bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 17
Joshua 17
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 18 →
1
ეს იყო მანაშეს ტომის წილი, რადგან ის იოსების პირმშო იყო. ხოლო მაქირს, მანაშეს პირმშოს, გალაადის მამას, ერგო გალაადი და ბაშანი, რადგან ის მეომარი კაცი იყო.
2
და ერგოთ მიწები მანაშეს დანარჩენ ძეებსაც მათი საგვარეულოების მიხედვით: აბიყეზერის ძეთ, ხელეკის ძეთ, ასრიელის ძეთ, შექემის ძეთ, ხეფერის ძეთ და შემიდაყის ძეთ. ესენი არიან მანაშეს შთამომავლები, იოსების ძისა, მათი საგვარეულოების მიხედვით.
3
ხოლო ცელოფხადს, ხეფერის ძეს, გალაადის ძეს, მაქირის ძეს, მანაშეს ძეს არ ჰყავდა ძენი, არამედ ასულნი. და მის ასულებს ერქვათ: მახლა, ნოყა, ხოგლა, მილქა და თირცა.
4
და წარდგნენ ისინი ელეაზარ მღვდლის, იესო ნავეს ძისა და მთავართა წინაშე და თქვეს: „უფალმა უბრძანა მოსეს, რომ მოეცა ჩვენთვის სამკვიდრო ჩვენს მოძმეთა შორის.“ და მისცა მათ, უფლის ბრძანებისამებრ, სამკვიდრო მათი მამის ძმებს შორის.
5
და ერგო მანაშეს ათი ნაკვეთი, გარდა გალაადისა და ბაშანის მიწებისა, რაც იორდანეს გაღმა იყო.
6
რადგან მანაშეს ძეთა ასულებმა დაიმკვიდრეს სამკვიდრო მის ძეთა შორის. ხოლო გალაადის ქვეყანა ერგო მანაშეს დანარჩენ ძეებს.
7
მანაშეს ძეთა საზღვარი გადიოდა აშერიდან მიქმეთათამდე, შექემის პირდაპირ რომ არის. იქიდან საზღვარი მიდიოდა მარჯვნივ, ყენ-თაფუახისკენ.
8
მანაშეს ერგო თაფუახის ქვეყანა. ხოლო ქალაქი თაფუახი მანაშეს საზღვართან ეფრემის ძეთ ერგოთ.
9
და ეშვებოდა საზღვარი კანას ხევისკენ, ხევის სამხრეთით. ეს ქალაქები ერგო ეფრემს, თუმცა მანაშეს ქალაქებს შორის მდებარეობდა. მანაშეს სამკვიდროს საზღვარი ხევის ჩრდილოეთ მხარეს იყო, და ზღვასთან წყდებოდა.
10
სამხრეთით ეფრემისა იყო, ჩრდილოეთით – მანაშესი; ზღვა იყო მათი გამმიჯნავი. აშერს ისინი ეკვროდნენ ჩრდილოეთიდან, ისაქარს – აღმოსავლეთიდან.
11
ისაქარისა და აშერის საზღვრებში მანაშეს ერგო ბეთ-შეანი, იბლეყამი, დორი ყენ-დორი, თაყანაქი და მეგიდო, მათ ირგვლივ მდებარე დაბებითურთ. მესამე ამ ქალაქთაგან ნაფეთ-დორში მდებარეობდა.
12
მაგრამ მანაშეს შთამომავლებმა ვერ შეძლეს ამ ქალაქების დაუფლება, და დარჩნენ ქანაანელნი ამ მიწა-წყალზე საცხოვრებლად.
13
და როცა მომძლავრდნენ ისრაელიანები, მოხარკეებად გაიხადეს ქანაანელები, მათ მიწებს კი ვერ დაეუფლნენ.
14
ელაპარაკნენ იოსების შთამომავალნი იესოს და უთხრეს: „რატომ მოგვეცი მხოლოდ ერთი წილი სამკვიდრო და მხოლოდ ერთი ნაკვეთი? ჩვენ ხომ მრავალრიცხოვანი ხალხი ვართ, რადგან ასე გვაკურთხა ჩვენ უფალმა!“
15
და უპასუხა მათ იესომ: „თუ მრავალრიცხოვანი ხალხი ხართ, ადით ტყეში და გატეხეთ იქ თქვენთვის ახო ფერიზელთა და რეფაიმელთა მიწაზე, რაკი ეფრემის მთა გევიწროვებათ.“
16
და უთხრეს იოსების მემკვიდრეებმა: „არ შეგვრჩება ეს მთა, რადგან რკინის ეტლები აქვთ ბარში მცხოვრებ ქანაანელთ, იმათაც, ვინც ბეთ-შეანში არიან და მის სოფლებში, და იმათაც, ვინც იზრეყელის ველზე არიან.“
17
და უთხრა იესომ იოსების, ეფრემისა და მანაშეს სახლს ასე: „მრავალრიცხოვანი ხალხი ხართ და ძალაც დიდი გაქვთ, ამიტომ არ უნდა გქონდეთ ერთი წილი.
18
მთა თქვენი იქნება, ტყიანი კია, მაგრამ ახოს გატეხავთ და თავიდან ბოლომდე თქვენი იქნება, რადგან განდევნით ქანაანელთ, თუმცა მათ რკინის ეტლები აქვთ; და თუმცა ისინი ძლიერნი არიან, მაინც დაიმკვიდრებთ მათ მიწა-წყალს.“
← Chapter 16
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 18 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24