bible
ra
🌐 Language
English
Español
Français
Deutsch
Português
Italiano
Nederlands
Русский
中文
日本語
한국어
العربية
Türkçe
Tiếng Việt
ไทย
Indonesia
All Languages
Home
/
Georgian
/
Georgian 2013 (ბიბლია)
/
Joshua 10
Joshua 10
Georgian 2013 (ბიბლია)
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 11 →
1
და როცა გაიგო ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, რომ იესომ აიღო ქალაქი ღაი, დაარისხა იგი და გაანადგურა; და ისევე მოექცა ღაისა და მის მეფეს იესო, როგორც იერიხოსა და მის მეფეს; და რომ დაეზავნენ გიბეონელნი ისრაელს და დარჩნენ მათ შორის,
2
ძლიერ შეშინდა ის, რადგან დიდი ქალაქი იყო გიბეონი, ერთ-ერთი სამეფო ქალაქივით, აღემატებოდა იგი ღაის და მამაცი მეომრები ჰყავდა.
3
ამიტომ შეუთვალა ადონი-ცედეკმა, იერუსალიმის მეფემ, ჰოჰამს – ხებრონის მეფეს, ფირამს – იარმუთის მეფეს, იაფიაყს – ლაქიშის მეფეს და დებირს – ყეგლონის მეფეს, და უთხრა:
4
„ამოდით ჩემთან და შემეწიეთ მე, და მოვსრათ გიბეონი, რადგან იგი დაეზავა იესოს და ისრაელიანთ.“
5
და შეიყარა და ავიდა ხუთი ამორეველი მეფე: იერუსალიმისა, ხებრონისა, იარმუთისა, ლაქიშისა და ყეგლონისა მთელი თავიანთი ლაშქრით, დაიბანაკეს გიბეონთან, და ბრძოლა გაუმართეს მას.
6
და შეუთვალეს გიბეონის კაცებმა იესოს გილგალის ბანაკში, და უთხრეს: „ნუ აიღებ ხელს შენს მსახურებზე. ჩქარა ამოდი ჩვენთან და გვიხსენი და შეგვეწიე, რადგან შეიყარა ჩვენს წინააღმდეგ ყველა ამორეველი მეფე – მთის მკვიდრნი.“
7
და გავიდა იესო გილგალიდან მთელი ბრძოლისუნარიანი ხალხითა და მამაცი მებრძოლით.
8
და უთხრა უფალმა იესოს: „ნუ გეშინია მათი, რადგან ხელში ჩაგიგდე ისინი, წინ ვერ დაგიდგება ვერცერთი მათგანი.“
9
და ანაზდეულად მიადგა მათ იესო, გილგალიდან მთელი ღამის ნამგზავრი.
10
და თავზარი დასცა მათ უფალმა ისრაელის წინაშე და შემუსრა ისინი იესომ დიდი შემუსვრით გიბეონში. დაედევნა ბეთ-ხორონის აღმართზე და მუსრავდა ყაზეკამდე და მაკედამდე.
11
და იყო, როცა ისინი ისრაელს გაურბოდნენ ბეთ-ხორონის ფერდობზე, უფალი დიდ ქვებს უშენდა ზეციდან მათ – და იხოცებოდნენ. ასე იყო თვით ყაზეკამდე. და ქვის სეტყვით დახოცილი უფრო მეტი იყო, ვიდრე ისინი, ვინც ისრაელიანთ მოსრეს მახვილით.
12
მაშინ ელაპარაკა იესო უფალს იმ დღეს, როდესაც უფალმა ამორეველები ჩაუგდო ხელში ისრაელიანთ. და თქვა იესომ ისრაელის თვალწინ: „მზეო, შეჩერდი გიბეონზე და მთვარევ – აიალონის ველზე!“
13
და შეჩერდა მზე, და მთვარე დადგა, ვიდრე არ იძია ერმა შური თავის მტრებზე. და განა არ სწერია ეს სიმართლის წიგნში: და მზე იდგა შუაგულ ცაზე მთელ დღეს და ჩასვენებას არ ჩქარობდაო?
14
და არ ყოფილა ასეთი დღე არც უწინ და არც მის შემდგომ, რომ ასე შეესმინოს უფალს კაცის ხმა, რადგან უფალი იბრძოდა ისრაელისთვის.
15
და დაბრუნდა იესო და მასთან ერთად მთელი ისრაელი გილგალის ბანაკში.
16
და გაიქცა ის ხუთი მეფე და დაიმალა მაკედას მღვიმეში.
17
ამბავი მიუტანეს იესოს: ხუთი მეფე მაკედას მღვიმეში აღმოჩნდაო დამალული.
18
და თქვა იესომ: „მიაგორეთ დიდი ლოდები მღვიმის პირს და კაცები დაუყენეთ ყარაულად.
19
თქვენ ნუ შეჩერდებით, დაედევნეთ უკან თქვენს მტრებს და ზურგიდან შეუტიეთ, და ნუ დაანებებთ მათ თავიანთ ქალაქებში შესვლას, რადგან ხელში ჩაგიგდოთ ისინი უფალმა, თქვენმა ღმერთმა.“
20
და როცა მორჩნენ იესო და ისრაელის ძენი მათ მუსვრას საშინელი მუსვრით, ვიდრე მთლიანად არ გაანადგურეს, ხოლო გადარჩენილნი გაექცნენ მათ და შევიდნენ გამაგრებულ ქალაქებში.
21
დაბრუნდა მთელი ხალხი იესოსთან მაკედას ბანაკში მშვიდობიანად. კაციშვილმა ვერ დაძრა ენა ისრაელის ძეთა წინააღმდეგ.
22
და თქვა იესომ: „გახსენით მღვიმის პირი და გამოიყვანეთ ჩემთან ის ხუთი მეფე მღვიმიდან.“
23
და გააკეთეს ასე, და გამოუყვანეს მას ის ხუთი მეფე მღვიმიდან: მეფე იერუსალიმისა, მეფე ხებრონისა, მეფე იარმუთისა, მეფე ლაქიშისა და მეფე ყეგლონისა.
24
და როცა გამოუყვანეს ეს ხუთი მეფე იესოს, მოუხმო იესომ მთელ ისრაელს და უთხრა მხედართმთავრებს, რომელნიც იყვნენ მასთან: „ახლოს მოდექით და ფეხი დაადგით ქედზე ამ მეფეებს.“ და ახლოს მოდგნენ და ქედზე დაადგეს მათ ფეხი.
25
და უთხრა იესომ თავის მხედართმთავრებს: „ნუ შეგეშინდებათ და ნურც შეძრწუნდებით, გაძლიერდით და განმტკიცდით, რადგან ასე მოექცევა უფალი ყველა თქვენს მტერს, ვისაც კი თქვენ შეებრძოლებით.“
26
და შემდეგ განგმირა ისინი იესომ, და ჩამოკიდა ხუთ ხეზე. და ასე ეკიდნენ ისინი ხეებზე საღამომდე.
27
და მზის ჩასვლისას ბრძანა იესომ და ჩამოხსნეს ისინი ხეებიდან, და გადაყარეს მღვიმეში, რომელშიც იმალებოდნენ, და დიდრონი ქვები მიაყარეს მღვიმის პირს. და ასეა დღევანდლამდე.
28
და მაკედა აიღო იესომ იმავე დღეს, და მოსრა იგი და მისი მეფე მახვილის პირით; დაარისხა ისინი და ყველა სულდგმული, რაც კი იქ იყო, არავინ დაუტოვებია ცოცხალი. და მაკედას მეფეს ისე მოექცა, როგორც იერიხოს მეფეს მოექცა.
29
და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად მაკედადან ლიბნასაკენ, და ბრძოლა გაუმართა ლიბნას.
30
და ხელში ჩაუგდო უფალმა ისიც და მისი მეფეც ისრაელს. და განგმირა მახვილის პირით იგი და ყველა სულდგმული, რაც კი იქ იყო; არავინ დაუტოვებია ცოცხალი. და მის მეფეს ისე მოექცა, როგორც იერიხოს მეფეს მოექცა.
31
და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად, ლიბნადან ლაქიშისაკენ, და დაიბანაკეს მის ახლოს, და ბრძოლა გაუმართეს.
32
და ხელში ჩაუგდო უფალმა ლაქიში ისრაელს და აიღო იგი მეორე დღეს, და მოსრა მახვილის პირით იგი და ყველა სულდგმული, რაც კი იქ იყო, ისევე, როგორც ლიბნაში.
33
და მაშინ გამოვიდა ჰორამი, მეფე გეზერისა ლაქიშის საშველად, და იესომ განგმირა იგი და მისი ხალხი ისე, რომ არავინ დაუტოვებია მათგან ცოცხალი.
34
და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად, ლაქიშიდან ყეგლონისაკენ, და დაიბანაკა მის ახლოს, და ბრძოლა გაუმართა.
35
და იმავე დღეს აიღო იგი, და მოსრა მახვილის პირით ყოველი სული, ვინც იქ იყო, და იმავე დღეს გაანადგურა ისე, როგორც ლაქიში.
36
და წავიდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად, ყეგლონიდან ხებრონისაკენ და ბრძოლა გაუმართა.
37
აიღეს ხებრონი და მოსრეს იგი მახვილით მისი მეფითურთ, და ყველა მისი ქალაქი, და ყოველი სული, ვინც იქ იყო და არავინ დაუტოვებიათ ცოცხალი, როგორც ყეგლონში. მოსპეს იგი და ყოველი სული, ვინც იქ იყო.
38
და მობრუნდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად დებირისაკენ, და ბრძოლა გაუმართა.
39
და მან აიღო იგი, და მისი მეფეც და მისი ყველა ქალაქი, და განგმირა ისინი მახვილის პირით, და მოსპეს ყოველი სული, ვინც იქ იყო, არავინ დაუტოვებიათ ცოცხალი. როგორც მოექცნენ ხებრონს, ეგრე მოექცნენ დებირს და მის მეფეს, და ლიბნას და მის მეფეს.
40
და მოსრა იესომ მთელი მთიანეთი, სამხრეთი მხარე, ვაკობი, ფერდობები და ყველა მათი მეფე. არავინ დაუტოვებია ცოცხალი, და გაანადგურა ყოველი სული, როგორც უბრძანა ისრაელის უფალმა ღმერთმა.
41
და მოსრა ისინი იესომ კადეშ-ბარნეაყიდან ვიდრე ღაზამდე, და მთელი ქვეყანა გოშენისა ვიდრე გიბეონამდე.
42
და ყველა ეს მეფე და მათი ქვეყანა აიღო იესომ ერთ ჯერზე, რადგან უფალი, ისრაელის ღმერთი, იბრძოდა ისრაელისთვის.
43
და დაბრუნდა იესო, და მთელი ისრაელი მასთან ერთად გილგალის ბანაკში.
← Chapter 9
Jump to:
Chapter 1
Chapter 2
Chapter 3
Chapter 4
Chapter 5
Chapter 6
Chapter 7
Chapter 8
Chapter 9
Chapter 10
Chapter 11
Chapter 12
Chapter 13
Chapter 14
Chapter 15
Chapter 16
Chapter 17
Chapter 18
Chapter 19
Chapter 20
Chapter 21
Chapter 22
Chapter 23
Chapter 24
Chapter 11 →
All chapters:
1
2
3
4
5
6
7
8
9
10
11
12
13
14
15
16
17
18
19
20
21
22
23
24