გადასალახავად, და აღთქმის კიდობნის მტარებელი მღვდლები გაუძღვნენ მათ წინ.
15
ყანების მკის დრო იყო, როცა იორდანე წყალუხვია და ნაპირებზე გადმოდის. მაგრამ როგორც კი კიდობნის მტვირთველმა მღვდლებმა ფეხი ჩადგეს წყალში,
16
ზემოდან მომდინარე წყლები შეჩერდა და კედლად აღიმართა – კარგა შორს, ადამთან, რომელიც ცართანის გვერდით მდებარეობს. და მარილოვანი ზღვისკენ მიმდინარე წყლები სრულიად ჩაიწრიტა, და ხალხმა იერიხოს პირდაპირ გადაიარა.
17
და იდგნენ უფლის აღთქმის კიდობნის მტვირთველი მღვდლები მშრალზე, შუაგულ იორდანეში მყარად. და მთელი ისრაელი გადადიოდა მშრალზე, ვიდრე არ დაასრულა მთელმა ერმა იორდანეს გადალახვა.
← Chapter 2
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 4 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24