bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 22
Joshua 22
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 23 →
1
მაშინ მოუხმო იესომ რეუბენელებს, გადელებს და მანაშეს ნახევარტომს, და უთხრა მათ:
2
„თქვენ ასრულებდით ყველაფერს, რასაც უფლის მსახური მოსე გიბრძანებდათ ხოლმე, მეც ყურს მიგდებდით ყველაფერში, რასაც გიბრძანებდით;
3
არ მიგიტოვებიათ თქვენი ძმები ამ მრავალი დღეების მანძილზე დღევანდლამდე, და იცავდით უფლის, თქვენი ღმერთის, ნაბრძანებს.
4
ახლა კი, როცა დაასვენა უფალმა, თქვენმა ღმერთმა, თქვენი ძმები, როგორც ნათქვამი ჰქონდა მათთვის, შეგიძლიათ დაბრუნდეთ შინ, თქვენს სამფლობელოში, რომელიც მოგცათ უფლის მსახურმა მოსემ, იორდანეს გაღმა.
5
ოღონდ გულმოდგინედ შეასრულეთ მცნება და რჯული, რომელიც გამცნოთ მოსემ, უფლის მსახურმა, რათა გიყვარდეთ უფალი, თქვენი ღმერთი, და იაროთ ყველა მის გზაზე და დაიცვათ მისი მცნებანი, მიეწებოთ მას და ემსახუროთ მას მთელი თქვენი გულითა და მთელი თქვენი სულით.“
6
და აკურთხა ისინი იესომ და გაუშვა შინ, და წავიდნენ ისინი თავ-თავიანთი კარვებისაკენ.
7
და მანაშეს ტომის ნახევარს მისცა მოსემ სამკვიდრო ბაშანში, ხოლო მის მეორე ნახევარს მისცა იესომ სამკვიდრო მათ ძმებთან ერთად იორდანეს გამოღმა, დასავლეთ მხარეს. და როცა გაუშვა ისინი იესომ თავ-თავიანთი კარვებისაკენ აკურთხა ისინი,
8
და უთხრა მათ: „დიდი ქონებით ბრუნდებით თქვენს კარვებში, და ერთობ დიდძალი პირუტყვით, ვერცხლით, ოქროთი, ბრინჯაოთი, რკინითა და უამრავი სამოსლით. გაუნაწილეთ მტერთაგან წამოღებული ნაალაფარი თქვენს ძმებს.“
9
და გაბრუნდნენ რეუბენის ძენი, გადის ძენი და მანაშეს ნახევარი ტომი ისრაელიანთაგან შილოდან, ქანაანის ქვეყანაში რომ არის, გალაადის ქვეყნისკენ, მათი სამკვიდრო ქვეყნისკენ, რომელიც დაიმკვიდრეს უფლის ბრძანებით, მოსემ რომ აუწყათ.
10
და როცა მიადგნენ გელილოტს იორდანესთან, ქანაანის ქვეყანაში, იქ, იორდანესთან ააშენეს დიდი სამსხვერპლო რეუბენის, გადის და მანაშეს ნახევარმა ტომმა.
11
და გაიგეს ისრაელიანთა დანარჩენმა ტომებმა, რომ რეუბენის ტომმა, გადის ტომმა და მანაშეს ნახევარმა ტომმა სამსხვერპლო ააშენეს ქანაანის საზღვარზე – გელილოტში იორდანეს სანახებში, ისრაელიანთა მხარეს.
12
მაშინ ისრაელიანთა მთელი თემი შეიკრიბა შილოში, რათა გასულიყო მათ წინააღმდეგ საომრად.
13
და გაუგზავნეს ისრაელიანებმა რეუბენის ტომს, გადის ტომსა და მანაშეს ნახევარტომს გალაადის მხარეში ფინეხასი, ელეაზარ მღვდლის ძე,
14
გააყოლეს ათი მთავარი, თითო მთავარი თითო საგვარეულოზე ისრაელის შტოდან; საგვარეულოს თითოეული მთავარი ისრაელის ათასეულის უფროსი იყო.
15
და მივიდნენ ისინი რეუბენისა და გადის ტომებთან და მანაშეს ნახევარტომთან გალაადის ქვეყანაში და უთხრეს:
16
ასე ამბობს უფლის მთელი თემი: „ეს რა ღალატი ჩაიდინეთ ისრაელის ღმერთის წინაშე, ზურგი რომ შეაქციეთ დღეს უფალს, და სამსხვერპლო აიშენეთ და აუმხედრდით დღეს უფალს?
17
ნუთუ არ კმაროდა ჩვენთვის ფეღორის დანაშაული, რისგანაც დღემდე ვერ განვწმედილვართ, რის გამოც მომსვრელი სენი იყო უფლის თემში?
18
და თქვენ დღეს აქცევთ ზურგს უფალს! და თუ თქვენ დღეს აუმხედრდებით უფალს, ხვალ განურისხდება იგი ისრაელის მთელ თემს!
19
და თუ უწმიდური გეჩვენებათ თქვენი სამფლობელო ქვეყანა, მაშინ თქვენი უფლის სამფლობელო ქვეყანაში გადადით, სადაც დავანებულია უფლის სავანე, და დამკვიდრდით ჩვენს შორის, უფალს კი ნუ აუმხედრდებით და ნურც ჩვენ აგვიმხედრდებით უფლის, ჩვენი ღმერთის, სამსხვერპლოს გარდა, სხვა სამსხვერპლოს შენებით.
20
განა ყაქან ზერახის ძე მარტო არ იყო, ღალატი რომ ჩაიდინა დარისხებულის გამო, მაგრამ რისხვა დაატყდა თავს მთელი ისრაელის თემს? მარტო ის არ მომკვდარა თავისი დანაშაულის გამო!“
21
და მიუგეს რეუბენის ძეთ, გადის ძეთ და მანაშეს ნახევარტომის ძეთ და უთხრეს ისრაელის ათასისთავებს:
22
„ღმერთების ღმერთმა უფალმა! ღმერთების ღმერთმა უფალმა უწყის და ისრაელმაც უწყოდეს. თუ უფლის წინააღმდეგ ასამხედრებლად და საღალატოდ მოვქცეულიყავით ასე, ამიერიდან ნუღარ დაგვიცავს უფალი!
23
თუ სამსხვერპლო უფლისათვის ზურგის შესაქცევად აგვეშენებინოს, სრულადდასაწველის აღსავლენად, საძღვნოდ თუ სამშვიდობო მსხვერპლთათვის, მაშინ თავად უფალმა იძიოს შური ჩვენზე!
24
არა, ჩვენ იგი სხვა მიზეზით ავაშენეთ. ჩვენ ვშიშობდით, რომ მომავალში თქვენს შვილებს არ ეთქვათ ჩვენი შვილებისთვის: ‘რა საერთო გაქვთ თქვენ უფალთან, ისრაელის ღმერთთან?
25
საზღვრად იორდანე დადო უფალმა ჩვენსა და თქვენს შორის, რეუბენის ძენო და გადის ძენო, არა გაქვთო თქვენ წილი უფალში!’ – და აუკრძალავდნენ თქვენი ძენი ჩვენს ძეთ უფლის თაყვანისცემას.
26
და ვთქვით: ავიშენოთო სამსხვერპლო არა სრულადდასაწველისთვის და არა საკლავისთვის,
27
არამედ რომ მოწმე იყოს იგი თქვენსა და ჩვენს შორის და ჩვენს მომავალ თაობებს შორის, რომ ჩვენც უნდა ვემსახუროთ უფალს მის წინაშე ჩვენი სრულადდასაწველებით და საკლავით და ჩვენი სამშვიდობო შესაწირავებით, რათა არ უთხრან ხვალ თქვენმა ძეებმა ჩვენს ძეებს: წილი არა გაქვთო უფალში.
28
და ვთქვით: თუ გვეტყვიან ჩვენ და ჩვენს თაობებს ხვალ ასე, ჩვენ ასეთ პასუხს გავცემთ: ‘აჰა, სახე უფლის სამსხვერპლოსი, რომელიც ჩვენმა მამებმა ააშენეს. იგი არაა სრულადდასაწველისთვის და საკლავთათვის არამედ, რათა მოწმე ყოფილიყო ჩვენსა და თქვენს შორის.’
29
ღმერთმა დაგვიფაროს, რომ უფალს ავმხედრებოდით და ზურგი შეგვექცია მისთვის და აგვეშენებინა სხვა სამსხვერპლო სრულადდასაწველისთვის, პურეულის ძღვნისათვის და საკლავისათვის უფლის, ჩვენი ღმერთის, სამსხვერპლოს გარდა, რომელიც მისი სავანის წინაა.“
30
და გაიგონეს ფინეხას მღვდელმა, თემის მთავრებმა და ისრაელის ათასეულთა მეთაურებმა, მას რომ ახლდნენ, სიტყვები რეუბენის ძეთ, გადის ძეთ და მანაშეს ძეთ რომ თქვეს, და მოიწონეს.
31
და უთხრა მღვდელმა ფინეხას, ელეაზარის ძემ რეუბენის ძეთ, გადის ძეთა და მანაშეს ძეთ: „დღეს შევიტყეთ, რომ ჩვენს შორისაა უფალი, ღალატი არ ჩაგიდენიათ უფლის წინაშე, და თქვენ იხსენით ისრაელის ძენი უფლის ხელიდან.“
32
და დაბრუნდნენ მღვდელი ფინეხას ელეაზარის ძე და მთავარნი, რეუბენის ძეთაგან და გადის ძეთაგან – გალაადის ქვეყნიდან ქანაანის ქვეყანაში, ისრაელიანებთან, და მოუტანეს მათ ამბავი.
33
და მოიწონეს ეს ამბავი ისრაელიანთ, და აკურთხეს ღმერთი და აღარ უფიქრიათ რეუბენისა და გადის ტომებზე გალაშქრება.
34
და უწოდეს რეუბენის ძეთ და გადის ძეთ იმ სამსხვერპლოს სახელი. თქვეს: „მოწმეა იგი ჩვენს შორის, რომ ჩვენი ღმერთი არის უფალი.“
← Chapter 21
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 23 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24