bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 6
Joshua 6
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 7 →
1
ჩაიკეტა იერიხოს კარიბჭე და ჩარაზული იყო ისრაელის ძეთა შიშის გამო. არავინ გამოდიოდა იქიდან და არც ვინმე შედიოდა.
2
და უთხრა უფალმა იესოს: „აჰა, შენ გაძლევ იერიხოს, მის მეფეს და მის მამაც მეომრებს.
3
დაე თქვენმა მხედრობამ გარს შემოუაროს ქალაქს დღეში ერთხელ, ექვსი დღის მანძილზე.
4
და შვიდმა მღვდელმა ატაროს ვერძის რქის შვიდი ბუკი კიდობნის წინ. მეშვიდე დღეს კი შვიდგზის შემოუარეთ ქალაქს, მღვდლებმა კი შვიდგზის დასცენ ბუკი.
5
და როცა დასცემენ ვერძის რქის ბუკს და გაიგონებთ ბუკის ხმას, მთელმა ხალხმა დასცეს დიდი ყიჟინა და ადგილზევე ჩაიქცევა ქალაქის კედლები, და ზედ ავა ხალხი თითოეული თავისი მხრიდან.“
6
და მოუხმო იესო ნავეს ძემ, მღვდლებს და უთხრა მათ: „წაიღეთ აღთქმის კიდობანი. შვიდმა მღვდელმა კი ატაროს ვერძის რქის შვიდი ბუკი უფლის კიდობნის წინ.“
7
და უთხრა ხალხს: „წადით და გარს შემოუარეთ ქალაქს და შეჭურვილებმა იარონ უფლის კიდობნის წინ.“
8
და როგორც კი იესომ ხალხს ეს უთხრა, ბუკსა სცა შვიდმა მღვდელმა, რომელთაც უფლის წინ მიჰქონდათ ვერძის რქის შვიდი ბუკი, უფლის აღთქმის კიდობანი უკან მიჰყვებოდა მათ.
9
შეჭურვილი მებრძოლნი წინ მიუძღოდნენ მღვდლებს, რომლებიც ბუკსა სცემდნენ, და უკანანი კიდობანს უკან მიჰყვებოდნენ და წამდაუწუმ ბუკსა სცემდნენ.
10
და ხალხს უბრძანა იესომ: „ნუ იყიჟინებთ და ნურავის გააგონებთ თქვენს ხმას, და სიტყვა არ დაგცდეთ ბაგეთაგან იმ დღემდე, ვიდრე მე არ გეტყვით: დაეცით-მეთქი ყიჟინა! და თქვენც მაშინ დასცემთ ყიჟინას.“
11
და გარს შემოუარა უფლის კიდობანმა ქალაქს, დაარტყა ერთი წრე; და მივიდნენ ბანაკში, და გაათიეს ბანაკში.
12
და ადგა იესო დილაადრიანად, და წაიღეს მღვდლებმა კიდობანი უფლისა.
13
და შვიდი მღვდელი, რომელთაც მიჰქონდათ ვერძის რქის შვიდი ბუკი, უფლის კიდობნის წინ მიდიოდა, და მიმავალი ბუკსა სცემდა; შეჭურვილი მეომრები წინ მიუძღოდნენ მათ, ხოლო უკანანი უკან მიჰყვებოდნენ უფლის კიდობანს და გზადაგზა ბუკსა სცემდნენ.
14
და გარს შემოუარეს ქალაქს მეორე დღესაც ერთგზის, და დაბრუნდნენ ბანაკში. და ასე აკეთებდნენ ექვსი დღის მანძილზე.
15
ხოლო მეშვიდე დღეს ადრე ადგნენ, განთიადისას, და გარსშემოუარეს ქალაქს იმავე წესით შვიდგზის.
16
და იყო მეშვიდე ჯერზე, როცა ბუკი დასცეს მღვდლებმა, მაშინ უთხრა იესომ ხალხს: „დაეცით ყიჟინა, რადგან უფალმა ხელში ჩაგიგდოთ ეს ქალაქი!
17
უფლისათვის დარისხებული უნდა იყოს ეს ქალაქი და ყველაფერი, რაც მასშია. მხოლოდ მეძავი რახაბი და ყველა, ვინც მასთანაა სახლში, უნდა დარჩნენ ცოცხალი, რადგან მან დამალა ჩვენი გაგზავნილი მსტოვრები.
18
გაფრთხილდით, დარისხებული არაფერი აიღოთ! თორემ მთელ ისრაელიანთა ბანაკს მოაწევს დარისხება – უბედურებას დაატეხთ ყველას.
19
მთელი ვერცხლი და ოქრო, ბრინჯაოსა და რკინის ჭურჭელი წმიდაა უფლისათვის, უფლის საუნჯეში უნდა შევიდეს ის.“
20
ხალხი ახმაურდა და ბუკებსაც ჩაჰბერეს. და როგორც კი ხალხმა საყვირის ხმა გაიგონა, დიდი ყიჟინა ატეხა და ადგილზევე ჩამოიქცა კედლები; და ავიდა ხალხი ქალაქში, თითოეული თავისი მხრიდან, და აიღეს ქალაქი.
21
და დაარისხეს ყველაფერი, რაც ქალაქში იყო: კაცი და ქალი, ჭაბუკი და ხნიერი, ხარი, ცხვარი, თხა და სახედარი.
22
და უთხრა იესომ იმ ორ ჭაბუკს, ქვეყნის დასაზვერად რომ იყვნენ წასული: „მიდით იმ მეძავი ქალის სახლში და გამოიყვანეთ იქიდან ის და ყველა, ვინც მასთანაა, როგორც შეჰფიცეთ მას.“
23
და მივიდნენ ის ჭაბუკები, ქალაქის დასაზვერად რომ იყვნენ, და გამოიყვანეს რახაბი, მამამისი, დედამისი, მისი ძმა და მთელი მისი ოჯახი, ყველა, ვინც მას ჰყავდა, და დატოვეს ისინი ისრაელის ბანაკს გარეთ.
24
და ცეცხლს მისცეს ქალაქი და ყველაფერი, რაც შიგ იყო. მხოლოდ ვერცხლი და ოქრო, ბრინჯაოსა და რკინის ჭურჭელი შემატეს უფლის ტაძრის საუნჯეს.
25
და მეძავი რახაბი და მამამისის სახლი და ყველა, ვინც მას ჰყავდა, ცოცხალი დატოვა იესომ, და ის დარჩა ისრაელში ამ დღემდე, რადგან დამალა მსტოვრები, რომლებიც იესომ გაგზავნა იერიხოს დასაზვერად.
26
მაშინ დაიფიცა იესომ, ასე: „წყეულიმც იყოს უფლის წინაშე ის კაცი, ვინც აღადგენს და ააგებს ამ ქალაქს – იერიხოს! თავის პირმშოზე დააფუძნოს მისი საძირკველი, და თავის უმცროსზე დადგას მისი კარიბჭე.“
27
და იყო უფალი იესოსთან, და განითქვა მისი სახელი მთელს იმ ქვეყანაში.
← Chapter 5
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 7 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24