bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 2
Joshua 2
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 3 →
1
და გაგზავნა იესო ნავეს ძემ შიტიმიდან ფარულად ორი მსტოვარი და უთხრა: „წადით და დაზვერეთ ის ქვეყანა და იერიხო.“ და წავიდნენ ისინი და მივიდნენ ერთი მეძავის, სახელად რახაბის, სახლში და ღამე იქ გაათიეს.
2
ამბავი მოუვიდა იერიხოს მეფეს: წუხელის ისრაელიანთაგან კაცები მოსულანო ქვეყნის დასაზვერად.
3
და შეუთვალა იერიხოს მეფემ რახაბს: გამოიყვანე კაცები, შენთან რომ მოვიდნენ და შენს სახლში რომ შემოვიდნენ, რადგან ჩვენი ქვეყნის დასაზვერად არიან მოსულნიო.
4
მაგრამ ქალმა დამალა ის ხალხი და მეფის კაცებს უთხრა: „მართლაც მოვიდნენ ჩემთან ვიღაც კაცები, მაგრამ მე არ ვიცი, სადაურები იყვნენ ისინი.
5
და როცა კარიბჭე უნდა დაკეტილიყო, დაბინდებისას, წავიდნენ ისინი. მე არ ვიცი, საით წავიდნენ ისინი. თუ დროზე დაედევნებით, შესაძლოა, მალე წამოეწიოთ.“
6
მან კი ისინი ერდოზე აიყვანა იქ დაზვინულ სელის ჩალაში დამალა.
7
მეფის მდევრები მათ დაედევნენ იორდანესაკენ მიმავალი გზით, ფონებისაკენ. კარიბჭე კი მდევრების გასვლისთანავე დახურეს.
8
და ვიდრე ისინი დაიძინებდნენ, ავიდა მათთან ერდოზე,
9
და უთხრა იმ კაცებს: „მე ვიცი, რომ თქვენ მოგცათ უფალმა ეს ქვეყანა, და თქვენმა შიშმა მოგვიცვა, და ამ ქვეყნის მკვიდრნი შეძრწუნებულნი არიან თქვენს წინაშე.
10
რადგან გაგონილი გვაქვს, როგორ დააშრო უფალმა მეწამული ზღვის წყლები თქვენს წინ, როცა ეგვიპტიდან გამოდიოდით, და რა უყავით იორდანეს გაღმელ ამორეველთა ორ მეფეს, სიხონს და ყოგს, როგორ შემუსრეთ ისინი.
11
და როცა გავიგეთ, შედრკა ჩვენი გული და მხნეობა აღარავის შერჩა წინ რომ აღგიდგეთ, რადგან უფალი, თქვენი ღმერთი, ეს არის ღმერთი მბრძანებელი მაღლა ცათა, და დაბლა მიწაზე.
12
და ახლა შემომფიცეთ უფალი, რომ როგორც მე მოგექეცით წყალობით, ასევე წყალობით მოექცევით მამაჩემის სახლს; და მომეცით მე სარწმუნო ნიშანი,
13
რომ ცოცხლად დატოვებთ მამაჩემსა და დედაჩემს, ჩემს ძმებსა და ჩემს დებს, და ყველა მათ შინაურს, და ჩვენ გვიხსნით სიკვდილისაგან.“
14
და უთხრეს იმ კაცებმა: „თუ არ გათქვამ ამ ჩვენს ამბავს, ჩვენი სული თქვენს მაგიერ მიეცეს სიკვდილს, თუ როცა უფალი მოგვცემს ამ ქვეყანას, წყალობითა და ერთგულებით არ მოგექცეთ.“
15
და სარკმლიდან თოკით ჩაუშვა ისინი, რადგან ქალაქის გალავანში იყო მისი სახლი და გალავანში ცხოვრობდა ის.
16
და უთხრა მათ: „მთისკენ წადით, მდევრები რომ არ გადაგაწყდნენ. სამი დღე იქ დაიმალენით, ვიდრე მდევრები არ დაბრუნდებიან უკან, და შემდეგ წადით თქვენს გზაზე.“
17
და უთხრეს მას იმ კაცებმა: „ჩვენ თავისუფალნი ვიქნებით ამ შენი ფიცისაგან, რითაც დაგვაფიცე,
18
თუ, როცა ჩვენ ამ ქვეყანაში შემოვალთ, ეს მეწამული თოკი, რომლითაც ძირს ჩაგვიშვი, სარკმელს არ ექნება გამობმული. მამაშენი და დედაშენი და შენი ძმები და მთელი შენი მამისსახლეული შეკრიბე შენთან სახლში.
19
და ყველა, ვინც გარეთ გამოვა შენი სახლის კარიდან, მისი სისხლი მის თავზე იქნება, ხოლო ჩვენ თავისუფალი ვიქნებით. და ყველა, ვინც შენთან იქნება, შენს სახლში, მისი სისხლი ჩვენს თავზე იყოს, თუ ვისიმე ხელი შეეხოს მას.
20
და თუ შენ გათქვამ ამ ჩვენს ამბავს, მაშინ თავისუფალნი ვიქნებით შენი ფიცისაგან, რომლითაც შენ დაგვაფიცე.“
21
და მან თქვა: „იყოს თქვენი სიტყვისამებრ!“ და გაისტუმრა ისინი. და დაადგნენ ისინი გზას, და მან მიაბა მეწამული თოკი სარკმელს.
22
და წავიდნენ და მივიდნენ მთაში და დაჰყვეს იქ სამი დღე, ვიდრე მდევარი გაბრუნდებოდა. და ეძებდა მდევარი მთელ გზაზე და ვერ იპოვეს ისინი.
23
და დაბრუნდა ეს ორი კაცი, და ჩამოვიდნენ მთიდან და გავიდნენ და მივიდნენ იესო ნავეს ძესთან, და უამბეს მას ყველაფერი, რაც შეემთხვათ.
24
და უთხრეს იესოს: „უფალმა ჩაგვიგდო ხელში მთელი ქვეყანა და ქვეყნის ყველა მკვიდრი შეძრწუნებულია ჩვენს წინაშე.“
← Chapter 1
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 3 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24
Recommended Reading
Commentary
Joshua Commentaries
→
Devotional
Joshua Devotional Guide
→
Get This Bible
Georgian (ბიბლია) Study Bible
→