bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 13
Joshua 13
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 14 →
1
უკვე მოხუცი იყო იესო და დღეებს გარდასული, როცა უთხრა მას უფალმა: „შენ უკვე მოხუცი ხარ და დღეებს გარდასული, დასამკვიდრებელი მიწა-წყალი კი ძალიან ბევრი დარჩა.
2
აჰა, მიწები, რომლებიც დაუნაწილებელი დარჩა: ფილისტიმელთა მთელი მხარე და გეშურელთა მთელი ქვეყანა.
3
მთელი მიწა-წყალი შიხორიდან, ეგვიპტის საზღვართან რომ არის, და ყეკრონის ჩრდილოეთ საზღვრამდე, ქანაანის ნაწილად ითვლება; იქვე ფილისტიმელთა ხუთი სამთავრო: ღაზა, აშდოდი, აშკელონი, გათი და ყეკრონი. ეს არის ყავიმელთა მიწა-წყალი
4
სამხრეთში. ეს ყოველივე ქანაანელთა მიწა-წყალია ციდონელთა მეყარადან აფეკამდე ედა ამორეველთა საზღვრებამდე.
5
და გებალელთა ქვეყანა და მთელი ლიბანი მზის აღმოსავლეთით, ბაყალ-გადიდან, ხერმონის მთის ძირიდან, ხამათის მისასვლელამდე.
6
მთის ყველა მკვიდრი ლიბანიდან მისრეფოთ-მაიმამდე, ყველა ციდონელს განვდევნი ისრაელის ძეთა წინაშე. ოღონდ წილისყრით გაუნაწილე სამკვიდროდ ისრაელს, როგორც მე გიბრძანე.
7
და ახლა გაუნაწილე ქვეყანა სამკვიდროდ ცხრა ტომსა და მანაშეს ნახევარტომს.“
8
მანაშეს ნახევარტომს (და მასთან ერთად რეუბენის ტომსა და გადის ტომს) უკვე მიღებული ჰქონდა თავიანთი სამკვიდრო მიწა, რომელიც მისცა მათ მოსემ იორდანეს გაღმა, მის აღმოსავლეთით. უფლის მსახურმა მოსემ მისცა მათ
9
მიწა-წყალი დაწყებული ყაროყერიდან, არნონის ველზე რომაა, და ქალაქი, რომელიც არნონის ველზეა, და მთელი ვაკე მედებადან ვიდრე დიბონამდე,
10
და ყველა ქალაქი სიხონისა, ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში (ყამონელთა საზღვრამდე),
11
ასევე გალაადი და მხარე გეშურელთა, და მაყაქათელთა, და მთელი ხერმონის მთა და მთელი ბაშანი ვიდრე სალქამდე
12
(მთელი მიწა-წყალი ყოგისა, ბაშანის მეფისა, რომელიც მბრძანებლობდა ყაშთაროთსა და ედრეყში; ისღა იყო რეფაიმელთა უკანასკნელი ნატამალიდან). ეს მეფეები სძლია მოსემ და დაეპატრონა მათ მიწა-წყალს.
13
და არ განუდევნიათ ისრაელიანთ გეშურელნი და მაყაქათელნი – ისინი დღემდე ცხოვრობენ ისრაელიანთა შორის.
14
მხოლოდ ლევის ტომისთვის არ მიუცია მოსეს წილი. მათი წილი არის უფლის, ისრაელის ღმერთის, მსხვერპლები, როგორც უთხრა უფალმა მოსეს.
15
და მისცა მოსემ რეუბენის ძეთა ტომს საგვარეულოების მიხედვით.
16
მათი მიწა-წყალი იწყებოდა ყაროყერიდან, არნონის ველზე რომ არის, და ქალაქი, რომელიც არნონის ველზეა, და ასევე მთელი ვაკე, მედებამდე,
17
ხეშბონი და ყველა ქალაქი, რომელიც მის გვერდითაა ვაკობზე, – დიბონი, ბამოთ-ბაყალი და ბეთ-ბაყალ-მეყონი,
18
იაჰცა, კედემოთი, მეფაყათი,
19
კირიათაიმი, სიბმა, ცერეთ-შახარი, რომელიც ყემეკის მთაზეა,
20
ბეთ-ფეღორი, ფისგას კალთები და ბეთ-იეშიმოთი –
21
ვაკის ყველა ქალაქი და მთელი სამეფო სიხონისა, ამორეველთა მეფისა, რომელიც მეფობდა ხეშბონში, რომელიც მოსრა მოსემ, ის და მიდიანელი სარდლები: ევი, რეკემი, ცური, ხური და რებაყი, მკვიდრნი ამ ქვეყნისა.
22
და ბალაამი, ძე ბეყორისა, მისანი, მოკლეს ისრაელის ძეთ მახვილით, მათ მიერ სხვა მოკლულთა რიცხვში.
23
და რეუბენის ძეთა საზღვრად იყო იორდანე. რეუბენის ძეთა წილ-ხვედრი იყო მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები და მათი სოფლები.
24
და გამოუყო მოსემ სამკვიდრო გადის ტომს, გადის ძეთ, მათი საგვარეულოების მიხედვით.
25
და იყო მათი სამკვიდრო იაყზერი, და გალაადის ყველა ქალაქი, და ყამონელთა ნახევარი ქვეყანა ვიდრე ყაროყერამდე, რაბას ახლოს რომ არის,
26
და ხეშბონიდან ვიდრე რამათ-მიცფემდე და ბეტონიმამდე, და მახანაიმიდან დებირის საზღვრამდე,
27
და ველზე: ბეთ-ჰარამი, ბეთ-ნიმრა, სუქოთი, ცაფონი და სიხონის, ხეშბონის მეფის, სამეფოს დარჩენილი ნაწილი. იორდანე ესაზღვრებოდა მას ქინერეთის ზღვის კიდემდე, იორდანეს გაღმა, აღმოსავლეთით.
28
ეს იყო სამკვიდრო გადის ძეთა მათი საგვარეულოების მიხედვით, ქალაქები და მათი სოფლები.
29
და მისცა მოსემ მანაშეს ნახევარტომს სამკვიდრო, და ეს იყო მანაშეს ძეთა ნახევარტომისა, მათი საგვარეულოების მიხედვით.
30
და იყო საზღვარი მათი: მახანაიმიდან მთელი ბაშანი, მთელი სამეფო ყოგისა, ბაშანის მეფისა, და ყველა სოფელი იაირისა, რომელიც ბაშანშია – 60 ქალაქი.
31
და ნახევარი გალაადი, და ყაშთაროთი, და ედრეყი – ყოგის სამეფოს ქალაქები ბაშანში ერგოთ მანაშეს ძის, მაქირის, შთამომავლებს, მაქირის ძეთა ნახევარს, მათი საგვარეულოების მიხედვით.
32
ეს არის, რაც გაანაწილა მოსემ მოაბის ვაკობზე, იორდანეს აღმოსავლეთით – იერიხოს მდინარისა.
33
ლევის ტომისთვის არ მიუცია მოსეს სამკვიდრო. მათი სამკვიდრ – ასე უთხრა მათ მოსემ – თავად უფალი, ისრაელის ღმერთია.
← Chapter 12
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 14 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24