bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 11
Joshua 11
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 12 →
1
და როცა გაიგო ეს იაბინმა, ხაცორის მეფემ, მაშინვე შეუთვალა იობაბს, მადონის მეფეს, და შიმრონისა და აქშაფის მეფეებს,
2
და აგრეთვე მეფეებს, რომელნიც მკვიდრობდნენ ჩრდილოეთში, მთასა და ბარში, ქინერეთის სამხრეთით, და ყარაბაში, და ნაფოთ-დორში, დასავლეთით.
3
ქანაანელებს, რომლებიც მკვიდრობდნენ აღმოსავლეთით და დასავლეთით, და ამორეველებს, ხეთელებს, ფერიზელებს და იებუსელებს – მთაში, ხიველებს ხერმონის ძირას, მიცფას ქვეყანაში.
4
და გამოვიდნენ ისინი და მთელი ბანაკი მათთან ერთად, მრავალრიცხოვანი ხალხი, იმ ქვიშასავით უთვალავი, ზღვის ნაპირზე რომაა; ძალზე მრავალი იყო ცხენი და ეტლი.
5
და შეიყარა ყველა ეს მეფე, და მოვიდნენ, და დაიბანაკეს ერთად მერომის წყლებთან, რათა ისრაელს შებრძოლებოდნენ.
6
და უთხრა უფალმა იესოს: „ნუ გეშინია მათი, რადგან ხვალ, ამ დროისთვის, ყველა მათგანს შევმუსრავ ისრაელის წინაშე; მათ ცხენებს ძარღვები გადაუჭერით და მათი ეტლები ცეცხლში დაწვით.“
7
იესო თავისი ჯარით მოულოდნელად მიადგა მერომის წყლებს და თავს დაესხა მტერს.
8
და ხელში ჩაუგდო ისინი უფალმა ისრაელს. მოსრეს ისინი ისრაელიანებმა და სდიეს დიდ ციდონამდე, მისრეფოთ-მაიმამდე, და თვით მიცფეს ველამდე აღმოსავლეთით, და მოსრეს ისინი, და არავინ დაუტოვებიათ მათგან ცოცხალი.
9
და ისე მოექცა მათ იესო, როგორც უთხრა მას უფალმა: მათ ცხენებს ძარღვები გადაუჭრა და მათი ეტლები ცეცხლში დაწვა.
10
მაშინვე გამობრუნდა იესო და დაიპყრო ხაცორი, და მახვილით განგმირა მისი მეფე.
11
მახვილის პირით ამოხოცეს ისრაელიანებმა ყოველი სული ვინც კი ქალაქში ცხოვრობდა, დაარისხეს, ცოცხალი არავინ დატოვეს, ხაცორი კი ცეცხლით დაწვა იესომ.
12
და ყველა მეფე და ამ მეფეთა ყველა ქალაქი ჩაიგდო ხელში იესომ, და გაანადგურა ისინი მახვილის პირით, და დაარისხა, როგორც უფლის მსახურის, მოსეს, ბრძანება იყო.
13
ისრაელიანთ არ დაუწვავთ ბორცვებზე გაშენებული არც ერთი ქალაქი, გარდა ხაცორისა, მხოლოდ ის დაწვა იესომ.
14
და ამ ქალაქების მთელი ნადავლი და პირუტყვი თავისთვის დაიტაცეს ისრაელიანებმა; ხოლო ყველა ადამიანი მოსრეს მახვილის პირით მათ, ვიდრე არ გაანადგურეს მთლიანად, ერთიც არ დაუტოვებიათ ცოცხალი.
15
როგორც უბრძანა უფალმა მოსეს, თავის მსახურს, ასევე უანდერძა მოსემ იესოს, და ასევე შეასრულა იესომ, ერთი სიტყვითაც არ გადაუხვევია იმისაგან, რაც უბრძანა უფალმა მოსეს.
16
და აიღო იესომ მთელი ეს მთიანი ქვეყანა და მთელი ნეგები, მთელი გოშენის მხარე, შეფელა, და ყარაბა, ისრაელის მთა და ბარი –
17
ხალაკის მთიდან მოკიდებული სეყირისაკენ, ვიდრე ბაყალ-გადამდე, ლიბანის ველზე, ხერმონის მთის ძირას, და ყველა მათი მეფე შეიპყრო და მოსრა.
18
დიდხანს ებრძოდა იესო ამ მეფეებს.
19
არ ყოფილა ქალაქი, რომელიც დაზავებოდეს ისრაელის ძეთ, ხიველების, გიბეონის მკვიდრთა, გარდა. ისრაელიანებმა ყველა ქალაქი ბრძოლით აიღეს.
20
რადგან უფლისგან იყო, გული რომ გაისასტიკეს, და ბრძოლით ხვდებოდნენ ისრაელს, იმისათვის, რომ მისცემოდნენ დარისხებას, და არ ჰქონოდათ შეწყალება, არამედ ისე მომსპარიყვნენ, როგორც უბრძანა უფალმა მოსეს.
21
იმხანადვე გაილაშქრა იესომ ყანაკელთა წინააღმდეგ და ამოწყვიტა ისინი მთაში, ხებრონში, დებირში, ყანაბში და იუდასა და ისრაელის მთელ მთიანეთში; მათი ქალაქებიანად დაარისხა ისინი იესომ.
22
არავინ დარჩენილა ყანაკელთაგან ისრაელიანთა ქვეყანაში, მხოლოდ ღაზაში, გათში და აშდოდში დარჩნენ ისინი.
23
და დაიპყრო იესომ მთელი ქვეყანა, როგორც აღუთქვა უფალმა მოსეს, და მისცა იგი იესომ ისრაელს სამკვიდროდ, მათი ტომებისათვის დასანაწილებლად. და მოისვენა ქვეყანამ ომისაგან.
← Chapter 10
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 12 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24