bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 20
Joshua 20
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 21 →
1
და უთხრა უფალმა იესოს:
2
„ელაპარაკე ისრაელის ძეთ და უთხარი: ‘გამოიყავით თავშესაფარი ქალაქები, რაზეც მე გელაპარაკეთ მოსეს პირით,
3
რათა გაიქცეს იქ მკვლელი, რომელსაც უნებლიეთ შემოაკვდება კაცი. და გქონდეთ მესისხლისაგან თავშესაფარად.
4
და ვინც გაიქცევა ერთ-ერთ ასეთ ქალაქში, დადგეს ქალაქის კარიბჭის შესავალთან, და მოუყვეს იმ ქალაქის უხუცესთ, რაც მოხდა. ის უნდა შეუშვან ქალაქში და მისცენ საცხოვრებელი ადგილი.
5
და თუ დაედევნება მას მესისხლე, ხელში არ ჩაუგდონ მას მკვლელი, რადგან უნებლიეთ შემოაკვდა მას თავისი მოძმე და არ ჰქონიათ მათ ადრე მტრობა.
6
და იცხოვროს მკვლელმა ამ ქალაქში მანამ, ვიდრე არ წარსდგება თემის სამსჯავროს წინაშე განსაკითხავად, ანდა ვიდრე არ მოკვდება მღვდელმთავარი, რომლის დროსაც ეს ამბავი მოხდა. მხოლოდ ამის შემდეგ დაბრუნდება მკვლელი და მივა თავის ქალაქში და თავის სახლში, იმ ქალაქში, საიდანაც ის გაიქცა.’ “
7
და გამოყვეს თავშესაფარ ქალაქებად: კედეში გალილეაში, ნაფთალის მთაზე, შექემი ეფრემის მთაზე და კირიათ-არბაყი, იგივე ხებრონი, იუდას მთებში;
8
იორდანეს გაღმა, იერიხოს პირდაპირ აღმოსავლეთით გამოყვეს: ბეცერი უდაბნოში, ვაკობზე – რეუბენის ტომიდან, და რამოთი გალაადში – გადის ტომიდან და გოლანი ბაშანში – მანაშეს ტომიდან.
9
ეს ქალაქები იყო განკუთვნილი ყველა ისრაელიანისთვის და ყველა მათთან მოსახლე ხიზნისათვის, რათა თავი შეაფაროს იქ ყველა უნებლიე მკვლელმა და არ მოკვდეს მესისხლის ხელით, ვიდრე თემს წარუდგებოდეს.
← Chapter 19
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 21 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24