bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 23
Joshua 23
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 24 →
1
მრავალმა ხანმა განვლო მას შემდეგ, რაც უფალმა მოასვენა ისრაელი ყველა მისი გარსმორტყმული მტრისაგან, და მოხუცდა იესო და დღეებით დაიღალა.
2
მოუხმო იესომ მთელ ისრაელს, მის უხუცესებს, მის მთავრებს, მის მსაჯულებს, მის მოხელეებს და უთხრა მათ: „მე დავბერდი და დავიღალე დღეებით.
3
თქვენ ნანახი გაქვთ ყველაფერი, რაც უყო უფალმა, თქვენმა ღმერთმა, მთელ ამ ხალხს თქვენს წინაშე, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, თავად იბრძოდა თქვენთვის.
4
ნახეთ, წილისყრით ვარგუნე თქვენს ტომებს ჯერ კიდევ აქ დარჩენილი ხალხების მიწები სამკვიდროდ, იორდანედან დაწყებული დიდ ზღვამდე მზის დასავლამდე, როგორც იმ ხალხთა მიწები, რომლებიც მე გავანადგურე.
5
და უფალი, თქვენი ღმერთი, თავად აყრის ამ ხალხებს – ის წაართმევს მათ მიწებს და თქვენ მოგცემთ, და თქვენ დაიმკვიდრებთ ამ ქვეყანას, როგორც აღგითქვათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
6
თქვენ კი მტკიცედ უნდა დაიცვათ და შეასრულოთ ყველაფერი, რაც ჩაწერილია მოსეს რჯულის წიგნში, ერთი ნაბიჯითაც არ უნდა გადაუხვიოთ მისგან არც მარჯვნივ და არც მარცხნივ,
7
რათა არ აღერიოთ იმ ხალხებს, თქვენს შორის რომ დარჩნენ, მათი ღმერთების სახელს ნუ ახსენებთ, ნურც დაიფიცავთ მათ, ნურც ემსახურებით და ნურც თაყვანს სცემთ.
8
არამედ მიეწებეთ უფალს, თქვენს ღმერთს, როგორც დღემდე იქცეოდით.
9
უფალმა აჰყარა თქვენი პირისაგან დიდი და ძლიერი ხალხები და დღემდე წინ ვერავინ აღგიდგათ.
10
ერთი თქვენიანი ათასს განდევნის, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, იბრძვის თქვენთვის, როგორც შეგპირდათ.
11
მაშ გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი.
12
ხოლო თუ თქვენ მიიქცევით და მიეწებებით ამ დანარჩენ ხალხს, თქვენთან რომ დარჩნენ, და დაუმოყვრდებით მათ, და მიხვალთ თქვენ მათთან და ისინი – თქვენთან,
13
იცოდეთ, რომ უფალი, თქვენი ღმერთი, აღარ აჰყრის ამ ხალხებს თქვენი პირისაგან, და იქნებიან ისინი თქვენთვის მახე და ხაფანგი, და მათრახი თქვენი ზურგისთვის, და ეკალი თქვენი თვალისთვის, ვიდრე არ გადაშენდებით ამ კეთილი მიწიდან, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა.
14
აჰა, მე მალე გავუდგები იმ გზას, რომელიც ყველას მოელის. და თქვენ მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით შეიგნეთ, რომ არც ერთი სიტყვა არ გაცუდებულა ყველა იმ სასიკეთო სიტყვებიდან, რაც თქვენზე უთქვამს უფალს, თქვენს ღმერთს. ყოველივე აგიხდათ თქვენ და არ გაცუდებულა მათგან არც ერთი სიტყვა.
15
და როგორც აგიხდათ ყველა სასიკეთო სიტყვა, რაც თქვენთვის ჰქონდა ნათქვამი უფალს, თქვენს ღმერთს, ასევე მოგივლენთ უფალი ყველა ბოროტ სიტყვას, ვიდრე არ მოგსპობთ ამ კეთილი მიწიდან, რომელიც მოგცათ უფალმა, თქვენმა ღმერთმა,
16
როგორც კი გადახვალთ უფლის, თქვენი ღმერთის, აღთქმას, თქვენ რომ აღგითქვათ, და წახვალთ და ემსახურებით სხვა ღმერთებს და თაყვანს სცემთ მათ, მაშინ აღეგზნება რისხვა უფლისა თქვენზე და უმალ გადაშენდებით ამ კეთილი ქვეყნიდან, რომელიც თქვენთვის მოუცია.“
← Chapter 22
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 24 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24